სხვა სიახლეები
როგორია „გურმეს“ 2026 წლის პირველი ნახევრის შედეგები და რა გეგმები აქვს კომპანიას
24.08.2026.14:00
2026 წელი „გურმესთვის“ გაფართოების, მომსახურების ახალი ფორმატების დანერგვისა და კორპორაციული მიმართულების გაძლიერების წელია. ამის შესახებ Business Insider Georgia-ს კომპანიის მარკეტინგისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის ხელმძღვანელმა, ანი იაშვილმა, განუცხადა.
როგორ შეაფასებდით „გურმესთვის“ პირველ 6 თვეს - რა არის ის მთავარი შედეგები და მიღწევები, რომლებითაც ამ პერიოდს გამოარჩევდით?
2026 წლის პირველი ნახევარი „გურმესთვის“ აქტიური განვითარებისა და გაფართოების პერიოდი იყო. ამ დროის მთავარ მიღწევად ორ ახალ ფილიალს გამოვყოფდით - East Point-ში და აკაკი ბაქრაძის ქუჩაზე. შედეგად, „გურმე“ მომხმარებლისთვის კიდევ უფრო ხელმისაწვდომი გახდა და მნიშვნელოვნად გავაფართოეთ ჩვენი მომსახურების არეალი.
ამასთანავე, განვავითარეთ ღონისძიებების მომსახურების მიმართულებაც. ფურშეტთან ერთად მომხმარებლებს უკვე ვთავაზობთ სრულ სუფრის მომსახურებას, რაც მოიცავს მენიუს ინდივიდუალურად დაგეგმვას, კერძების მომზადებასა და მიწოდებას, სუფრის გაწყობას და ღონისძიების მიმდინარეობისას მომსახურებას.

პირველი ექვსი თვე ასევე გამოირჩეოდა კორპორაციული კვების მიმართულების გაძლიერებით, ახალი პარტნიორული ურთიერთობების ჩამოყალიბებითა და ბრენდის ცნობადობის ზრდით. განვითარებისა და გაფართოების პარალელურად, ჩვენთვის უცვლელ პრიორიტეტებად რჩება ხარისხი, სისუფთავე, სტაბილურობა და მომხმარებელზე ორიენტირებული მომსახურება.
რა იქნება თქვენი მთავარი ფოკუსი წლის დარჩენილ პერიოდში და რა მიმართულებებით ელოდებით ყველაზე მნიშვნელოვან პროგრესს?
წლის დარჩენილ პერიოდში ჩვენი მთავარი ფოკუსი იქნება არსებული მიმართულებების გაძლიერება და მომხმარებლისთვის კიდევ უფრო მრავალფეროვანი კვებითი გამოცდილების შექმნა.

განსაკუთრებულ ყურადღებას დავუთმობთ B2B მომსახურების განვითარებას - კომპანიებისთვის ყოველდღიური, ჯანსაღი და დაბალანსებული კვების მიწოდებას, ინდივიდუალური მენიუების დაგეგმვას, ასევე კაფეტერიებისა და კვების სივრცეების მოწყობასა და მართვას. პარალელურად, აქტიურად განვავითარებთ ფურშეტისა და ქეითერინგის მომსახურებას როგორც კორპორაციული, ისე კერძო ღონისძიებებისთვის.
ჩვენი მნიშვნელოვანი უპირატესობაა საკუთარი საწარმო, პროფესიონალი გუნდი და სურსათის უვნებლობის საერთაშორისო სტანდარტების დაცვა. სწორედ ამ რესურსებზე დაყრდნობით ველოდებით მნიშვნელოვან პროგრესს, როგორც მომსახურების მასშტაბის, ისე პარტნიორი კომპანიების რაოდენობის ზრდის მიმართულებით.

როგორი მოლოდინი გაქვთ 2026 წლის შედეგებთან დაკავშირებით და, თქვენი ხედვით, რა უნდა იყოს წლის მთავარი შედეგი კომპანიისთვის? ხომ არ გეგმავთ ახალი პროდუქტების ან მიმართულებების განვითარებას?
2026 წლისგან პოზიტიური და, ამავდროულად, რეალისტური მოლოდინები გვაქვს. ჩვენი მიზანი მხოლოდ რაოდენობრივი ზრდა არ არის - წლის მთავარ შედეგად მივიჩნევთ „გურმეს“, როგორც სტაბილური და სანდო კვების პარტნიორის პოზიციის კიდევ უფრო გამყარებას როგორც საცალო, ისე კორპორაციულ ბაზარზე.

ვგეგმავთ პროდუქციის ასორტიმენტის განახლებასა და ახალი მიმართულებების განვითარებას. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა ჯანსაღ და დაბალანსებულ კვებას, ნახევარფაბრიკატებსა და ყოველდღიური კორპორაციული კვების პროგრამებს. ასევე ვგეგმავთ სრულფასოვანი სეტ-მენიუების შექმნასა და განვითარებას, რათა მომხმარებლებს სხვადასხვა ტიპის ღონისძიებისა და ოჯახური შეკრებისთვის მზა, მრავალფეროვანი და ხარისხიანი სუფრის შეთავაზებები შევთავაზოთ.

ჩვენი ხედვაა, რომ „გურმე“ მომხმარებლისთვის იყოს არა მხოლოდ კაფე-საკონდიტრო, არამედ მრავალმხრივი კვების კომპანია, რომელსაც შეუძლია სრულად მართოს პროცესი - პროდუქტის წარმოებიდან და ინდივიდუალური მენიუს შედგენიდან მის დროულ მიწოდებასა და სრულფასოვან მომსახურებამდე. სწორედ ამ ხედვის რეალიზება უნდა გახდეს 2026 წლის ერთ-ერთი მთავარი შედეგი.