ძირითადად გვსტუმრობენ არაბეთის ქვეყნებიდან, მაღალია ტურისტების აქტივობა გერმანიიდან და აშშ-დან - „კასტელო მარე“
ციხისძირში მდებარე მსხვილი ტურისტული ობიექტი „კასტელო მარე“ ზაფხულის სეზონზე მაქსიმალურადაა დატვირთული. ამის შესახებ Business Insider Georgia-ს სასტუმროს მმართველმა ზანდა მესხიძემ განუცხადა.
„მიმდინარე ტურისტულ სეზონზე სასტუმრო დატვირთულია. არის დღეები, როდესაც სასტუმროში არცერთი ოთახი არ არის თავისუფალი. აგვისტო 80-85%-იანი დატვირთულობით დაიხურება. გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით შემოსავლების მაჩვენებელიც საკმაოდ კარგია“, - ამბობს ზანდა მესხიძე.
რაც შეეხება ტურისტების ნაკადს, „კასტელო მარეს“ მმართველი ამბობს, რომ 60%-ზე მეტს ქართველი ტურისტები შეადგენენ.
„მაღალია აქტივობა არაბეთის ქვეყნებიდან, რადგან პირდაპირი ფრენები ხორციელდება ბათუმში. მესამე ადგილზეა დსთ-ს ქვეყნები, ევროპის ქვეყნებიდან ყველაზე მეტი ვიზიტორი ჩამოვიდა გერმანიიდან, ასევე ტურისტების აქტივობა მაღალია აშშ-დან“, - ამბობს ზანდა მესხიძე.
ორი პერსონის განთავსების ღირებულება სტანდარტულ ოთახში კორპუს „დიანაში“ 480 ლარია საუზმით, ხოლო 3-ჯერადი კვებით 610 ლარი.
ცნობისთვის, სასტუმრო „კასტელო მარე“ 5 ვარსკვლავიანი, უმაღლესი კლასის სასტუმროა, რომელიც ციხისძირში სანაპიროს პირველ ზოლში მდებარეობს. სასტუმრო 2016 წელს გაიხსნა, რომლის კომპლექსშია სამი კორპუსი (ვიქტორია, დიანა და ალბა) და ვილა აფროდიტე, რომელიც 100 ზე მეტ ოთახს და 250 სტუმარს იტევს.
სხვა სიახლეები
ჩვენთვის მნიშვნელოვანია ისეთ პროექტებში მონაწილეობა, რომლებიც ქალაქის უსაფრთხო განვითარებას უწყობს ხელს - „თეთრმა კვადრატმა“ და „ბიქეი ქონსთრაქშენმა“ სამუშაოები ხარისხიანად და დათქმულ ვადებში დაასრულეს, რათა 18 ოჯახი საკუთარ მისამართზე, უსაფრთხო და თანამედროვე გარემოში დაბრუნებულიყო | ბაკურ ბერეკაშვილი
27.11.2026.23:16
თბილისში, საბურთალოზე, გამრეკელის ქუჩის I შესახვევის N6-ში, ახალი მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობა დასრულდა.
პროექტი BK Holding-ში შემავალი კომპანიების - „თეთრი კვადრატის“ და „ბიქეი ქონსთრაქშენის“ მონაწილეობით, თბილისის მერიის „ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამის“ ფარგლებში განხორციელდა.
ავარიული შენობის ნაცვლად, მისამართზე თანამედროვე სტანდარტების 8-სართულიანი კორპუსი აშენდა. სამუშაოები ორი წელი გაგრძელდა, პროექტის საერთო ღირებულება კი 6,700,000 ლარია.
პროგრამაში მონაწილე 18 ოჯახს ბინების გასაღები დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ და „თბილისის განვითარების ფონდის“ ხელმძღვანელმა, თამაზ ალიბეგაშვილმა გადასცეს.
„ორწლიანი მოლოდინის შემდეგ აღნიშნულ მისამართზე მცხოვრები ოჯახები უბრუნდებიან საკუთარ კერას უკვე დასრულებულ, ახალაშენებულ კორპუსში, სრულად გარემონტებულ ბინებში. ავარიული სახლის ჩანაცვლება ადამიანებს საკუთარი უბნის, საცხოვრებელი გარემოს და ცხოვრების ჩვეული რიტმის შენარჩუნების შესაძლებლობას აძლევს. მადლობა კონტრაქტორ კომპანია „ბიქეი ქონსთრაქშენს“, რომელმაც სამუშაოები კეთილსინდისიერად და დროულად შეასრულა“, — განაცხადა კახა კალაძემ.