მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7187.5
-0.0017
flag
AZN 1.5237
0.0001
flag
CNY 38.933
0.0033
flag
EUR 2.8406
-0.0038
flag
GBP 3.4016
0.0034
flag
KZT 56.47
-0.0009
flag
TRY 0.051
-0.0001
flag
USD 2.5911
-0.0006
news banner

easyJet-ის საშუალებით ათასობით ევროპელ ტურისტს ექნება საშუალება ესტუმროს საქართველოს - გარი ბატლერი

news image
mbc image

,,ათასობით ევროპელ ტურისტს  საშუალება ექნება, ესტუმროს საქართველოს მომავალი წლის განმავლობაში, ჩვენს მომხმარებლებს ხელმისაწვდომ ფასებს შევთავაზებთ, – ამის შესახებ ავიაკომპანია easyJet-ის აეროპორტების განვითარების მენეჯერმა გარი ბატლერმა საქართველოში ფრენების დაწყებასთან დაკავშირებით განაცხადა. მან მადლობა easyJet-ის საქართველოში ოპერირების დაწყებასთან დაკავშირებით ყველა ჩართულ მხარეს გაწეული ერთობლივი ძალისხმევისთვის.

,,easyJet-ის მიერ საქართველოში ოპერირების დაწყება არის ყველა ჩართული მხარის ერთობლივი ძალისხმევის დადასტურება და მოხარული ვარ, რომ დღეს ევროპის სამი მიმართულებით პირდაპირი ფრენების დაწყების დადასტურება შემიძლია. გადაწყვეტილება წინა ღამეს ნამდვილად არ მიგვიღია. ჩვენ გარკვეული ძალისხმევის და სამუშაოების ჩატარება მოგვიხდა. საქართველოს იქნება 37-ე ქვეყანა, რომელიც ჩვენს ბაზას დაემატება და ამით გაფართოვდება ჩვენი ევროპული ქსელი.

ვიმედოვნებ, რომ მომეცემა საშუალება, რამდენიმე საათით ტურისტად ვიგრძნო თავი თქვენს ქალაქში და განვიცადო ის სტუმართმოყვარეობა, რომელზეც ამდენი მსმენია. ათასობით ევროპელ ტურისტს ექნება საშუალება, ესტუმროს საქართველოს მომავალი წლის განმავლობაში. ჩვენ არა მხოლოდ ჟენევას, ლონდონსა და მილანს შევთავაზებთ საქართველოსა და თბილისს, როგორც ახალ ტურისტულ ლოკაციას, არამედ თქვენს მოქალაქეებსაც მიეცემათ საშუალება, რომ ხელმისაწვდომ ფასად ესტუმრონ ჟენევას, ლონდონსა და მილანს,-‘’განაცხადა გარი ბატლერმა.

პირველი ავიარეისი ჟენევიდან თბილისის მიმართულებით 2025 წლის 31 მარტს შესრულდება. ამ მიმართულებაზე ავიაკომპანია კვირაში ორი სიხშირით იფრენს. პირველი აპრილიდან კი პირდაპირი ფრენები ლონდონისა მილანის მიმართულებით დაიწყება. ლუტონისა და მილანის მალპენსას აეროპორტებიდან ფრენები დაემატება

,,ჩვენ 186-ადგილიანი თვითმფრინავები შემოგვყავს საქართველოში. თბილისის მიმართულებით ავიაკომპანია „იზიჯეტის“ A320 neo ტიპის თვითმფრინავი იფრენს. ხელმისაწვდომ ფასებს შევთავაზებთ ჩვენს მომხმარებლებს. მაგალითად, 91 ევრო იქნება თბილისი-ლონდონი-თბილისის ფასი და მე ველოდები, რომ მომავალ წელს მოგვეცემა საშუალება, აღვნიშნოთ პირველი რეისის წარმატებით შესრულება“, – აღნიშნა გარი ბატლერმა.

banner image news banner
ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ბიზნესი
image ჩვენთვის მნიშვნელოვანია ისეთ პროექტებში მონაწილეობა, რომლებიც ქალაქის უსაფრთხო განვითარებას უწყობს ხელს - „თეთრმა კვადრატმა“ და „ბიქეი ქონსთრაქშენმა“ სამუშაოები ხარისხიანად და დათქმულ ვადებში დაასრულეს, რათა 18 ოჯახი საკუთარ მისამართზე, უსაფრთხო და თანამედროვე გარემოში დაბრუნებულიყო | ბაკურ ბერეკაშვილი

27.11.2026.23:16

თბილისში, საბურთალოზე, გამრეკელის ქუჩის I შესახვევის N6-ში, ახალი მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობა დასრულდა. 

პროექტი BK Holding-ში შემავალი კომპანიების - „თეთრი კვადრატის“ და „ბიქეი ქონსთრაქშენის“ მონაწილეობით, თბილისის მერიის „ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამის“ ფარგლებში განხორციელდა.

ავარიული შენობის ნაცვლად, მისამართზე თანამედროვე სტანდარტების 8-სართულიანი კორპუსი აშენდა. სამუშაოები ორი წელი გაგრძელდა, პროექტის საერთო ღირებულება კი 6,700,000 ლარია.

პროგრამაში მონაწილე 18 ოჯახს ბინების გასაღები დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ და „თბილისის განვითარების ფონდის“ ხელმძღვანელმა, თამაზ ალიბეგაშვილმა გადასცეს.

„ორწლიანი მოლოდინის შემდეგ აღნიშნულ მისამართზე მცხოვრები ოჯახები უბრუნდებიან საკუთარ კერას უკვე დასრულებულ, ახალაშენებულ კორპუსში, სრულად გარემონტებულ ბინებში. ავარიული სახლის ჩანაცვლება ადამიანებს საკუთარი უბნის, საცხოვრებელი გარემოს და ცხოვრების ჩვეული რიტმის შენარჩუნების შესაძლებლობას აძლევს. მადლობა კონტრაქტორ კომპანია „ბიქეი ქონსთრაქშენს“, რომელმაც სამუშაოები კეთილსინდისიერად და დროულად შეასრულა“, — განაცხადა კახა კალაძემ.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა