მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVInsder პოდკასტი
BIG Footballყველა ვიდეოყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7161
-0.0028
flag
AZN 1.5426
-0.0004
flag
CNY 38.849
-0.0005
flag
EUR 3.0264
0.0004
flag
GBP 3.5296
-0.0019
flag
KZT 56.04
0.0019
flag
TRY 0.0551
0
flag
USD 2.6223
-0.0006
news banner

ძველისა და ახლის სინთეზი: სუხიშვილების ქორეოგრაფიული მემკვიდრეობა

news image
mbc image

საქართველოს ბანკი სუხიშვილების გენერალური სპონსორია.

უკვე 80 წელია, რაც ლეგენდარული სუხიშვილები მუდმივად ავითარებენ საკუთარ ხელწერას და არ თმობენ ლიდერობას. ფასდაუდებელ მემკვიდრეობასთან ერთად, ანსამბლი იქცა ბრენდად, რომელიც უყვართ და ოცნებობენ მათ წევრობაზე.

რამდენად გასაკვირიც არ უნდა იყოს, მსოფლიოს ყველაზე პრესტიჟული სცენების: მეტროპოლიტენ ოპერას, მედისონ სქუერ გარდენის, როიალ ალბერტ ჰოლის, კოლიზეუმის, ლა-სკალას დაპყრობის შემდეგაც კი, სუხიშვილებისთვის ყველაზე საპასუხისმგებლო მაინც ოპერისა და ბალეტის თეატრია. ეს არის სივრცე, სადაც მათ გამოსვლას ყველაზე კრიტიკული, ქართველი მაყურებელი შეაფასებს.

მთავარი სპონსორის, საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, ოპერისა და ბალეტის სცენაზე, სწორედ იმ პროგრამით წარდგნენ, რომლითაც კარნეგი ჰოლში ნამდვილი ტრიუმფი მოახდინეს.

რეპერტუარი ტრადიციისა და თანამედროვეობის უნიკალური სინთეზია, რომელიც მაყურებელს დროში ამოგზაურებს, აღაფრთოვანებს და აჩვენებს, თუ როგორი შრომით, სიყვარულითა და ინსპირაციითაა შექმნილი ქართული ნაციონალური ბალეტის ყოველი კომპოზიცია.

ამ ბლოგში მიმოვიხილავთ ცეკვებს, რომლებიც დროთა განმავლობაში საქართველოს სავიზიტო ბარათად იქცა. მათი შექმნა უმეტესად, სუხიშვილების დინასტიას, განსაკუთრებით კი ნინო რამიშვილსა და ილიკო სუხიშვილს უკავშირდება. წყვილს, რომელმაც საკუთარი ნოვატორული ხედვითა და შეუპოვარი შრომით ქართული ფოლკლორი ახალ განზომილებაში გადაიყვანა.

“ზეკარი“ და “შეჯიბრი“

სუხიშვილების ახალი პროგრამის გახსნა ყოველთვის მნიშვნელოვანი და სიმბოლურია. საღამო იწყება “ზეკარით“ - ცეკვით, რომელმაც 2000 წელს სრულიად ახალი ქორეოგრაფია შემოიტანა და ნამდვილი გარდატეხა მოახდინა. „ზეკარი“ თითქოს მაყურებელს ძველსა და ახალს შორის ამოგზაურებს, ეპოქებს აერთიანებს და ემოციურად გვახსენებს ქართული ფოლკლორის სიმდიდრეს.

საღამო ტრადიციულად მთავრდება “შეჯიბრით“. ცეკვით, რომელიც ოსტატურად შესრულებული აკრობატული სანახაობაა. ეს არის ნინო რამიშვილისა და ილიკო სუხიშვილის გამოგონილი ცეკვა, რომელიც მანამდე არ არსებობდა და იდეალურად ასახავს ქართულ ხასიათს. მისი შესრულება საკმაოდ რთულია, რადგან მოცეკვავეებს მუხლზე დაცემა, ცერზე ტრიალი, სალტოების გაკეთება უწევთ.

ძველი რეპერტუარი - უცვლელი მემკვიდრეობა

სუხიშვილების დადგმებში ძველი პროგრამის ცეკვები განსაკუთრებულ ადგილს იკავებს. ისინი უცვლელად ინარჩუნებენ პირვანდელ ფორმას, რადგან სწორედ ამით ვლინდება ქართული ფოლკლორის ნამდვილობა და ხანგრძლივი კულტურული მემკვიდრეობა.

განსაკუთრებით აღსანიშნავია კლასიკური ნომრები: “ქართული“, “ილოური“ და “სამაია“. თითოეული მათგანი წარმოადგენს საუკუნოვანი ტრადიციების სინთეზს, რომელშიც ერთდროულად იგრძნობა მოცეკვავის, კომპოზიტორისა და ქორეოგრაფის შრომა.

ცეკვა ქართულზე საუბრისას, ნინო სუხიშვილი, ბებიის, ნინო რამიშვილის სიტყვებს იხსენებს: „ეს არის ცეკვა, რომელიც ვერანაირ განახლებასა და მოდერნიზაციას ვერ იტანს.“

თავად კი ასე აფასებს:

„ეს არის ქალისა და მამაკაცის დუეტური ცეკვა, სადაც ყველაფერია თავმოყრილი: ქართული ადათ წესები, კდემამოსილება, მამაკაცის რაინდული პატივისცემა, ღირსება. დღემდე ეს ცეკვა უცვლელია ჩვენს ანსამბლსა და პროგრამაში. ის არასდროს უნდა შესრულდეს დუდუკისა და დოლის ფრთხილი რიტმის გარეშე. ეს არის ცეკვა, რომლის შესრულებაც ყველას არ შეუძლია“ - აღნიშნავს ნინო სუხიშვილი.

თავის დროზე კრიტიკის ქარცეცხლი გამოიარა თეთრ ჩოხაში გამოწყობილი ნინო რამიშვილის “მთიულურმა“, რომელსაც დღეს “ილოურის“ სახელით ვიცნობთ. ცეკვაში ქალის ამოცნობა მაყურებელს ბოლომდე უჭირდა, ვინაიდან მისი მოძრაობის სიზუსტე, სინქრონი და ენერგია ტოლს არ უდებდა მამაკაც მეწყვილეს. დღეს “ილოურს” ორი წყვილი ცეკვავს, სახელი კი უფროსი ილიკო სუხიშვილის პატივსაცემად შეარქვეს. რადგან მის გამოგონილ ილეთებს ის ილიკოსეულს, ილოურს უწოდებდა.

“სამაის“ იდეა ნინოსა და ილიკოს ქართულმა ხუროთმოძღვრულმა ცეკვებმა და თამარ მეფის ხატმა შთააგონა. “სამაია“ დასისთვის სიმბოლურ, მონუმენტურ ცეკვას წარმოადგენს. ვირსალაძის სამოსი და თამარ მეფის გამომსახველი ელემენტები ქართულ სილამაზეს, სიმკაცრესა და ჰარმონიას წარმოაჩენს. ცეკვა ერთდროულად აერთიანებს ქორეოგრაფიულ ოსტატობას, ისტორიულ განზომილებასა და სუხიშვილების უნიკალურ ხელწერას.

მიუხედავად იმისა, რომ დღეს ცეკვავს ყველა, მისი ერთადერთი ავტორი ილიკო სუხიშვილია. თავდაპირველად, არაერთი დადგმა იყო, თუმცა ბოლო ვერსია ახალ თაობას აღარ შეუცვლია. თემატურად, ის ოთხი ნაწილისგან შედგება: მეომართა დაბანაკება, მტრის დაზვერვა, იერიში, გამარჯვება და ზეიმი.

ძველი თბილისის სურათები - ერთიანი კომპოზიცია

“ყარაჩოხელი“, “კინტოური“ და “დავლური“ სუხიშვილების ერთიანი კომპოზიციის ნაწილია, რომლებიც ძველი თბილისის მრავალფენოვან სურათს აჩვენებს.

