მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVInsder პოდკასტი
BIG Footballყველა ვიდეოყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7248.6
-0.0068
flag
AZN 1.5702
-0.0009
flag
CNY 39.444
0.0054
flag
EUR 3.1079
0.0076
flag
GBP 3.5803
0.0041
flag
KZT 54.79
-0.0038
flag
TRY 0.0582
0
flag
USD 2.6693
-0.0015
news banner

ძალიან მნიშვნელოვანია ენერგეტიკის სექტორში კერძო პროექტების ხელშეწყობა, რაც დაგეგმილი აქვს სამინისტროს, ჩვენ წყალუხვი ქვეყანა ვართ და ეს რესურსი მაქსიმალურად უნდა გამოვიყენოთ - „პარვუს ჯგუფის” გენერალური დირექტორი

news image
mbc image

„ენერგეტიკის სექტორის განვითარების გრძელვადიანი გეგმები და 10-წლიანი სტრატეგია, რაზეც ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო ძალიან აქტიური მუშაობს და ასევე კერძო სექტორია ჩართული, საშუალებას მოგვცემს, რომ უფრო გრძელვადიანად შევხედოთ მიმდინარე პროექტებს და არსებულ გამოწვევებს შედარებით მარტივად, ერთიანად გავართვათ თავი“, - განაცხადა “პარვუს ჯგუფის” მმართველმა და გენერალური დირექტორმა სულხან ზუმბურიძემ. 
ეკონომიკური ფორუმის ფორმატში, რომელიც  ენერგეტიკის საკითხებს მიეძღვნა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი მარიამ ქვრივიშვილი კერძო სექტორს და ინვესტორებს შეხვდა. შეხვედრისას საუბარი წარიმართა ენერგეტიკის დარგის განვითარების ხედვასა და სტრატეგიაზე, ასევე მიმდინარე და დაგეგმილი რეფორმების და მსხვილი ენერგოპროექტების განვითარების შესახებ. 
სულხან ზუმბურიძის შეფასებით, მნიშვნელოვანია დიალოგი სახელმწიფო სექტორსა და ინვესტორებს  შორის. როგორც მან აღნიშნა, ეკონომიკის მინისტრის მხრიდან ძალიან კარგი ხედვები იქნა წარმოდგენილი, განსაკუთრებით ენერგეტიკის სექტორის განვითარების 10-წლიან სტრატეგიასთან დაკავშირებით. 
„ძალიან მნიშვნელოვანია კერძო პროექტების ხელშეწყობა, რაც დაგეგმილი აქვს სამინისტროს, განსაკუთრებით მცირე, საშუალო და დიდი ჰიდროსადგურების კუთხით. ჩვენ წყალუხვი ქვეყანა ვართ და ეს რესურსი მაქსიმალურად უნდა გამოვიყენოთ“, - აღნიშნა “პარვუს ჯგუფის” მმართველმა. 

რაც შეეხება მსხვილ პროექტებს, სულხან ზუმბურიძე ხაზს უსვამს, რომ დღესდღეობით ენერგეტიკული რესურსის დაახლოებით 40%-ზე მეტი ქვეყნის გარედან შემოდის, რაც ნიშნავს ამავდროულად ქვეყნიდან ფულის გადინებას. მისი თქმით, მნიშვნელოვანია, რომ ეს თანხები საქართველოში დარჩეს და ენერგეტიკის ადგილობრივი წარმოების ხელშეწყობით ქვეყანას თავად ჰქონდეს  ჭარბი ელექტროენერგიის საზღვარგარეთ გატანის შესაძლებლობა. 

„ეს უნდა მოხდეს ზუსტად ისეთი პროექტებით, რომელიც დღეს იყო განხილული - ეს არის წყალქვეშა კაბელი ევროპის მიმართულებით, რომელიც შეძლებს დაახლოებით 1000 მეგავატზე მეტი ელექტროენერგიის გატანას. მნიშვნელოვანია, რომ ძალიან დიდი განსხვავებაა საქართველოსა და ევროპას შორის ფასების თვალსაზრისით, დაახლოებით სამჯერ-ოთხჯერ უფრო ძვირია ელექტროენერგიის ფასი საზღვარგარეთ, ამ შემთხვევაში ევროპაში. ჭარბი ელექტროენერგიის გატანით საქართველოში ფული შემოედინება, რომელიც ისევ ადგილობრივი ეკონომიკის განვითარებას მოხმარდება“, - განაცხადა სულხან ზუმბურიძემ.

news banner
გვანცა მახარაძე ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ბიზნესი
image ლეილა მესხის ჩოგბურთის აკადემიისა და კოკა-კოლას თასი Leila Meskhi Tennis Academy Cup & Coca Cola

29.05.2026.20:51

საქართველოს ჩოგბურთის ფედერაციისა და კომპანია “კოკა-კოლა ბოთლერს ჯორჯიას” ორგანიზებით 30 მაისიდან - 7 ივნისის ჩათვლით, ლეილა მესხის ჩოგბურთის კორტებზე ევროპის ახალგაზრდული საერთაშორისო ტურნირი (TENNIS EUROPE JUNIOR TOUR U 14) - ლეილა მესხის ჩოგბურთის აკადემიისა და კოკა-კოლას თასი ( Leila Meskhi Tennis Academy & Coca-Cola Cup) გაიმართება.

კომპანია „კოკა-კოლა ბოთლერს ჯორჯია“ უკვე მრავალი წელია სპორტისა და არაერთი ახალგაზრდული ინიციატივის მხარდამჭერია. კომპანიისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ისეთი საერთაშორისო ტურნირების მხარდაჭერა, რომლებიც ახალგაზრდა სპორტსმენებს პროფესიული ზრდისა და საერთაშორისო გამოცდილების მიღების შესაძლებლობას აძლევს. მსგავსი შეჯიბრებები ხელს უწყობს როგორც ქართული სპორტის განვითარებას, ისე ქვეყნის პოპულარიზაციას საერთაშორისო სპორტულ სივრცეში. ვინაიდან „კოკა-კოლასთვის“ სპორტისა და ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაცია ერთ-ერთი მთავარი მისია და პასუხისმგებლობაა, კომპანია უკვე წლებია ლეილა მესხის ჩოგბურთის აკადემიისა და მისი ტურნირების მთავარი პარტნიორია.

საერთაშორისო ტურნირში 10-ზე მეტი ქვეყნის 130-მდე ჩოგბურთელი მიიღებს მონაწილეობას. შეჯიბრება 14 წლამდე გოგონებსა და ვაჟებში, როგორც ერთეულთა, ისე წყვილთა თანრიგში გაიმართება. საჩოგბურთო შეჯიბრებაში მონაწილე ქვეყნები არიან: საქართველო, უკრაინა, სომხეთი, აშშ, გერმანია, ისრაელი, ყაზახეთი, თურქეთი და აზერბაიჯანი.

საკვალიფიკაციო თამაშები 30 მაისს, ხოლო მთავარი ბადის თამაშები 1 ივნისიდან დაიწყება. ფინალური შეჯიბრება და დაჯილდოების ცერემონიალი კი 7 ივნისს გაიმართება.

ტურნირისთვის სპეციალურად მოწვეულია თეთრის სამკერდე ნიშნის მქონე საერთაშორისო მსაჯი, რომელიც ტურნირსა და ადგილობრივი ხაზის მსაჯებს უხელმძღვანელებს.

ლეილა მესხის ჩოგბურთის აკადემიისა და კოკა-კოლას თასის მიზანია: ჩოგბურთის განვითარების ხელშეწყობა, ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაცია, ახალგაზრდა ჩოგბურთელების ოსტატობის ამაღლება, ჩოგბურთელებისთვის საერთაშორისო ქულების მოპოვება და საქართველოში სპორტული ტურიზმის განვითარება.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა