ძირითადი აქცენტი საქართველოზე გვაქვს, მაგრამ ჯერ-ჯერობით ინტერესს ვერ ვხედავთ - Missiya
Missiya-ს წარმომადგენელი ნოდარ ხიდიშელი Business Insider Georgia-თან ამბობს რომ ამ დროისთვის კომპანია დრონების ორ ახალ მოდელზე მუშაობს, თუმცა ადგილობრივ ბაზარზე მათ პროდუქციაზე ინტერესი დაბალია.
„როდესაც მოდელს ვამზადებთ გადის ტესტირებებს. ამ პროცესში შესაძლოა მოდელი შეიცალოს და განვითარდეს. ორი ახალი მოდელის შექმნა დაახლოებით 80%-ით დასრულებულია.
სამწუხაროდ, ადგილობრივმა ბაზარმა იმედები გაგვიცრუა. წელიწადში სამჯერ მივმართავთ სხვადასხვა ორგანიზაციებსა და უწყებებს, წარვადგინეთ სხვადასხვა მოდელები, მაგრამ დაინტერესება არ არის. უცხოეთის ბაზარზე უფრო მეტი ინტერესია და სამუშაო ვიდრე საქართველოს ბაზარზე“, - ამბობს ნოდარ ხიდაშელი.
Missiya-ს წარმომადგენელი Business Insider Georgia-თან ამბობს რომ 2023 წელს გაყიდული დრონების რაოდენობაზე ინფორმაცია კონფიდენციალურია. „შეკვეთების შესრულება ჩვენთვის რთული არ არის, ამისთვის ყველა პირობა გვაქვს. ძირითადი აქცენტი საქართველოზე გვაქვს, მაგრამ ჯერ-ჯერობით ინტერესს ვერ ვხედავთ“, - ამბობს ნოდარ ხიდიშელი .
საწარმოს თვეში 30-დან 50 დრონის წარმოება შეუძლია. ამ დროისათვის 25 ადამიანია დასაქმებული, თუმცა შეკვეთების ზრდის შემთხვევაში კომპანიის მენეჯმენტი მუშახელის რაოდენობის ზრდასაც გეგმავს.
missiya-ს მიერ წარმოებული დრონები ხელსაყრელი იქნება პოლიციის, სახანძროს, სამაშველოს, ჯანდაცვის, სამეურნეო სფეროს, მონიტორინგის მიმართულებით სამუშაოებისთვის.
საქართველოში დამზადებულმა დრონმა 2022 წელს, მონაწილეობა მიიღო ბრიტანეთის საერთაშორისო გამოფენაზე. მისი უნიკალურობიდან გამომდინარე, საფრენი აპარატით დაინტერესდა ბრიტანეთის ძალოვანი სტრუქტურა.
კომპანია missiya წელიწადზე მეტია ოპერორებს და ქართველ ინჟინრებს აერთიანებს. სისტემის კიდევ უფრო გაუმჯობესებისთვის, კომპანია აგრძელებს მუშაობას დეველოპერებთან.
სხვა სიახლეები
ჩვენთვის მნიშვნელოვანია ისეთ პროექტებში მონაწილეობა, რომლებიც ქალაქის უსაფრთხო განვითარებას უწყობს ხელს - „თეთრმა კვადრატმა“ და „ბიქეი ქონსთრაქშენმა“ სამუშაოები ხარისხიანად და დათქმულ ვადებში დაასრულეს, რათა 18 ოჯახი საკუთარ მისამართზე, უსაფრთხო და თანამედროვე გარემოში დაბრუნებულიყო | ბაკურ ბერეკაშვილი
27.11.2026.23:16
თბილისში, საბურთალოზე, გამრეკელის ქუჩის I შესახვევის N6-ში, ახალი მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობა დასრულდა.
პროექტი BK Holding-ში შემავალი კომპანიების - „თეთრი კვადრატის“ და „ბიქეი ქონსთრაქშენის“ მონაწილეობით, თბილისის მერიის „ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამის“ ფარგლებში განხორციელდა.
ავარიული შენობის ნაცვლად, მისამართზე თანამედროვე სტანდარტების 8-სართულიანი კორპუსი აშენდა. სამუშაოები ორი წელი გაგრძელდა, პროექტის საერთო ღირებულება კი 6,700,000 ლარია.
პროგრამაში მონაწილე 18 ოჯახს ბინების გასაღები დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ და „თბილისის განვითარების ფონდის“ ხელმძღვანელმა, თამაზ ალიბეგაშვილმა გადასცეს.
„ორწლიანი მოლოდინის შემდეგ აღნიშნულ მისამართზე მცხოვრები ოჯახები უბრუნდებიან საკუთარ კერას უკვე დასრულებულ, ახალაშენებულ კორპუსში, სრულად გარემონტებულ ბინებში. ავარიული სახლის ჩანაცვლება ადამიანებს საკუთარი უბნის, საცხოვრებელი გარემოს და ცხოვრების ჩვეული რიტმის შენარჩუნების შესაძლებლობას აძლევს. მადლობა კონტრაქტორ კომპანია „ბიქეი ქონსთრაქშენს“, რომელმაც სამუშაოები კეთილსინდისიერად და დროულად შეასრულა“, — განაცხადა კახა კალაძემ.