„ეკოფერმა“, რომელიც ქართულ ქსელურ მარკეტებს ხილითა და ბოსტნეულით ამარაგებდა, რითეილში თავად შევიდა და საკუთარი პირველი მარკეტი გახსნა
„ეკოფერმა“, რომელიც ქართულ ქსელურ მარკეტებს ხილითა და ბოსტნეულით ამარაგებდა, რითეილში თავად შევიდა და საკუთარი პირველი მარკეტი გახსნა.
„ეკოფერმას“ პირველი მარკეტი დიდ დიღომში უკვე ფუნქციონირებს. როგორც Business Insider Georgia-ს „ეკოფერმის“ დამფუძნებელმა დავით ჯანელიძემ განაცხადა, 2026 წლის ბოლომდე კომპანია თბილისში კიდევ 10 ფილიალით იქნება წარმოდგენილი.
„კომპანია აქამდე ხილ–ბოსტნეულის დისტრიბუციას ახდენდა, თუმცა ამიერიდან საკუთარი სავაჭრო ობიექტების ქსელის განვითარებას ვიწყებთ. პირველი მაღაზია სატესტოდ დიდ დიღომში გავხსენით, სადაც წარმოდგენილია ქართული, ადგილობრივი მწარმოებლების თუ ფერმერების პროდუქცია. ადგილზე გვაქვს ასევე უმაღლესი ხარისხის ხორც-პროდუქტები და რძის პრუდუქტები. ჩვენთან იყიდება ყველაფერი, რაც საჭიროა ოჯახში კერძების მოსამზადებლად.
ადგილზე ხდება ხორცპროდუქტების დამუშავებაც. მაღაზიაში წარმოდგენილია ასევე დაფასოებული ბოსტნეული და ხილი. “ – აცხადებს დავით ჯანელიძე.
„ეკოფერმის“ დამფუძნებლის თქმით, გეგმაშია, რომ 2026 წელს თბილისის მასშტაბით კიდევ 10 ობიექტი გაიხსნას.
გარდა საკუთარი მაღაზიების ქსელის განვითარებისა, კომპანია ასევე აქტიურად გააგრძელებს ქსელური მარკეტებისთვის ხილისა და ბოსტნეულის მიწოდებას.
საგულისხმოა, რომ დღეისათვის „ეკოფერმა“ თითქმის ყველა მსხვილ ქსელურ მარკეტთან თანამშრომლობს. დავით ჯანელიძის თქმით, „ეკოფერმა“ დღეისათვის აქტიურ კავშირშია თითქმის ყველა მსხვილ ფერმერთან და თავად ფერმერების მხრიდანაც იზრდება ინტერესი „ეკოფერმასთან“ თანამშრომლობაზე, რადგანაც ეს პარტნიორობა უკვე გარანტირებულ გასაღების ბაზარს გულისხმობს.
სხვა სიახლეები
ჩვენთვის მნიშვნელოვანია ისეთ პროექტებში მონაწილეობა, რომლებიც ქალაქის უსაფრთხო განვითარებას უწყობს ხელს - „თეთრმა კვადრატმა“ და „ბიქეი ქონსთრაქშენმა“ სამუშაოები ხარისხიანად და დათქმულ ვადებში დაასრულეს, რათა 18 ოჯახი საკუთარ მისამართზე, უსაფრთხო და თანამედროვე გარემოში დაბრუნებულიყო | ბაკურ ბერეკაშვილი
27.11.2026.23:16
თბილისში, საბურთალოზე, გამრეკელის ქუჩის I შესახვევის N6-ში, ახალი მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობა დასრულდა.
პროექტი BK Holding-ში შემავალი კომპანიების - „თეთრი კვადრატის“ და „ბიქეი ქონსთრაქშენის“ მონაწილეობით, თბილისის მერიის „ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამის“ ფარგლებში განხორციელდა.
ავარიული შენობის ნაცვლად, მისამართზე თანამედროვე სტანდარტების 8-სართულიანი კორპუსი აშენდა. სამუშაოები ორი წელი გაგრძელდა, პროექტის საერთო ღირებულება კი 6,700,000 ლარია.
პროგრამაში მონაწილე 18 ოჯახს ბინების გასაღები დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ და „თბილისის განვითარების ფონდის“ ხელმძღვანელმა, თამაზ ალიბეგაშვილმა გადასცეს.
„ორწლიანი მოლოდინის შემდეგ აღნიშნულ მისამართზე მცხოვრები ოჯახები უბრუნდებიან საკუთარ კერას უკვე დასრულებულ, ახალაშენებულ კორპუსში, სრულად გარემონტებულ ბინებში. ავარიული სახლის ჩანაცვლება ადამიანებს საკუთარი უბნის, საცხოვრებელი გარემოს და ცხოვრების ჩვეული რიტმის შენარჩუნების შესაძლებლობას აძლევს. მადლობა კონტრაქტორ კომპანია „ბიქეი ქონსთრაქშენს“, რომელმაც სამუშაოები კეთილსინდისიერად და დროულად შეასრულა“, — განაცხადა კახა კალაძემ.