დუშეთის მუნიციპალიტეტში ორი სკოლის რეკონსტრუქცია-რეაბილიტაცია იწყება
რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდი საჯარო სკოლების აღდგენას იწყებს დუშეთის მუნიციპალიტეტის ორ სოფელში - ქვეშეთსა და საკრამულაში.
შესაბამისი ხელშეკრულება, ფონდმა, ტენდერებში გამარჯვებულ კომპანიებთან გააფორმა.
პროექტების ფარგლებში, თანამედროვე საგანმანათლებლო სტანდარტების შესაბამისად განახლდება ქვეშეთისა და საკრამულის სკოლების საკლასო ოთახები, ადმინისტრაციული სივრცეები და საინჟინრო ინფრასტრუქტურა. მოეწყობა გათბობის, ვენტილაციისა და წყალმომარაგების სისტემები.
დუშეთის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლების რეაბილიტაციის შემდეგ მოსწავლეებისთვის უსაფრთხო და კეთილმოწყობილი საგანმანათლებლო გარემო შეიქმნება.
სხვა სიახლეები
სასტუმრო „ტელეგრაფი“ კაკო თოფურიას ნამუშევრების გამოფენას მასპინძლობს
26.10.2026.12:25
სასტუმრო „ტელეგრაფის“ სივრცე Network Lounge by Silknet თანამედროვე ქართველი მხატვრის, კაკო თოფურიას ნამუშევრების გამოფენას მასპინძლობს. ექსპოზიცია მხატვრის მრავალფეროვან შემოქმედებას აერთიანებს და დამთვალიერებელს მისი გამორჩეული მხატვრული სამყაროს გაცნობის შესაძლებლობას აძლევს.
კაკო თოფურიას შემოქმედებაში განსაკუთრებული ადგილი ფერს უჭირავს, რომლის საშუალებითაც მხატვარი საკუთარ ხედვასა და ემოციებს გადმოსცემს. მის ნამუშევრებში ექსპრესიონიზმისა და აბსტრაქციის ელემენტები ერთმანეთს ერწყმის და ფერის თავისუფალი მოძრაობით, მკვეთრი კონტრასტებითა და მოულოდნელი ფორმებით გამოირჩევა.
მხატვრის ინდივიდუალურ სტილს განსხვავებული მოტივების სინთეზი განსაზღვრავს. ერთი შეხედვით მარტივი ფორმები ხშირად რთულ, მრავალშრიან კომპოზიციებად გარდაიქმნება. კაკო თოფურია მუდმივად ექსპერიმენტებს ატარებს სხვადასხვა მასალასა და ფორმაში, რის შედეგადაც ნაცნობი თემები ახალ გამომსახველობას იძენს. მისი შემოქმედება ფერწერასთან ერთად სკულპტურასა და ტექსტილსაც მოიცავს.
გამოფენა სილქ ჰოსფითალითისა და სილქნეტის მხარდაჭერით 25 ნოემბრამდე იქნება წარმოდგენილი.