მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7187.5
-0.0017
flag
AZN 1.5237
0.0001
flag
CNY 38.933
0.0033
flag
EUR 2.8406
-0.0038
flag
GBP 3.4016
0.0034
flag
KZT 56.47
-0.0009
flag
TRY 0.051
-0.0001
flag
USD 2.5911
-0.0006
news banner

„ძალა ერთობაშია“: საზაფხულო ბანაკი საოკუპაციო ზოლთან მცხოვრები ბავშვებისთვის და უკრაინელ მებრძოლთა შვილებისთვის

news image
mbc image

ბავშვების ადგილი ომში არ არის, არც საოკუპაციო ხაზთან, ისინი შიშში არ უნდა იღვიძებდნენ და დაუვიწყარი თავგადასავლების ძებნისას იმაზე არ უნდა უწევდეთ ფიქრი, რამდენად მიუახლოვდნენ საშიშ ზონას, რომლისაგან მშობლები თავის შორს დაჭერას სთხოვდნენ.

 

„ჩვენ არ შეგვიძლია შევცვალოთ მათი წარსული, მაგრამ შეგვიძლია შევცვალოთ მათი მომავალი“ - ამ სლოგანით გაერთიანდნენ კომპანია „კოკა-კოლა ბოთლერს ჯორჯია“ და ქართული სამოქალაქო საზოგადოება, რათა სულ მცირე 108 ბავშვის ცხოვრება მაინც შეცვალონ უკეთესობისკენ.

 

2021 – 22 წლებში ბანაკში ათამდე ნაკადის მიღება მოხდა, მათ შორის იყვნენ საოკუპაციო ზოლთანმდებარე სოფლებში მცხოვრები და უკრაინაში რუსეთის ტერორისტული აგრესიის შედეგად მიმდინარე ომის გამო საქართველოში დევნილობაში მყოფი უკრანელი ბავშვები.

 

წელს საზაფხულო ბანაკი „ძალა ერთობაშია“ უკვე მესამედ  მასპინძლობს სტუმრებს.

აგვისტოში ბანაკს სტუმრობდნენ მოზარდები  საქართველოში საოკუპაციო ზოლის მიმდებარე სოფლებში მცხოვრები ოჯახებიდან.  ამჟამად ბანაკში იმყოფებიან უკრაინელ მებრძოლთა შვილები. მათი საქართველოში ჩამოსვლა საქართველოში უკრაინის საელჩოს მიერაა ორგანიზებული. მონაწილეთა ასაკი -  12-15 წელი.  თითო ჯგუფში 12 მათგანია გაერთიანებული, 6 ბიჭი და 6 გოგო. 

 

ბანაკის  აქტივობები მოიცავს როგორც შემეცნებით, გასართობ საექსკურსიო, ასევე სპორტულ და გამაჯანსაღებელ აქტივობებს: ჯომარდობა, ლაშქრობა, კარვების ქალაქის მოწყობა, ექსკურსიები რაბათის ციხესა და  ვარძიაში, საბანაკე თამაშობები, ხელვნურ კედელზე ცოცვა, მშვილდოსნობა, ზიპლაინი, მხატრვული კიტხვა, ხატვა და ა.შ.

ბანაკის ადგილმდებარეობა არის ბორჯომის ხეობაში, მთაში, მდინარის პირას, საკურორტო ზონაში. საბანაკე ტერიტორია - ბორჯომის ხეობა, სოფელი ჩითახევი, ბანაკი „ჯომარდია“. განმახორციელებელი - კომპანია: რაფტინგ.ჯი“.

 

ბანაკის ჩამოყალიბების იდეა გაჩნდა 2021 წელს. სამოქალაქო აქტივისტების და კოკა- კოლა ბოთლერს ჯორჯიას ერთობლივი მუშაობის შედეგად იმავე წელს განხორციელა პირველი ნაკადების მირება.

 

გასულ წლებში ჩატარებული აქტივობით კმაყოფილი ბენეფიციარების რეაქციამ და დადებითმა გამოხმაურებამ დაამტკიცა, რომ განხორციელებულმა იდეამ ნაყოფიერად იმუშავა.

 

 

საზაფხულო ბანაკის დამფუძნებელები არიან:

ეგორ კუროპტევი, სოფიო ჭყონია & დავით ქაცარავა.

გენერალური პარტნიორი: კოკა–კოლა ბოთლერს ჯორჯია.

 

 

 

banner image news banner
ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ბიზნესი
image ჩვენთვის მნიშვნელოვანია ისეთ პროექტებში მონაწილეობა, რომლებიც ქალაქის უსაფრთხო განვითარებას უწყობს ხელს - „თეთრმა კვადრატმა“ და „ბიქეი ქონსთრაქშენმა“ სამუშაოები ხარისხიანად და დათქმულ ვადებში დაასრულეს, რათა 18 ოჯახი საკუთარ მისამართზე, უსაფრთხო და თანამედროვე გარემოში დაბრუნებულიყო | ბაკურ ბერეკაშვილი

27.11.2026.23:16

თბილისში, საბურთალოზე, გამრეკელის ქუჩის I შესახვევის N6-ში, ახალი მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობა დასრულდა. 

პროექტი BK Holding-ში შემავალი კომპანიების - „თეთრი კვადრატის“ და „ბიქეი ქონსთრაქშენის“ მონაწილეობით, თბილისის მერიის „ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამის“ ფარგლებში განხორციელდა.

ავარიული შენობის ნაცვლად, მისამართზე თანამედროვე სტანდარტების 8-სართულიანი კორპუსი აშენდა. სამუშაოები ორი წელი გაგრძელდა, პროექტის საერთო ღირებულება კი 6,700,000 ლარია.

პროგრამაში მონაწილე 18 ოჯახს ბინების გასაღები დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ და „თბილისის განვითარების ფონდის“ ხელმძღვანელმა, თამაზ ალიბეგაშვილმა გადასცეს.

„ორწლიანი მოლოდინის შემდეგ აღნიშნულ მისამართზე მცხოვრები ოჯახები უბრუნდებიან საკუთარ კერას უკვე დასრულებულ, ახალაშენებულ კორპუსში, სრულად გარემონტებულ ბინებში. ავარიული სახლის ჩანაცვლება ადამიანებს საკუთარი უბნის, საცხოვრებელი გარემოს და ცხოვრების ჩვეული რიტმის შენარჩუნების შესაძლებლობას აძლევს. მადლობა კონტრაქტორ კომპანია „ბიქეი ქონსთრაქშენს“, რომელმაც სამუშაოები კეთილსინდისიერად და დროულად შეასრულა“, — განაცხადა კახა კალაძემ.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა