DWM-ს მხარდაჭერით მოზიდული 13 მლნ ლარის ფინანსური რესურსი და განახლებული ბიზნეს სესხების ნაკრები მიკრობანკ ემბისიში
მიკრობანკმა ემბისიმ საერთაშორისო საინვესტიციო კომპანია DWM (Developing World Markets)-სთან თანამშრომლობით ბოლო ორ თვეში 13 მილიონი ლარის ფინანსური რესურსი მოიზიდა.
მოზიდული სახსრები საქართველოში მიკრო, მცირე, საშუალო ბიზნესებისა და თვითდასაქმებულებისთვის ფინანსურ რესურსებზე ხელმისაწვდომობის გაზრდას მოხმარდება. შედეგად, მეწარმეები - მათ შორის რეგიონებში - გაუმჯობესებული საკრედიტო პირობებით, გაზრდილი ლიმიტებითა და გამარტივებული პროცედურებით შეძლებენ საქმიანობის განვითარებას.
„მოხარულები ვართ, რომ DWM-სთან წარმატებული პარტნიორობით მეწარმეებისთვის დაფინანსებას კიდევ უფრო ხელმისაწვდომს გავხდით. მუდმივად ვაკვირდებით ბაზრის მოთხოვნებს და ვცდილობთ, მომხმარებლებს მათზე მორგებული ფინანსური სერვისები შევთავაზოთ. ამ მიზანს ემსახურება ემბისის ბოლოდროინდელი ცვლილებაც - კომპანიამ ახლახანს განაახლა ბიზნეს სესხების ნაკრები, დაკრედიტების მაქსიმალური ლიმიტი კი 500,000 ლარამდე გაზრდა“, - აცხადებს მიკრობანკი ემბისის გენერალური დირექტორი, გია პეტრიაშვილი.
ემბისი ერთ-ერთია იმ მცირერიცხოვან ქართულ ფინანსურ ორგანიზაციებს შორის, რომლებიც სახსრებს საერთაშორისო ინსტიტუტებიდან იზიდავენ და გლობალურ კაპიტალზე აქვთ წვდომა. გია პეტრიაშვილის თქმით, მიკრო, მცირე, საშუალო ბიზნესებისა და თვითდასაქმებულების მხარდაჭერა ემბისის მთავარი პრიორიტეტია.
“სწორედ მათი საჭიროებების გათვალისწინებით, ბაზარს განახლებული ბიზნეს სესხების ნაკრებიწარვუდგინეთ. ახალი შეთავაზებით ჩვენი მიზანია დაფინანსება უფრო ხელმისაწვდომი გავხადოთ მეწარმეებისთვის, მიუხედავად იმისა, თუ რა სფეროში საქმიანობენ ან რა ტიპის შემოსავალი აქვთ - ფიქსირებული ხელფასი, ბიზნესსაქმიანობიდან მიღებული შემოსავალი, გზავნილი, იჯარა თუ სხვა,” - ამბობს გია პეტრიაშვილი.
DWM გლობალური აქტივების მმართველი კომპანიაა, რომელიც ორგანიზაციებს კაპიტალისა და საინვესტიციო რესურსების ეფექტურად მოზიდვაში ეხმარება. 25 წლის განმავლობაში DWM-მა 70-ზე მეტ ქვეყანაში განახორციელა ინვესტიციები.
შეგახსენებთ, რომ მიკრობანკი ემბისი ქართულ საფინანსო ბაზარზე 2013 წლიდან საქმიანობს. ამ პერიოდის განმავლობაში კომპანიამ ქვეყნის მასშტაბით არსებული 18 მომსახურების ცენტრის მეშვეობით 230,000-ზე მეტ ადამიანს გაუწია მომსახურება. ემბისი საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ ლიცენზირებული პირველი მიკრობანკია და საქმიანობს მიკრობანკებისთვის დადგენილი მარეგულირებელი და საზედამხედველო მოთხოვნების შესაბამისად. კომპანიას მრავალწლიანი თანამშრომლობა აკავშირებს საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციებთან, მათ შორის ResponsAbility, Incofin, Symbiotics, Triple Jump, Finance in Motion, Bank Im Bistum, INECOBANK და Enabling Qapital-თან. საერთაშორისო ფინანსურ რესურსებზე წვდომა ემბისის საშუალებას აძლევს, განავითაროს საქმიანობა და მომხმარებლებს ახალი ფინანსური შესაძლებლობები შესთავაზოს.
სხვა სიახლეები
„იგლ ჰილსის“ განაშენიანების კონცეფციაზე საჯარო განხილვები იწყება
26.11.2026.10:02
„იგლ ჰილსის“ განაშენიანების კონცეფციაზე საჯარო განხილვები იწყება. ქალაქ გარდაბნის კულტურის ცენტრში, დღეს 13:00 საათზე თბილისისა და გარდაბნის მუნიციპალიტეტების ტერიტორიის ნაწილზე განაშენიანების გეგმის კონცეფციის საჯარო განხილვა გაიმართება.
განაშენიანების გეგმას შპს „იგლ ჰილს საქართველო“ სივრცითი და ქალაქთმშენებლობითი განვითარების სააგენტოს მიერ განსაზღვრული ტექნიკური დავალების შესაბამისად ამუშავებს. საჯარო განხილვის ფარგლებში წარმოდგენილი იქნება ტერიტორიის განვითარების ხედვა, დაგეგმილი ინფრასტრუქტურა, საზოგადოებრივი და რეკრეაციული სივრცეები.
საჯარო განხილვის მიზანია დაინტერესებული პირებისთვის დოკუმენტაციის გაცნობა, მათ კითხვებზე პასუხის გაცემა და მათი მოსაზრებებისა და რეკომენდაციების მოსმენა.