მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7187.5
-0.0017
flag
AZN 1.5237
0.0001
flag
CNY 38.933
0.0033
flag
EUR 2.8406
-0.0038
flag
GBP 3.4016
0.0034
flag
KZT 56.47
-0.0009
flag
TRY 0.051
-0.0001
flag
USD 2.5911
-0.0006
news banner

DWM-ს მხარდაჭერით მოზიდული 13 მლნ ლარის ფინანსური რესურსი და განახლებული ბიზნეს სესხების ნაკრები მიკრობანკ ემბისიში

news image
mbc image

მიკრობანკმა ემბისიმ საერთაშორისო საინვესტიციო კომპანია DWM (Developing World Markets)-სთან თანამშრომლობით ბოლო ორ თვეში 13 მილიონი ლარის ფინანსური რესურსი მოიზიდა.

მოზიდული სახსრები საქართველოში მიკრო, მცირე, საშუალო ბიზნესებისა და თვითდასაქმებულებისთვის ფინანსურ რესურსებზე ხელმისაწვდომობის გაზრდას მოხმარდება. შედეგად, მეწარმეები - მათ შორის რეგიონებში - გაუმჯობესებული საკრედიტო პირობებით, გაზრდილი ლიმიტებითა და გამარტივებული პროცედურებით შეძლებენ საქმიანობის განვითარებას. 

„მოხარულები ვართ, რომ DWM-სთან წარმატებული პარტნიორობით მეწარმეებისთვის დაფინანსებას კიდევ უფრო ხელმისაწვდომს გავხდით. მუდმივად ვაკვირდებით ბაზრის მოთხოვნებს და ვცდილობთ, მომხმარებლებს მათზე მორგებული ფინანსური სერვისები შევთავაზოთ. ამ მიზანს ემსახურება ემბისის ბოლოდროინდელი ცვლილებაც - კომპანიამ ახლახანს განაახლა ბიზნეს სესხების ნაკრები, დაკრედიტების მაქსიმალური ლიმიტი კი 500,000 ლარამდე გაზრდა“, - აცხადებს მიკრობანკი ემბისის გენერალური დირექტორი, გია პეტრიაშვილი.

ემბისი ერთ-ერთია იმ მცირერიცხოვან ქართულ ფინანსურ ორგანიზაციებს შორის, რომლებიც სახსრებს საერთაშორისო ინსტიტუტებიდან იზიდავენ და გლობალურ კაპიტალზე აქვთ წვდომა. გია პეტრიაშვილის თქმით, მიკრო, მცირე, საშუალო ბიზნესებისა და თვითდასაქმებულების მხარდაჭერა ემბისის მთავარი პრიორიტეტია. 

“სწორედ მათი საჭიროებების გათვალისწინებით, ბაზარს განახლებული ბიზნეს სესხების ნაკრებიწარვუდგინეთ. ახალი შეთავაზებით ჩვენი მიზანია დაფინანსება უფრო ხელმისაწვდომი გავხადოთ მეწარმეებისთვის, მიუხედავად იმისა, თუ რა სფეროში საქმიანობენ ან რა ტიპის შემოსავალი აქვთ - ფიქსირებული ხელფასი, ბიზნესსაქმიანობიდან მიღებული შემოსავალი, გზავნილი, იჯარა თუ სხვა,” - ამბობს გია პეტრიაშვილი.

DWM გლობალური აქტივების მმართველი კომპანიაა, რომელიც ორგანიზაციებს კაპიტალისა და საინვესტიციო რესურსების ეფექტურად მოზიდვაში ეხმარება. 25 წლის განმავლობაში DWM-მა 70-ზე მეტ ქვეყანაში განახორციელა ინვესტიციები.

შეგახსენებთ, რომ მიკრობანკი ემბისი ქართულ საფინანსო ბაზარზე 2013 წლიდან საქმიანობს. ამ პერიოდის განმავლობაში კომპანიამ ქვეყნის მასშტაბით არსებული 18 მომსახურების ცენტრის მეშვეობით 230,000-ზე მეტ ადამიანს გაუწია მომსახურება. ემბისი საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ ლიცენზირებული პირველი მიკრობანკია და საქმიანობს მიკრობანკებისთვის დადგენილი მარეგულირებელი და საზედამხედველო მოთხოვნების შესაბამისად. კომპანიას მრავალწლიანი თანამშრომლობა აკავშირებს საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციებთან, მათ შორის ResponsAbility, Incofin, Symbiotics, Triple Jump, Finance in Motion, Bank Im Bistum, INECOBANK და Enabling Qapital-თან. საერთაშორისო ფინანსურ რესურსებზე წვდომა ემბისის საშუალებას აძლევს, განავითაროს საქმიანობა და მომხმარებლებს ახალი ფინანსური შესაძლებლობები შესთავაზოს.

banner image news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ბიზნესი
image ჩვენთვის მნიშვნელოვანია ისეთ პროექტებში მონაწილეობა, რომლებიც ქალაქის უსაფრთხო განვითარებას უწყობს ხელს - „თეთრმა კვადრატმა“ და „ბიქეი ქონსთრაქშენმა“ სამუშაოები ხარისხიანად და დათქმულ ვადებში დაასრულეს, რათა 18 ოჯახი საკუთარ მისამართზე, უსაფრთხო და თანამედროვე გარემოში დაბრუნებულიყო | ბაკურ ბერეკაშვილი

27.11.2026.23:16

თბილისში, საბურთალოზე, გამრეკელის ქუჩის I შესახვევის N6-ში, ახალი მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობა დასრულდა. 

პროექტი BK Holding-ში შემავალი კომპანიების - „თეთრი კვადრატის“ და „ბიქეი ქონსთრაქშენის“ მონაწილეობით, თბილისის მერიის „ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამის“ ფარგლებში განხორციელდა.

ავარიული შენობის ნაცვლად, მისამართზე თანამედროვე სტანდარტების 8-სართულიანი კორპუსი აშენდა. სამუშაოები ორი წელი გაგრძელდა, პროექტის საერთო ღირებულება კი 6,700,000 ლარია.

პროგრამაში მონაწილე 18 ოჯახს ბინების გასაღები დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ და „თბილისის განვითარების ფონდის“ ხელმძღვანელმა, თამაზ ალიბეგაშვილმა გადასცეს.

„ორწლიანი მოლოდინის შემდეგ აღნიშნულ მისამართზე მცხოვრები ოჯახები უბრუნდებიან საკუთარ კერას უკვე დასრულებულ, ახალაშენებულ კორპუსში, სრულად გარემონტებულ ბინებში. ავარიული სახლის ჩანაცვლება ადამიანებს საკუთარი უბნის, საცხოვრებელი გარემოს და ცხოვრების ჩვეული რიტმის შენარჩუნების შესაძლებლობას აძლევს. მადლობა კონტრაქტორ კომპანია „ბიქეი ქონსთრაქშენს“, რომელმაც სამუშაოები კეთილსინდისიერად და დროულად შეასრულა“, — განაცხადა კახა კალაძემ.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა