ეკატერინე სისაური, ახმეტაში, გაზსადენის რეაბილიტაციის დასკვნით ეტაპს გაეცნო
საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციის გენერალური დირექტორი ეკატერინე სისაური, ტექნიკურ საკითხებში კორპორაციის დირექტორთან, შალვა კიკნაველიძესთან ერთად, რუსთავი-თელავი-ჟინვალის (DN300) მაგისტრალური გაზსადენის 176-ე კილომეტრზე, მდინარე ხევგრძელის მიწისქვეშა გადასასვლელის მშენებლობის პროცესს გაეცნო.
გაზსადენის მეშვეობით თელავის, გურჯაანისა და ახმეტის მუნიციპალიტეტები მარაგდება. აღნიშნული მონაკვეთი ახალი მილსადენით ჩანაცვლდება, რადგან მოქმედი გაუმართავად მუშაობდა და მომხმარებლებს ბუნებრივი აირი შეფერხებით მიეწოდებოდათ.
განახლებული, 310 მეტრიანი მილი მდინარის კალაპოტში განთავსდება, რათა მაქსიმალურად იქნას დაცული უსაფრთხოება - თავიდან იქნას არიდებული მდინარის მიერ მისი წარეცხვა და სამომავლო დაზიანება. ტექნიკური სამუშაოების დასრულების შემდეგ, სისტემაში ჩასართავად და ოპერირებისათვის, მილსადენი საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიას გადაეცემა.
სამუშაოებს, საკუთარი რესურსებით, ნავთობისა და გაზის კორპორაცია ასრულებს.
სხვა სიახლეები
ჩვენთვის მნიშვნელოვანია ისეთ პროექტებში მონაწილეობა, რომლებიც ქალაქის უსაფრთხო განვითარებას უწყობს ხელს - „თეთრმა კვადრატმა“ და „ბიქეი ქონსთრაქშენმა“ სამუშაოები ხარისხიანად და დათქმულ ვადებში დაასრულეს, რათა 18 ოჯახი საკუთარ მისამართზე, უსაფრთხო და თანამედროვე გარემოში დაბრუნებულიყო | ბაკურ ბერეკაშვილი
27.11.2026.23:16
თბილისში, საბურთალოზე, გამრეკელის ქუჩის I შესახვევის N6-ში, ახალი მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობა დასრულდა.
პროექტი BK Holding-ში შემავალი კომპანიების - „თეთრი კვადრატის“ და „ბიქეი ქონსთრაქშენის“ მონაწილეობით, თბილისის მერიის „ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამის“ ფარგლებში განხორციელდა.
ავარიული შენობის ნაცვლად, მისამართზე თანამედროვე სტანდარტების 8-სართულიანი კორპუსი აშენდა. სამუშაოები ორი წელი გაგრძელდა, პროექტის საერთო ღირებულება კი 6,700,000 ლარია.
პროგრამაში მონაწილე 18 ოჯახს ბინების გასაღები დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ და „თბილისის განვითარების ფონდის“ ხელმძღვანელმა, თამაზ ალიბეგაშვილმა გადასცეს.
„ორწლიანი მოლოდინის შემდეგ აღნიშნულ მისამართზე მცხოვრები ოჯახები უბრუნდებიან საკუთარ კერას უკვე დასრულებულ, ახალაშენებულ კორპუსში, სრულად გარემონტებულ ბინებში. ავარიული სახლის ჩანაცვლება ადამიანებს საკუთარი უბნის, საცხოვრებელი გარემოს და ცხოვრების ჩვეული რიტმის შენარჩუნების შესაძლებლობას აძლევს. მადლობა კონტრაქტორ კომპანია „ბიქეი ქონსთრაქშენს“, რომელმაც სამუშაოები კეთილსინდისიერად და დროულად შეასრულა“, — განაცხადა კახა კალაძემ.