Edelweiss-ი თბილისსა და ციურიხს შორის სატვირთო გადაზიდვების დაწყებას განიხილავს
Business Insider Georgia-მ Edelweiss-თან ექსკლუზიური ინტერვიუ მოამზადა, რომლის ფარგლებშიც კომპანიამ საქართველოსთან თანამშრომლობა შეაფასა და 2026 წლის მოლოდინებზე ისაუბრა. როგორც ავიაკომპანიაში აცხადებენ, Edelweiss-ი თბილისსა და ციურიხს შორის სატვირთო გადაზიდვების დაწყებას განიხილავს.
„2026 წლის აპრილიდან ფრენების სიხშირის ზრდა მოგვცემს შესაძლებლობას, შევთავაზოთ უფრო მოქნილი განრიგი ბიზნეს მგზავრებსაც, რაც ხელს შეუწყობს შვეიცარიისა და საქართველოს ეკონომიკების დაახლოებას. ამასთან, ჩვენ ამჟამად ასევე ვაფასებთ თბილისის და ციურიხის შორის ჩვენს რეისებზე ტვირთების გადაზიდვის შესაძლებლობას, რაც კიდევ უფრო ფართო სავაჭრო შესაძლებლობებს გახსნის ორ ქვეყანას შორის.
Edelweiss-ი თბილისსა და ციურიხს შორის სატვირთო გადაზიდვების დაწყებას განიხილავს“, - აცხადებენ Edelweiss-ში.
სხვა სიახლეები
საქართველოს ბანკის 29-ე თანამედროვე ბიბლიოთეკა სოფელ ჭვანის საჯარო სკოლაში გაიხსნა
07.07.2026.15:08
ახალგაზრდებისთვის განათლების და აღმოჩენების შესაძლებლობების შესაქმნელად, საქართველოს ბანკი ინიციატივების განხორციელებას განაგრძობს.
სწორედ ამ მიზნით, საქართველოს ბანკი ქვეყნის მასშტაბით, სხვადასხვა რეგიონის სკოლებში თანამედროვე ბიბლიოთეკებს - იდეათეკებს ქმნის.
თანამედროვე ბიბლიოთეკები ახალგაზრდებს აძლევს შესაძლებლობას, ისარგებლონ 2000-მდე წიგნით, შემეცნებისთვის საჭირო თანამედროვე ინსტრუმენტებით - კომპიუტერებითა და პროექტორებით. ახალ სივრცეში მოსწავლეებს აქვთ შესაძლებლობა, აღმოაჩინონ STEM კუთხეც, სადაც გაეცნობიან მომავლის პროფესიების და STEM მეცნიერების საფუძვლებს.
საქართველოს ბანკის რიგით 29-ე იდეათეკა ქართული წიგნის ინსტიტუტთან და Monarch Hotel-თან თანამშრომლობით სოფელ ჭვანის საჯარო სკოლაში აშენდა.
ინფორმაციისთვის, დღეს, საქართველოს ბანკის იდეათეკები 11 რეგიონის 29 სკოლაში ფუნქციონირებს და 20 000-ზე მეტი მოსწავლისთვის ქმნის განათლების შესაძლებლობებს.
საქართველოს ბანკის მიერ განხორციელებული საგანმანათლებლო პროექტების შესახებ დეტალური ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ ვებგვერდს ganatleba.bog.ge