Eagle Hills-მა საქართველო უძრავი ქონების საერთაშორისო ინვესტორებისთვის საინვესტიციო სამიზნედ აქცია - ლევან ვეფხვაძე
საქართველოს ბიზნეს ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორი ლევან ვეფხვაძე მიიჩნევს, რომ უძრავი ქონების ბაზარზე უცხოელების აქტიურობით დაკავშირებული შიშები რეალურ ნიადაგს ნაკლებად ეფუძნება და ხშირად სპეკულაციურად გამოიყენება. მისი თქმით, ბოლო პერიოდში Eagle Hills-ის მიერ პირველადი გაყიდვის ფარგლებში გამოტანილი ობიექტების გაყიდვების დაახლოებით 60-65% ადგილობრივ მყიდველებზე მოდიოდა, რაც აჩვენებს, რომ ბაზარზე დომინანტი კვლავ შიდა მოთხოვნაა.
მიუხედავად იმისა, რომ ბაზარზე აქტიურობა და საერთაშორისო ინტერესის ზრდა ფიქსირდება, საზოგადოებაში კვლავ რჩება კითხვები და გარკვეული შიშები უცხოელების მხრიდან უძრავი ქონების შეძენასთან დაკავშირებით
ტელეკომპანია „მაესტროს“ ეთერში გადაცემა Business Insider Georgia-ში სტუმრობისას ლევან ვეფხვაძემ უძრავი ქონების ბაზარზე Eagle Hills-ის ფაქტორზეც ისაუბრა რომლის ჩართულობამ, საერთაშორისო ინვესტორებს შორის მნიშვნელოვნად გაზარდა საქართველოსადმი ინტერესი. ვეფხვაძის განცხადებით, სწორედ ამ კომპანიის მონაწილეობამ გახადა ქვეყნის საინვესტიციო პოტენციალის წარმოჩენა უფრო მარტივი.
„მოსახლეობის გარკვეულ ნაწილს მართლაც აქვს შიშები და მე ამ შიშებს პატივისცემით მოვეკიდები. თუმცა ცალკე საკითხია, ვინ და როგორ იყენებს ამ შიშებს. მეორე საკითხია ისიც, რომ ამ ადამიანებს უნდა ავუხსნათ რეალურად, როგორც ვნახეთ, გაყიდვების დაახლოებით 60–65% ადგილობრივ მყიდველებზე მოდიოდა. რაც არ უნდა შიშები არსებობდეს და თუნდაც კარები გავაღოთ და ვთქვათ - მოდით, იყიდეთ, - უძრავ ქონებას ასე მარტივად არავინ ყიდულობს.
ქართველსაც კი, როცა მეზობელ კორპუსში ბინის შეძენა სურს, გადაწყვეტილების მისაღებად დრო სჭირდება. ახლა წარმოიდგინეთ, უცხოელს ეუბნები - ჩამოდი ათას კილომეტრზე მეტი მანძილიდან და იყიდე უძრავი ქონება.
ამიტომ ეს შიშები გარკვეული თვალსაზრისით შეიძლება საფუძვლიანიც იყოს, თუმცა ფაქტია, რომ საქმე ასე მარტივად არ არის. არ არის საკმარისი ვიღაცამ კარი გააღოს და მყიდველები რიგში ჩადგნენ. შესაბამისად, ვერ შევაფასებდი, რომ ამ ტიპის შიშებს რეალობაში რაიმე სერიოზული, ნოყიერი ნიადაგი აქვს.
ბუნებრივია, ბაზარი მოთხოვნა-მიწოდების პრინციპით მოქმედებს. როდესაც არსებობს შიშები, ყოველთვის გამოჩნდება ვინმე, ვინც მათ გამძაფრებას ეცდება - ეს ძალიან მარტივია, ეკონომიკა ასე მუშაობს და ეს მოდელი ყველგან მოქმედებს.
რაც შეეხება Eagle Hills-ის ფაქტორს, სწორედ ეს იყო ერთ-ერთი მნიშვნელოვანი გარემოება, რომელმაც ინვესტორების მხრიდან საქართველოს მიმართ ინტერესი გააძლიერა.
Eagle Hills-მა შესძინა ის დატვირთვა, რომელიც შესაბამისად გამოიხატა უძრავი ქონების ფორუმზე 130-მდე ინვესტორის დასწრებაში. ბევრად ადვილი იყო მათთვის ახსნა რა ქვეყანაში მოდიან.
Eagle Hills-მა გარკვეული გაგებით საქართველო უძრავი ქონების მიმართულებით საინვესტიციო რუკაზე სერიოზულად დააფიქსირა კონკრეტული ინვესტორებისათვის, რაც მომავალში როგორც კომუნიკაციის გამარტივების, ისე დამატებითი ინვესტიციების მოზიდვის თვალსაზრისით განსაკუთრებით მნიშვნელოვანია“, - აღნიშნა ლევან ვეფხვაძემ.
სხვა სიახლეები
ექსპრეს ლომბარდის სტანდარტი: ნივთის შეფასება სერტიფიცირებული ექსპერტების მიერ
16.06.2026.19:19
„ექსპრეს ლომბარდში“ შეფასების მაღალი სტანდარტი ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია. სწორედ ამიტომ, კომპანიაში შეფასების პროცესს მხოლოდ სერტიფიცირებული ექსპერტ-შემფასებლები უძღვებიან, რაც მომხმარებლის ნივთის ზუსტ შეფასებასა და უსაფრთხოებას უზრუნველყოფს.
კომპანიის თითოეული ექსპერტი გადის რამდენიმეთვიან ინტენსიურ მომზადებას და სერტიფიცირებას. ისინი ეუფლებიან შეფასების თანამედროვე მეთოდებს, რაც ნივთის ზედაპირის დაზიანებას ან გადაქლიბვას გამორიცხავს.
როგორ ხდება შეფასება?
პროცესი იწყება ნივთის ავთენტურობისა და სინჯის დადგენით. ექსპერტი ამას თანამედროვე, არაინვაზიური ხელსაწყოებით აკეთებს, რის შემდეგაც ნაკეთობა მაღალი სიზუსტის ელექტრონულ სასწორზე იწონება. საბოლოო ღირებულება ამ ზუსტი მონაცემებისა და მიმდინარე საბაზრო ფასის გათვალისწინებით გამოითვლება.
ასეთი მიდგომა მომხმარებელს აძლევს გარანტიას, რომ მისი ნივთი შეფასების შემდეგ პირვანდელ, უცვლელ სახეს შეინარჩუნებს.
ექსპრეს ლომბარდის სერვისებით სარგებლობა მომხმარებლებს საქართველოს მასშტაბით, ყველა დიდ ქალაქსა და რაიონულ ცენტრში შეუძლიათ.
დამატებითი ინფორმაციისთვის: 032 2 39 39 39 | *3939