მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7187.5
-0.0017
flag
AZN 1.5237
0.0001
flag
CNY 38.933
0.0033
flag
EUR 2.8406
-0.0038
flag
GBP 3.4016
0.0034
flag
KZT 56.47
-0.0009
flag
TRY 0.051
-0.0001
flag
USD 2.5911
-0.0006
news banner

Eagle Hills-ის პროექტი განხორციელდება და ახლაც ხორციელდება მაქსიმალურად ქართული კომპანიების ჩართულობით - თორნიკე ზირაქიშვილი 

news image
mbc image

მომდევნო ეტაპზე, როცა პროექტი ოპერირების ფაზაში გადავა, მოიაზრება 8 000 ადამიანის დასაქმება, რაც, რა თქმა უნდა, კიდევ უფრო დიდი ეფექტია, - ამის შესახებ რადიო „სივრცის“ ეთერში, გადაცემაში Business Insider Georgia სტუმრობისას, Eagle Hills Georgia-ს სამეთვალყურეო საბჭოს წევრმა და სააგენტო „აწარმოე საქართველოში“-ს დირექტორის მოადგილემ, თორნიკე ზირაქიშვილმა განაცხადა Eagle Hills-ის პროექტის შესახებ.

მისი განმარტებით, Eagle Hills-ს საინვესტიციო პროექტები საქართველოში ქართული კომპანიების ჩართულობით განხორციელდება.

„ჩვენ არაერთხელ აღვნიშნეთ, რომ ეს პროექტი განხორციელდება და ახლაც ხორციელდება მაქსიმალურად ქართული კომპანიების ჩართულობით. რა თქმა უნდა, ეს არის მათთვის დამატებითი შემოსავალი. ეს პრინციპი იყო თავიდანვე კომპანიის მხრიდან გაჟღერებული - ჩვენი იდეა, მოსაზრება, პრინციპი არსებობს, სადაც შეგვიძლია მოვახერხოთ, რომ ქართული კომპანიები დასაქმდნენ. ყველა შემთხვევაში ჩვენი კონტრაქტორები იქნებიან ქართული კომპანიები. ჩვენ უკვე გვაქვს ამ მასალებზე ხედვა და ვიცით ზუსტად, რომ ეს არ არის მხოლოდ ნათქვამი - ეს არის რეალობა. მათ უკვე ჰყავთ 10-მდე კონტრაქტორი, რომლებიც სწორედ საქართველოში წარმოდგენილი კომპანიები არიან“, - აღნიშნა თორნიკე ზირაქიშვილმა.

banner image news banner
ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ბიზნესი
image ჩვენთვის მნიშვნელოვანია ისეთ პროექტებში მონაწილეობა, რომლებიც ქალაქის უსაფრთხო განვითარებას უწყობს ხელს - „თეთრმა კვადრატმა“ და „ბიქეი ქონსთრაქშენმა“ სამუშაოები ხარისხიანად და დათქმულ ვადებში დაასრულეს, რათა 18 ოჯახი საკუთარ მისამართზე, უსაფრთხო და თანამედროვე გარემოში დაბრუნებულიყო | ბაკურ ბერეკაშვილი

27.11.2026.23:16

თბილისში, საბურთალოზე, გამრეკელის ქუჩის I შესახვევის N6-ში, ახალი მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობა დასრულდა. 

პროექტი BK Holding-ში შემავალი კომპანიების - „თეთრი კვადრატის“ და „ბიქეი ქონსთრაქშენის“ მონაწილეობით, თბილისის მერიის „ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამის“ ფარგლებში განხორციელდა.

ავარიული შენობის ნაცვლად, მისამართზე თანამედროვე სტანდარტების 8-სართულიანი კორპუსი აშენდა. სამუშაოები ორი წელი გაგრძელდა, პროექტის საერთო ღირებულება კი 6,700,000 ლარია.

პროგრამაში მონაწილე 18 ოჯახს ბინების გასაღები დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ და „თბილისის განვითარების ფონდის“ ხელმძღვანელმა, თამაზ ალიბეგაშვილმა გადასცეს.

„ორწლიანი მოლოდინის შემდეგ აღნიშნულ მისამართზე მცხოვრები ოჯახები უბრუნდებიან საკუთარ კერას უკვე დასრულებულ, ახალაშენებულ კორპუსში, სრულად გარემონტებულ ბინებში. ავარიული სახლის ჩანაცვლება ადამიანებს საკუთარი უბნის, საცხოვრებელი გარემოს და ცხოვრების ჩვეული რიტმის შენარჩუნების შესაძლებლობას აძლევს. მადლობა კონტრაქტორ კომპანია „ბიქეი ქონსთრაქშენს“, რომელმაც სამუშაოები კეთილსინდისიერად და დროულად შეასრულა“, — განაცხადა კახა კალაძემ.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა