მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7187.5
-0.0017
flag
AZN 1.5237
0.0001
flag
CNY 38.933
0.0033
flag
EUR 2.8406
-0.0038
flag
GBP 3.4016
0.0034
flag
KZT 56.47
-0.0009
flag
TRY 0.051
-0.0001
flag
USD 2.5911
-0.0006
news banner

ეკონომიკის ოლიმპიადის გამარჯვებულები ფინალურ რაუნდზე საბერძნეთში გაემგზავრებიან - პროექტის მხარდამჭერია საქართველოს ბანკი

news image
mbc image

საქართველოში ეკონომიკის ოლიმპიადა ორგანიზაცია GELi-ს (საქართველოს ეკონომიკური წიგნიერების ინიციატივა) მიერ, საქართველოს ბანკის, Economic Fundamentals Initiative (EFI)-ის და თავისუფალ უნივერსიტეტის პარტნიორობით ხორციელდება.

ეკონომიკის ოლიმპიადის ეროვნული რაუნდის 11 გამარჯვებული ეკონომიკის ბანაკში იღებდა მონაწილეობას. ერთი კვირის განმავლობაში ისინი საერთაშორისო, ფინალურ ტურში ასპარეზობისთვის ემზადებოდნენ, რომელიც 1-4 სექტემბერს საბერძნეთში გაიმართება.

საერთაშორისო რაუნდში მონაწილეობის მისაღებად 5 მოსწავლე შეირჩა. საბერძნეთში გამართულ ფინალურ ტურში საქართველოს წარადგენენ -  ანი გვარამაძე, ანა მაისურაძე, თედო კილაძე, გიორგი პეტუაშვილი, მირიან ფაიქიძე.

პირველად, ქართული დელეგაციის მიერ შექმნილ ბანაკში ეკონომიკის საერთაშორისო ოლიმპიადაში ჩართული ქვეყნების გამარჯვებულებიც მონაწილეობდნენ უკრაინიდან და აზერბაიჯანიდან, რამაც ხელი შეუწყო მოსწავლეებს შორის გამოცდილების გაზიარებას და ახალი ცოდნის შეძენას.

ბანაკში მოსწავლეებს ლექციებს უკითხავდნენ როგორც ქართველი, ისე უცხოელი ექსპერტები და ეკონომისტები, მათ შორის, წიგნის "საღი აზრის ეკონომიკა" თანაავტორები.

შეგახსენებთ, რომ საქართველოში ეკონომიკის ოლიმპიადის სასკოლო ტურში მონაწილეობა 1300-ზე მეტმა მოსწავლემ მიიღო. ეროვნულ რაუნდში კი გამოვლინდა 11 ფინალისტი, რომლებიც საზაფხულო ბანაკში გაემგზავრნენ, სადაც ფინალური ეტაპისთვის – საბერძნეთში საერთაშორისო რაუნდზე მონაწილეობისთვის ემზადებოდნენ.

 

banner image news banner
ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ბიზნესი
image ჩვენთვის მნიშვნელოვანია ისეთ პროექტებში მონაწილეობა, რომლებიც ქალაქის უსაფრთხო განვითარებას უწყობს ხელს - „თეთრმა კვადრატმა“ და „ბიქეი ქონსთრაქშენმა“ სამუშაოები ხარისხიანად და დათქმულ ვადებში დაასრულეს, რათა 18 ოჯახი საკუთარ მისამართზე, უსაფრთხო და თანამედროვე გარემოში დაბრუნებულიყო | ბაკურ ბერეკაშვილი

27.11.2026.23:16

თბილისში, საბურთალოზე, გამრეკელის ქუჩის I შესახვევის N6-ში, ახალი მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობა დასრულდა. 

პროექტი BK Holding-ში შემავალი კომპანიების - „თეთრი კვადრატის“ და „ბიქეი ქონსთრაქშენის“ მონაწილეობით, თბილისის მერიის „ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამის“ ფარგლებში განხორციელდა.

ავარიული შენობის ნაცვლად, მისამართზე თანამედროვე სტანდარტების 8-სართულიანი კორპუსი აშენდა. სამუშაოები ორი წელი გაგრძელდა, პროექტის საერთო ღირებულება კი 6,700,000 ლარია.

პროგრამაში მონაწილე 18 ოჯახს ბინების გასაღები დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ და „თბილისის განვითარების ფონდის“ ხელმძღვანელმა, თამაზ ალიბეგაშვილმა გადასცეს.

„ორწლიანი მოლოდინის შემდეგ აღნიშნულ მისამართზე მცხოვრები ოჯახები უბრუნდებიან საკუთარ კერას უკვე დასრულებულ, ახალაშენებულ კორპუსში, სრულად გარემონტებულ ბინებში. ავარიული სახლის ჩანაცვლება ადამიანებს საკუთარი უბნის, საცხოვრებელი გარემოს და ცხოვრების ჩვეული რიტმის შენარჩუნების შესაძლებლობას აძლევს. მადლობა კონტრაქტორ კომპანია „ბიქეი ქონსთრაქშენს“, რომელმაც სამუშაოები კეთილსინდისიერად და დროულად შეასრულა“, — განაცხადა კახა კალაძემ.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა