მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7173.6
-0.0092
flag
AZN 1.5271
-0.0006
flag
CNY 38.937
0.0002
flag
EUR 2.8943
-0.0139
flag
GBP 3.4571
-0.0094
flag
KZT 56.8
-0.0056
flag
TRY 0.0521
-0.0001
flag
USD 2.596
-0.0006
news banner

„ეკლიპსე“ წარმოების ტექნოლოგიებს ავითარებს და ექსპორტის გაფართოებას გეგმავს

news image
mbc image

„მეღვინეობა ეკლიპსე“ თანამედროვე ქართული მეღვინეობაა კახეთის რეგიონიდან, რომელიცბაზარზე 2020 წლიდან ოპერირებს. მეღვინეობა წარმოების ტექნოლოგიებს ავითარებს, ახალღვინოებს ქმნის და ადგილობრივ ბაზარზე პოზიციების გაძლიერებასთან ერთად საექსპორტოშესაძლებლობების ათვისებასაც გეგმავს. მეტი ინფორმაციისთვის,  Business Insider Georgia „ეკლიპსეს“ დამფუძნებელს დავით ხმელიძეს ესაუბრა.

როგორ მიმდინარეობს რთველი „ეკლიპსეში“ წელს, როგორია ყურძნის მოსავლის ხარისხი და რა მოლოდინები გაქვთ წლევანდელ მოსავალთან დაკავშირებით? 

მიუხედავად რთული კლიმატური პირობებისა, 2026 წლის რთველი მეღვინეობა ეკლიპსესთვის წარმატებული აღმოჩნდა. ვენახების თანმიმდევრულმა და სწორად დაგეგმილმა მოვლამ, განსაკუთრებით კი დროულმა გასხვლამ, მნიშვნელოვანი როლი შეასრულა ყურძნის ხარისხის შენარჩუნებაში მთელი სეზონის განმავლობაში. 

თავდაპირველად 175 ტონა ყურძნის გადამუშავებას ვგეგმავდით, საბოლოოდ კი 143 ტონა გადავამუშავეთ. მიუხედავად იმისა, რომ მოსავლის მოცულობა დაგეგმილზე ნაკლები აღმოჩნდა, მიღებული შედეგებით კმაყოფილები ვართ და 2026 წლის მოსავლის პოტენციალს ოპტიმისტურად ვაფასებთ. 

მეღვინეობა ეკლიპსეში მთავარი პრიორიტეტი ყოველთვის ხარისხია, წლევანდელმა რთველმა კი კიდევ ერთხელ განამტკიცა ჩვენი ერთგულება ამ პრინციპის მიმართ.

როგორ აისახება წლევანდელი მოსავალი ღვინის წარმოებაზე, რა მოცულობის წარმოებას გეგმავთ და ხომ არ იგეგმება ასორტიმენტის დამატება ან ახალი ღვინოების გამოშვება? 

2026 წელი მეღვინეობა ეკლიპსესთვის წინსვლისა და საინტერესო ექსპერიმენტების წელი იყო. 

წელს ჩვენი მეღვინეობის ტექნოლოგიებს ცნობილი ფრანგული მწარმოებლის, Nomblot-ის რვა ბეტონის ჭურჭელი შევმატეთ - ოთხი ოვალური ფორმის და ოთხი კუბის ფორმის. ამ ეტაპზე აღნიშნულ ჭურჭელში შარდონესა და საფერავის დაძველების პროცესი მიმდინარეობს და განსაკუთრებული ინტერესით ვაკვირდებით, თუ როგორ აისახება ეს ტექნოლოგია ღვინის ხასიათზე, სტრუქტურასა და კომპლექსურობაზე. 

წლის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი მოვლენა სუპერ კახეთის ღვინის ჩამოსხმა იყო - ეს გახლავთ მეღვინეობა ეკლიპსეს გამორჩეული ღვინის სახეობა, რომელიც ბორდოს კლასიკური ჯიშებისა და საქართველოს ერთ-ერთი წამყვანი ადგილობრივი ჯიშის, საფერავის, კუპაჟს წარმოადგენს. 2026 წელს ოფიციალურად დავარეგისტრირეთ სუპერ კახეთის ღვინის სავაჭრო ნიშანი. მიღებული შედეგით განსაკუთრებით კმაყოფილები ვართ და ამ ღვინოსთან დაკავშირებით დიდი მოლოდინები გვაქვს. ჩვენი ხედვით, აღნიშნულ ღვინოს აქვს ყველანაირი წინაპირობა, რომ სამომავლოდ მეღვინეობა ეკლიპსეს ერთ-ერთ გამორჩეულ ღვინოდ იქცეს. 

ორივე პროექტი ზუსტად ასახავს ჩვენს ფილოსოფიას - ქართული მეღვინეობის ტრადიციების შერწყმას ინოვაციებთან და ღვინის წარმოების თანამედროვე მიდგომებთან. 

როგორია „ეკლიპსეს“ გეგმები 2026 წლის დარჩენილი პერიოდისთვის, როგორც ადგილობრივ ბაზარზე პოზიციების გაძლიერების, ისე ექსპორტისა და ღვინის ტურიზმის მიმართულებით?

2026 წლის დარჩენილი პერიოდისთვის ჩვენი მთავარი პრიორიტეტია ქართულ ბაზარზე მეღვინეობა ეკლიპსეს პოზიციების კიდევ უფრო გაძლიერება და საერთაშორისო განვითარების კუთხით არსებული ახალი შესაძლებლობების ათვისება. ამ მიმართულებით ვგეგმავთ ადგილობრივი სადისტრიბუციო ქსელის გაფართოებას და აქტიურად განვიხილავთ ახალ საექსპორტო ბაზრებს, განსაკუთრებით ჩინეთსა და სამხრეთ კორეას. ჩვენი გრძელვადიანი მიზანია, საკუთარი წვლილი შევიტანოთ ქართული ღვინის საერთაშორისო ცნობადობის ზრდაში და მომხმარებლებს უკეთ გავაცნოთ ქართული ღვინის ხარისხი, მრავალფეროვნება და უნიკალური ხასიათი. 

ღვინის ტურიზმი ჩვენი განვითარების სტრატეგიის ერთ-ერთ მნიშვნელოვან მიმართულებად რჩება. მეღვინეობა სტუმრებს სთავაზობს კომფორტულ განთავსებას ჩვენს ბუტიკ სასტუმროში და სპეციალურად მოწყობილ სადეგუსტაციო სივრცეს, სადაც სტუმრებს შესაძლებლობა აქვთ, ადგილზე გაეცნონ ჩვენს ღვინოებს და გამოსცადონ ქართული სტუმართმოყვარეობა კახეთის შუაგულში. 

გვჯერა, რომ სტუმრებისთვის ჩვენი ღვინის სახეობების, ტრადიციებისა და მეღვინეობისადმი დამოკიდებულების გაზიარება ეკლიპსეს ბრენდთან გრძელვადიანი და ემოციური კავშირის შექმნის ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური გზაა. სწორედ ასეთი გამოცდილებები აძლევს მომხმარებელს შესაძლებლობას, მეღვინეობა ეკლიპსე აღიქვას არა მხოლოდ როგორც ღვინის ბრენდი, არამედ როგორც ისტორია, კულტურა და გამოცდილება. 

banner image news banner
ანი ლიპარტელიანი ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე

სხვა სიახლეები

ბიზნესი
image „ეკლიპსე“ წარმოების ტექნოლოგიებს ავითარებს და ექსპორტის გაფართოებას გეგმავს

28.10.2026.12:00

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა