„ეიპიემ ტერმინალს ფოთის“ გენერალურ დირექტორად ქრისტიან როიდერი დაინიშნა
ქრისტიან როიდერი 2024 წლის 6 ივნისიდან შეცვლის ხულიან ფერნანდესს სს ,,კორპორაცია ფოთის საზღვაონავსადგურის“ (ეიპიემ ტერმინალს ფოთის) გენერალური დირექტორის თანამდებობაზე და გახდება „ეიპიემ ტერმინალსის“ ევროპის რეგიონის ხელმძღვანელი გუნდის წევრი.
ქრისტიანი მაერსკის ჯგუფს 2000 წელს შემოუერთდა როგორც მაერსკის საერთაშორისო გადაზიდვების საგანმანათლებლო პროგრამის (M.I.S.E.) სტაჟიორი, რის შემდეგაც 2003 წლიდან 2011 წლამდე კომპანიაში სხვადასხვა ქვეყნებში მუშაობდა. აღსანიშნავია, რომ 2008-2009 წლებში ქრისტიანი საქართველოში, Maersk Georgia-ს გენერალური დირექტორის თანამდებობას იკავებდა, შესაბამისად, ის შესანიშნავად იცნობს დაპატივს სცემს საქართველოს და ქართულ საზოგადოებას.
ქრისტიანს სატერმინალო ბიზნესის სიღრმისეული ცოდნა და გამოცდილება აქვს და ასევე კარგად იცნობს მომხმარებლების და დაინტერესებული მხარეების ფართო სპექტრს. ,,ჩვენს ინდუსტრიაში ქრისტიანსმდიდარი გამოცდილება აქვს. ფოთში მუშაობის დაწყებამდე, მას მაღალი რგოლის ლიდერულ პოზიციებზეარაერთ კომპანიასა და ქვეყანაში უმუშავია. მოუთმენლად ველით ქრისტიანის კვლავ შემოერთებას ჩვენსგუნდში, რაც უდავოდ ხელს შეუწყობს ჩვენს მიმდინარე წარმატებულ საქმიანობას“, - ამბობს იგორ ვან დენესსენი,
აფრიკა - ევროპის რეგიონის მმართველი დირექტორი.
,,ძალიან ბედნიერი ვარ. ათ წელზე მეტი ხნის შემდეგ დავბრუნდი საქართველოში, მართლაც, საოცარ დამომხიბლავ ქვეყანაში. ფოთის საზღვაო ნავსადგური უაღრესად მნიშვნელოვანია ქვეყნისა და რეგიონისთვის. მჯერა, რომ ჩემი კარიერის სხვადასხვა ეტაპზე დაგროვილი გამოცდილება მნიშვნელოვნად დამეხმარებაკომპანიის განვითარებაში“, - ამბობს ბატონი როიდერი. ,,ჩვენი კომპანიის გაფართოება, შუა დერეფნისგანვითარება, მომხმარებელთა კმაყოფილების გაზრდა, დაინტერესებულ მხარეებთან აქტიურითანამშრომლობა, ახალი ინვესტიციების მოზიდვა და კომპანიისა და ხალხის მდგრადი განვითარება, ჩემიდღის წესრიგის პრიორიტეტს წარმოადგენს“, - ამბობს ის.
ქრისტიანი გერმანიის მოქალაქეა, თუმცა მისი ცხოვრების მნიშვნელოვანი პერიოდი ქვეყნის ფარგლებსგარეთ მუშაობდა: გერმანიაში, საქართველოში, მოზამბიკსა და სამხრეთ აფრიკაში ისეთ პოზიციებზე, როგორებიცაა: Damco Mozambique-ის მენეჯერი და გარე სატრანსპორტო და ლოგისტიკური კომპანიებისგენერალური დირექტორი და კომერციული დირექტორი. 2020 წლიდან ქრისტიანი იკავებდა DP World Mozambique-ის აღმასრულებელი დირექტორის თანამდებობას.
სხვა სიახლეები
ჩვენთვის მნიშვნელოვანია ისეთ პროექტებში მონაწილეობა, რომლებიც ქალაქის უსაფრთხო განვითარებას უწყობს ხელს - „თეთრმა კვადრატმა“ და „ბიქეი ქონსთრაქშენმა“ სამუშაოები ხარისხიანად და დათქმულ ვადებში დაასრულეს, რათა 18 ოჯახი საკუთარ მისამართზე, უსაფრთხო და თანამედროვე გარემოში დაბრუნებულიყო | ბაკურ ბერეკაშვილი
27.11.2026.23:16
თბილისში, საბურთალოზე, გამრეკელის ქუჩის I შესახვევის N6-ში, ახალი მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობა დასრულდა.
პროექტი BK Holding-ში შემავალი კომპანიების - „თეთრი კვადრატის“ და „ბიქეი ქონსთრაქშენის“ მონაწილეობით, თბილისის მერიის „ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამის“ ფარგლებში განხორციელდა.
ავარიული შენობის ნაცვლად, მისამართზე თანამედროვე სტანდარტების 8-სართულიანი კორპუსი აშენდა. სამუშაოები ორი წელი გაგრძელდა, პროექტის საერთო ღირებულება კი 6,700,000 ლარია.
პროგრამაში მონაწილე 18 ოჯახს ბინების გასაღები დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ და „თბილისის განვითარების ფონდის“ ხელმძღვანელმა, თამაზ ალიბეგაშვილმა გადასცეს.
„ორწლიანი მოლოდინის შემდეგ აღნიშნულ მისამართზე მცხოვრები ოჯახები უბრუნდებიან საკუთარ კერას უკვე დასრულებულ, ახალაშენებულ კორპუსში, სრულად გარემონტებულ ბინებში. ავარიული სახლის ჩანაცვლება ადამიანებს საკუთარი უბნის, საცხოვრებელი გარემოს და ცხოვრების ჩვეული რიტმის შენარჩუნების შესაძლებლობას აძლევს. მადლობა კონტრაქტორ კომპანია „ბიქეი ქონსთრაქშენს“, რომელმაც სამუშაოები კეთილსინდისიერად და დროულად შეასრულა“, — განაცხადა კახა კალაძემ.