თითოეული ცეკვა თავისებურად აყალიბებს ქალაქის ცხოვრების სხვადასხვა ასპექტს: „ყარაჩოხელი“ ასახავს ყოველდღიურ სამოქალაქო გარემოს, “კინტოური“ - მევაჭრეებს განასახიერებს, ხოლო “დავლური“ - დიდგვაროვნების მეჯლისებსა და ელეგანტურობას.

ეს სამი ცეკვა ერთმანეთს ერწყმის არა მხოლოდ თემატურად, არამედ მოძრაობითა და სცენური განლაგებით. “ყარაჩოხელის“ სიფრთხილე, “კინტოურის“ მანერები და “დავლურის“ დახვეწილობა ქმნის ერთ მთლიან სიუჟეტს, რომლითაც მაყურებელი ძველ ქალაქში მოგზაურობს.

გაერთიანებული კომპოზიცია გვთავაზობს არა მხოლოდ ვიზუალურ სანახაობას, არამედ ისტორიის, ტრადიციისა და ხელოვნების ერთგვარ სინთეზს, რომელიც ცოცხალ, ძველ თბილისში წარსულსა და თანამედროვეობას ერთმანეთთან აკავშირებს.

მთის ცეკვები - “სვანური“, და “ხანჯლური“

ნინო რამიშვილმა და ილიკო სუხიშვილმა თითოეული კუთხისათვის შექმნეს ცეკვები, სადაც მელოდია, სამოსი და ქორეოგრაფია სრული ჰარმონიით ერწყმის ერთმანეთს და მაყურებლის თვალწინ აცოცხლებს რეგიონის სულსა და ხასიათს. მათ რიგებში განსაკუთრებულად “სვანური”,ხანჯლური” და “ხევსურული”.

“სვანური“ ცეკვა სცენაზე გამოხატავს სვანების სიმტკიცეს და სიდინჯეს. უმეტესად ცერებზე სრულდება, რაც თავისთავად ართულებს ქორეოგრაფიულ ტექნიკას. და რატომ ცერებზე? იმიტომ, რომ ძველი ხალხი სვანეთში ნადირობდა, ხოლო გზების სივიწროვის გამო ხშირად ფეხისწვერებზე სიარულიც კი უწევდათ, რაც ტრანსფორმირდა და ცეკვის ნაბიჯებში აისახა. რაც შეეხება კოსტიუმს, თეთრი ახალუხი და სვანური ქუდი მთის მყინვარწვერის შთაგონებით არის შექმნილი, ხოლო ჩოხის ჩამჯდარი ელემენტები რეგიონის ხასიათს წარმოაჩენს.

“ხანჯლური“ ერთ-ერთი ყველაზე დინამიკური და ფიზიკურად დატვირთული ნომერია. მისი ძველი ვერსია ნაბდებით სრულდებოდა, ლირიკული ნაწილით იწყებოდა და შემდეგ ჩქარდებოდა. უსაფრთხოების მიზნით ახალი ვერსია ხანჯლების გარეშე სრულდება.. თუმცა, ცეკვის ენერგია მაყურებელს მთის ბრძოლებისა და თავგადასავლის განცდას უქმნის.

“ჯუთა“ და “ცდო“

“ცდო“ და “ჯუთა“ ქართული სახელებია, რომლებიც განსაკუთრებით იზიდავს უცხოელ მაყურებელს.

“ცდო“ მთიულურისა და ყაზბეგურის მოტივებზეა შექმნილი, რომელიც რიტმითა და ენერგიით გამოირჩევა. “ჯუთა“ ხევსურულის მოტივებზეა და მთაში მცხოვრები ქალის მტკიცე ხასიათს, შეუპოვრობასა და ტემპერამენტს წარმოაჩენს. ბარში მცხოვრები მოსახლეობისგან განსხვავებით, მთის ქალები მკაცრი, დამოუკიდებლები და ძლიერი ბუნების არიან, რაც სცენაზეც გამოკვეთილია.

უახლესი ცეკვები - “ნანილა” და “ჯარა”

უმცროსი ილიკო სუხიშვილის დადგმები, “ნანილა” და “ჯარა”, ახალი ინოვაციური რეპერტუარის ნაწილია.

“ნანილას” შექმნის იდეა წამოვიდა ძველი სვანური იავნანადან. ეს არის ოთხი ქალის მიერ შესრულებული სვანური, რომლებიც თითქოს ბავშვს არწევენ. კაბები ზარის ფორმისაა. ნინო სუხიშვილის თქმით, „ძველ იავნანაზე შექმნილი ნანილა ყველაზე მოდერნისტული ცეკვაა ახალ პროგრამაში.

“ჯარა” ტრიუმფის 80 წლისთვის, სპეციალურად “თაკარას” სცენისთვის შეიქმნა. მთიულური ცეკვა, რომელიც “ცდოს” დადგმას მიყვება, თუმცა რადიკალურად განსხვავებულია. სახელწოდება “ჯარა“ მთაში, კლდეებში ველური ფუტკრების ადგილს ნიშნავს. ცეკვა საოცრად თეატრალიზებულია, სცენოგრაფია გამორჩეულია და ტრადიციულობასთან ერთად ენერგიითა და ემოციითაც გამოირჩევა.

ბუნებრივია, ეს სია სუხიშვილების რეპერტუარის არასრული ჩამონათვალია. დინასტია კვლავ განაგრძობს ისტორიის წერას. ქმნის სრულიად ახალს ან ათანამედროვებს ძველს. თუმცა, ტრადიციულ ცეკვებს უცვლელი სახით ინარჩუნებენ. ყოველ ახალ წამოწყებაში, ბრენდად ქცეული ანსამბლის მთავარი მხარდამჭერი საქართველოს ბანკია.

საქართველოს ბანკი - სუხიშვილების გენერალური სპონსორი.

 

news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ბიზნესი
image საქართველოს ბანკის გზავნილების გათამაშების მეორე კვირის გამარჯვებულები გამოვლინდნენ

06.08.2026.17:25

საქართველოს ბანკის გზავნილების გათამაშება აქტიურად გრძელდება. კამპანიის ფარგლებში უკვე გამოვლინდნენ მეორე კვირის გამარჯვებულები, რომლებმაც 1, 000 ლარიანი პრიზები მიიღეს. გამარჯვებულებს შორის არიან როგორც საქართველოში მცხოვრები მომხმარებლები, ისე ემიგრანტები.

გზავნილის გათამაშება 20 ივლისიდან 20 სექტემბრის ჩათვლით მიმდინარეობს. კამპანიის ფარგლებში მომხმარებლებს შესაძლებლობა აქვთ, ყოველდღიურად 1,000 ლარი, ხოლო გათამაშების დასრულებისას სუპერპრიზი - 10,000 ლარი მოიგონ.

გათამაშებაში მონაწილეობა შეუძლია საქართველოს ბანკის ყველა სრულწლოვან მომხმარებელს, რომელიც საქართველოს მოქალაქეა, საქართველოს ბანკის თანამშრომლების გარდა. მონაწილეობისთვის საჭიროა, მომხმარებელმა მიღებული გზავნილი საქართველოს ბანკის მობილბანკის ან ინტერნეტბანკის საშუალებით გაანაღდოს. თითოეულ განაღდებულ 150 ლარზე გათამაშების ერთი ბილეთი ენიჭება, რაც მოგების შანსს ზრდის.

კამპანიაში მონაწილეობა ემიგრანტებსაც შეუძლიათ. ამისთვის საჭიროა, გზავნილი საკუთარ თავს გამოუგზავნონ, ხოლო თანხა საქართველოს ბანკის მობილბანკის ან ინტერნეტბანკის საშუალებით გაანაღდონ.

გზავნილის კამპანიის შესახებ ყველა საჭირო ინფორმაციას  გაეცანით ამ ბმულზე.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა