მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7175.2
0.0047
flag
AZN 1.5357
0.0019
flag
CNY 38.966
0.0023
flag
EUR 2.9933
-0.0008
flag
GBP 3.4896
0.0001
flag
KZT 58.37
0.0027
flag
TRY 0.0535
0.0001
flag
USD 2.6104
0.003
news banner

ეკატერინე გალდავამ Global Fintech Fest 2026-ში მიიღო მონაწილეობა

news image
mbc image

საქართველოს ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტმა ეკატერინე გალდავამ მუმბაიში გამართულ Global Fintech Fest 2026 (GFF)-ში მიიღო მონაწილეობა.

Global Fintech Fest ფინტექის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საერთაშორისო ღონისძიებაა, რომელიც თავს უყრის ფინანსური ტექნოლოგიების, საბანკო სექტორის, რეგულატორების, ინვესტორებისა და ტექნოლოგიური კომპანიების წარმომადგენლებს მთელი მსოფლიოდან.

ღონისძიების ფარგლებში ეკატერინე გალდავამ მომხსენებლის სტატუსით მონაწილეობა მიიღ პანელურ დისკუსიაში - „Building Trust in Cross-Border Payments“ (ტრანსსასაზღვრო გადახდებში ნდობის გაძლიერება). საუბარი შეეხო უსაფრთხო, სანდო და ეფექტიანი ტრანსსასაზღვრო გადახდების განვითარებას, მათ შორის, საგადახდო სისტემების ურთიერთთავსებადობას, გადახდების სისწრაფისა და გამჭვირვალობის გაუმჯობესებას. ასევე, სხვადასხვა იურისდიქციის საგადახდო ინფრასტრუქტურებს შორის კავშირების გაძლიერებას.

ეკატერინე გალდავამ მონაწილეებს საქართველოს გამოცდილება და საგადახდო ინფრასტრუქტურის მოდერნიზაციის მიმართულებით განხორციელებული და მიმდინარე რეფორმები გააცნო. ყურადღება გამახვილდა თანამედროვე RTGS სისტემის დანერგვაზე, ISO 20022 სტანდარტზე გადასვლაზე, მყისიერი გადახდების სისტემის განვითარებასა და საქართველოს საგადახდო ინფრასტრუქტურის საერთაშორისო სისტემებთან სამომავლო დაკავშირებისა და ურთიერთთავსებადობის შესაძლებლობებზე.

Global Fintech Fest-ში ასევე მონაწილეობდნენ ეროვნული ბანკის საგადახდო სისტემების დეპარტამენტის უფროსი ნატალია ჭყოიძე და მომხმარებელთა უფლებების დაცვის დეპარტამენტის უფროსის მოადგილე ნათია ჭყონია.

ღონისძიების ფარგლებში ეროვნული ბანკის წარმომადგენლებმა მაღალი დონის შეხვედრები გამართეს ინდოეთის სარეზერვო ბანკის (RBI), NPCI International Payments Limited-ის (NIPL) და ინდოეთის ერთ-ერთი წამყვანი ფინტექ კომპანიის - PhonePe-ის ხელმძღვანელ პირებთან. შეხვედრებზე განიხილეს საგადახდო სისტემების განვითარების აქტუალური საკითხები, სამომავლო თანამშრომლობისა და გამოცდილების გაზიარების შესაძლებლობები, მათ შორის, მყისიერი და ტრანსსასაზღვრო გადახდების, თანამედროვე საგადახდო ინფრასტრუქტურისა და ინოვაციური საგადახდო სერვისების განვითარების მიმართულებით.

banner image news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ბიზნესი
image გვანცა დარასელიას წერილი საკუთარ 19 წლის თავს - საქართველოს ბანკი განათლების მთავარი მხარდამჭერია

23.09.2026.13:36

საქართველოს ბანკი, კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის (CSR) ფარგლებში, საგანმანათლებლო და ინსპირაციული ინიციატივების განხორციელებას აგრძელებს. სწორედ ამ მიზნით შეიქმნა სერია, რომლის ფარგლებში წარმატებული ადამიანები საკუთარ 19 წლის თავს მიმართავენ და იმ გამოცდილებას გვიზიარებენ, რომელმაც მათ პროფესიულ და პირად განვითარებაში მნიშვნელოვანი როლი ითამაშა.

საკუთარ თავში დაეჭვებას რა უნდა?! მით უმეტეს, როცა 19 წლის ხარ. ამ დროს, ყველაზე მეტად გადაწყვეტილების მიღების ეშინიათ, ვაითუ, მომავალი არ იყოს ზუსტად ისეთი, როგორიც ჩაფიქრებულია.

სწორედ ამ დროს არის მნიშვნელოვანი სწორი ორიენტირის პოვნა, ამ ამბავში კი განათლება გადამწყვეტ როლს თამაშობს. საქართველოს ბანკისთვის განათლების ხელშეწყობა უმნიშვნელოვანესი ღირებულებაა. სხვადასხვა პროგრამით და შემეცნებითი სერიით ჩვენ გვერდში ვუდგავართ იმ ახალგაზრდებს, რომლებიც არ ჩერდებიან.

პროექტის ფარგლებში, სხვადასხვა სფეროს პროფესიონალები თავიანთ თავიანთ 19 წლის ვერსიებს უბრუნდებიან და დღევანდელი გადასახედიდან უზიარებენ გამოცდილებას, რომელიც ახალგაზრდებს მნიშვნელოვანი ნაბიჯების გადადგმაში დაეხმარება.

სერიაში ამჯერად ჟურნალისტისა და ტელეწამყვანის, გვანცა დარასელიას რჩევებს მოვუყარეთ თავი. მისი ისტორია და გამოცდილება კარგი მაგალითია მათთვის, ვისაც ეჭვები აწუხებთ, თუმცა წინ დიდი და საინტერესო გზა აქვთ გასავლელი.

გვანცას საკუთარი თავის 19 წლის ვერსიას პირველ რიგში საკუთარი შესაძლებლობების რწმენასა და დაფასებას ურჩევს.

შენ საკმარისად კარგი ხარ და თუ დამიჯერებ, უფრო მეტიც!

ჟურნალისტის თქმით, პროფესიული გზის დასაწყისში ხშირია ხოლმე ღელვა არჩეული პროფესიული მიმართულების შესახებ. შანსი რომ ჰქონდეს, გვანცა დაამშვიდებდა საკუთარ 19 წლის თავს და ურჩევდა, რომ ცოტათი მაინც დამტკბარიყო საკუთარი მიღწევებით.

19 წლის ასაკში უკვე ყველაზე მაგარ ტელევიზიაში მუშაობ, თან ყველაფერი წინაა! სწორი არჩევანი გააკეთე.

როცა საქმე მიზნების მიღწევასა და კარიერულ წინსვლას ეხება, გადამწყვეტია ისეთი უნარების გამომუშავება, რომლებიც ყოველდღიურობას უფრო პროდუქტიულს ხდის. გვანცას გამოცდილებით, ერთი მთავარი ჩვევა, რომელმაც მის ცხოვრებაში ბევრი რამ შეცვალა, დროის მართვასა და ორგანიზებულობას უკავშირდება.

ეს ჩვევა მარტივად ჟღერს, თუმცა დიდი ძალა აქვს, ჩამოწერე გეგმები და ნუ გადადებ საქმეებს.

გვანცას თქმით, უნივერსიტეტის წლები და მიღებული განათლება ის მთავარი საყრდენი იყო, რამაც საკუთარი არჩევანის სისწორე დაანახა.

სწავლის პროცესმა დამარწმუნა, რომ პროფესია სწორად ავირჩიე, სწავლამ მომცა ბიძგი მუდმივად ვიდგე განვითარების გზაზე.

ამიტომაც, სტუდენტებს იმაზე კარგს ვერაფერს ურჩევს, ვიდრე შემეცნება და პროფესიულად ჩამოყალიბებაა. სტუდენტობა ის პერიოდია, როცა შენი მთავარი და ერთადერთი საქმიანობა დარგის შესწავლა და უნარების განვითარებაა. გამოიყენე ეს დრო მაქსიმალურად, რადგან ის სავსეა უნიკალური შესაძლებლობებით.

სულ მალე იმაზე ბევრი პასუხისმგებლობა გექნება, ვიდრე წარმოგიდგენია. ამიტომ, არ გააცდინო ლექციები უმიზეზოდ, ინანებ!

წარმატებისკენ მიმავალ გზაზე მარცხი და დაბრკოლებები გარდაუვალია. თუმცა, მთავარია, მათზე როგორი რეაქცია გვექნება. გვანცა მიიჩნევს, რომ შეცდომა შრომის და მოქმედების თანმდევი პროცესია.

შეცდომას ის უშვებს, ვინც აკეთებს, მუშაობს, შრომობს. შეცდომის აღიარება განვითარებისთვის მნიშვნელოვანია.

საბოლოო ჯამში, 19 წელი ზუსტად ის დროა, როცა უნდა ეძიო, დაუშვა შეცდომები, არ გადადო საქმე და დაეყრდნო საკუთარ თავს. ამ მნიშვნელოვან და საინტერესო გზაზე კი საქართველოს ბანკი შენი უცვლელი მხარდამჭერია.

გაეცანი ჩვენს პროექტებს ganatleba.bog.ge-ზე და განათლების გზაზე არ გაჩერდე!

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა