ძაღლების სასტუმროების სერვისზე მოთხოვნა იზრდება - „ები“
ძაღლების სასტუმრო ები, თბილისში უკვე სამი წელია ოპერირებს. სასტუმროს მფლობელი ხათუნა მელიქიშვილი Business Insider Georgia-თან ამბობს, რომ სერვისზე მოთხოვნა უქმეებზე, სადღესასწაულო დღეებსა და ზაფხულის სეზონზე იზრდება.
ძაღლებისთვის სასტუმრო სივრცე საკუთარ სახლში 3 წლის წინ მოაწყო.
„ძაღლები ოთახებში არიან გადანაწილებული. არ ვიყენებ ვოლიერს, რადგან ეს ძაღლს სტრესავს. ძირითადად სასტუმროში შესაძლებელია მცირე ზომის 10 კილოგრამამდე წონის ძაღლების დატოვება. მათ შორის პუდელს, შპიცს, მალტეზეს. ასევე ერთდროულად „ების“ სივრცეში 8 ძაღლის მიღებაა შესაძლებელი“, - ამბობს სასტუმროს მფლობელი.
როგორც ხათუნა მელიქიშვილი ამბობს, მისი ბიზნესის წარმატების მიზეზი ის გარემო, სანდოობა და დამოკიდებულებაა, რასაც მომხმარებელთან მიმართებით იჩენს.
„ძაღლების სასტუმროების სერვისზე მოთხოვნა არის, მაგრამ მომხმარებლის ნდობის მოპოვება რთულია. ჩვენი სასტუმროს მაგალითზე სანდოობა მაღალია და სტუმრების მისაღებად სამზადისი ზაფხულის სეზონზე ორი თვით ადრე იწყება. რადგან მომხმარებელმა იცის რომ მცირე ზომის ძაღლებს ვიტოვებ, არჩევანს „ების“ სერვისზე აკეთებენ, რადგან იციან, რომ მათი ოთხფეხა მეგობარი არ იქნება დიდი ჯიშის ძაღლებთან ვოლიერში და არ დაისტრესება“, - ამბობს ხათუნა მელიქიშვილი.
„ების“ სერვისი 24 საათში 30 ლარია, იმ შემთხვევაში, თუ ძაღლი სასტუმროში ხანგრძლივად დარჩება. სერვისში შედის გასეირნება და კვება, თუმცა ძაღლის საკვები სასტუმროს წარმომადგენლებს პატრონმა უნდა მიაწოდოს.
სხვა სიახლეები
ჩვენთვის მნიშვნელოვანია ისეთ პროექტებში მონაწილეობა, რომლებიც ქალაქის უსაფრთხო განვითარებას უწყობს ხელს - „თეთრმა კვადრატმა“ და „ბიქეი ქონსთრაქშენმა“ სამუშაოები ხარისხიანად და დათქმულ ვადებში დაასრულეს, რათა 18 ოჯახი საკუთარ მისამართზე, უსაფრთხო და თანამედროვე გარემოში დაბრუნებულიყო | ბაკურ ბერეკაშვილი
27.11.2026.23:16
თბილისში, საბურთალოზე, გამრეკელის ქუჩის I შესახვევის N6-ში, ახალი მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობა დასრულდა.
პროექტი BK Holding-ში შემავალი კომპანიების - „თეთრი კვადრატის“ და „ბიქეი ქონსთრაქშენის“ მონაწილეობით, თბილისის მერიის „ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამის“ ფარგლებში განხორციელდა.
ავარიული შენობის ნაცვლად, მისამართზე თანამედროვე სტანდარტების 8-სართულიანი კორპუსი აშენდა. სამუშაოები ორი წელი გაგრძელდა, პროექტის საერთო ღირებულება კი 6,700,000 ლარია.
პროგრამაში მონაწილე 18 ოჯახს ბინების გასაღები დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ და „თბილისის განვითარების ფონდის“ ხელმძღვანელმა, თამაზ ალიბეგაშვილმა გადასცეს.
„ორწლიანი მოლოდინის შემდეგ აღნიშნულ მისამართზე მცხოვრები ოჯახები უბრუნდებიან საკუთარ კერას უკვე დასრულებულ, ახალაშენებულ კორპუსში, სრულად გარემონტებულ ბინებში. ავარიული სახლის ჩანაცვლება ადამიანებს საკუთარი უბნის, საცხოვრებელი გარემოს და ცხოვრების ჩვეული რიტმის შენარჩუნების შესაძლებლობას აძლევს. მადლობა კონტრაქტორ კომპანია „ბიქეი ქონსთრაქშენს“, რომელმაც სამუშაოები კეთილსინდისიერად და დროულად შეასრულა“, — განაცხადა კახა კალაძემ.