ეკონომიკის სამინისტროსთვის აბსოლუტურად ყველა ინვესტორი და პროექტი თანაბრად პრიორიტეტულია - გიორგი მარგებაძე ენერგეტიკის სექტორში ჯარიმების ჩამოწერაზე
მცირე და საშუალო ჰესების ასოციაციის ხელმძღვანელის გიორგი მარგებაძის თქმით, ენერგეტიკაში ინვესტორებთან ურთიერთობის ახალი, უფრო მკაცრი მოდელი ურთიერთობების „სუფთა ფურცლიდან“ დაწყებას გულისხმობს - ყველა დარღვევა და ვადაგადაცილება ამიერიდან სანქცირებული იქნება, ხოლო პროექტები ყველასთვის თანაბარ პირობებში შეფასდება.
როგორც გიორგი მარგებაძემ ტელეკომპანია „მაესტროს“ ეთერში გადაცემა Business Insider Georgia-ში სტუმრობისას აღნიშნა, წარსულში განსხვავებული მიდგომები და გადავადებები პრაქტიკად იყო ქცეული.
„როდესაც ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროში ახალი გუნდი შევიდა იმ ნაწილში რომ ამიერიდან ჩვენთან სხვანაირად იქნება, ანუ ურთიერთობა ხელშეკრულების საფუძველზე, სადაც სახელმწიფოსაც და ინვესტორსაც საკუთარი პასუხისმგებლობა აქვს - ამიერიდან ინვესტორის მხრიდან დარღვეული ყველა პასუხისმგებლობა იქნება სანქცირებული და პროექტი ჩამორთმეული.
მსგავსი სიმკაცრის პირობებში, დარგის მხრიდან გაჩნდა ლეგიტიმური კითხვა - რატომ ხდება მიდგომების ასეთი მკვეთრი ცვლილება ახლა, თუკი ბოლო 10-15 წლის განმავლობაში მსგავსი რეგულაციები არ არსებობდა? დარგის წარმომადგენლები ინტერესდებიან, რამდენად სამართლიანია თამაშის წესების ასეთი რადიკალური გამკაცრება იმ ფონზე, როდესაც წლების განმავლობაში სულ სხვა პრაქტიკა მოქმედებდა.
იმის გარკვევა ვინ არის კეთილსინდისიერი და ვინ არა, ამაში სიღრმისეული ჩასვლა იმხელა დროს წაიღებდა, რომ მაშინ ფაქტობრივად ენერგეტიკა 1,5 წლით უნდა გაგვეჩერებინა, რაც კატასტროფა იქნებოდა და აქედან გამომდინარე რაც დავინახეთ იყო ის, რომ მოდით სუფთა ფურცლიდან დავიწყოთ და აი ამ დღის შემდეგ ნებისმიერი დარღვევა იქნება თუ რა ვადაგადაცილება, თუ შეუსრულებელი პასუხისმგებლობა ყველა იქნება დასანქცირებული და ყველას აბსოლუტურად თანაბრად მიუდგებით.
ერთი მნიშვნელოვანი რაღაც უნდა აღვნიშნო - კიდევ რაც ამ დროში გამოჩნდა სამინისტროდან, დეპარტამენტისგან - აბსოლუტურად ყველა ინვესტორი ყველა პროექტი არის თანაბარი.
ჩვენ გვაქვს გამოვლილი პერიოდი, სადაც იმის ბიძაშვილი თუ ამის ბიძაშვილი - გადაუვადე ერთი წლით, თუ სამი წლით - ვინ დარეკავდა თუ როგორ დარეკავდა. დღეს ასე არ უყურებენ და ეს გამოჩნდა - ნებისმიერი პროექტი ვინც არ უნდა იყოს არის თანაბარი და არის ერთი სამინისტროსთვის რაც ძალიან კარგი და მისასალმებელია“, - აცხადებს მარგებაძე.
სხვა სიახლეები
ჩვენთვის მნიშვნელოვანია ისეთ პროექტებში მონაწილეობა, რომლებიც ქალაქის უსაფრთხო განვითარებას უწყობს ხელს - „თეთრმა კვადრატმა“ და „ბიქეი ქონსთრაქშენმა“ სამუშაოები ხარისხიანად და დათქმულ ვადებში დაასრულეს, რათა 18 ოჯახი საკუთარ მისამართზე, უსაფრთხო და თანამედროვე გარემოში დაბრუნებულიყო | ბაკურ ბერეკაშვილი
27.11.2026.23:16
თბილისში, საბურთალოზე, გამრეკელის ქუჩის I შესახვევის N6-ში, ახალი მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობა დასრულდა.
პროექტი BK Holding-ში შემავალი კომპანიების - „თეთრი კვადრატის“ და „ბიქეი ქონსთრაქშენის“ მონაწილეობით, თბილისის მერიის „ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამის“ ფარგლებში განხორციელდა.
ავარიული შენობის ნაცვლად, მისამართზე თანამედროვე სტანდარტების 8-სართულიანი კორპუსი აშენდა. სამუშაოები ორი წელი გაგრძელდა, პროექტის საერთო ღირებულება კი 6,700,000 ლარია.
პროგრამაში მონაწილე 18 ოჯახს ბინების გასაღები დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ და „თბილისის განვითარების ფონდის“ ხელმძღვანელმა, თამაზ ალიბეგაშვილმა გადასცეს.
„ორწლიანი მოლოდინის შემდეგ აღნიშნულ მისამართზე მცხოვრები ოჯახები უბრუნდებიან საკუთარ კერას უკვე დასრულებულ, ახალაშენებულ კორპუსში, სრულად გარემონტებულ ბინებში. ავარიული სახლის ჩანაცვლება ადამიანებს საკუთარი უბნის, საცხოვრებელი გარემოს და ცხოვრების ჩვეული რიტმის შენარჩუნების შესაძლებლობას აძლევს. მადლობა კონტრაქტორ კომპანია „ბიქეი ქონსთრაქშენს“, რომელმაც სამუშაოები კეთილსინდისიერად და დროულად შეასრულა“, — განაცხადა კახა კალაძემ.