მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7206.3
0.0042
flag
AZN 1.5279
-0.0002
flag
CNY 38.92
-0.0142
flag
EUR 2.9047
-0.0061
flag
GBP 3.4831
0.0017
flag
KZT 57.42
0.0006
flag
TRY 0.0519
-0.0001
flag
USD 2.597
-0.0003
news banner

ეკონომიკის ზრდის ტემპის შენარჩუნებისთვის საქართველოში მნიშვნელოვანი ინვესტიციები აუცილებელია - ჯემალ ინაიშვილი Eagle Hills-ის პროექტებზე

news image
mbc image

საქართველოში განხორციელებული მსხვილი ინვესტიციები, მათ შორის Eagle Hills-ის პროექტები, ეკონომიკის ზრდის მნიშვნელოვანი მამოძრავებელია, რადგან დეველოპმენტი აერთიანებს მშენებლობას, ლოგისტიკას, გადაზიდვას და სამშენებლო მასალების ვაჭრობას - აღნიშნულის შესახებ ტელეკომპანია „მაესტროს“ ეთერში გადაცემა Business Insider Georgia-ში სტუმრობისას „თბილისი დრაი პორტის“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარემ ჯემალ ინაიშვილმა ისაუბრა. 

„ძალიან მნიშვნელოვანი ინვესტიციაა საერთოდ ჩვენი ქვეყნის ეკონომიკისთვის და მისი მუდმივად ზრდის ტემპების შენარჩუნებისათვის აუცილებელია, რომ ამდაგვარი ინვესტიციები უნდა განხორციელდეს საქართველოში. ეს ეხება დეველოპმენტს, რომელიც მოიცავს მშენებლობას და პროცესში ჩართულია ეკონომიკის არაერთი სფერო, დაწყებული ლოგისტიკით, გადაზიდვით, მშენებლობით და სამშენებლო მასალების ვაჭრობით.

რა თქმა უნდა, დეველოპმენტი ძალიან დიდ როლს თამაშობს ჩვენს ეკონომიკაში და შესაბამისად, ტემპები უნდა შევინარჩუნოთ. ეს იქნება Eagle Hills-ი თუ სხვა დეველოპერები, მათ უნდა უზრუნველყონ მზარდი გაყიდვები და დაინტერესება ჩვენი ბაზრით და მათი პროექტებით“, - აღნიშნა ბიზნესმენმა.

საერთაშორისო დეველოპერული გიგანტის, Eagle Hills-ის შემოსვლა საქართველოში უცხოელი ინვესტორების მოზიდვისა და ქვეყანაში ინვესტიციების მაღალი ტემპის შენარჩუნების გარანტი გახდება. ჯემალ ინაიშვილის განცხადებით, სპარსეთის ყურის ქვეყნებში არსებული უზარმაზარი გამოცდილებითა კომპანია ორიენტირებული იქნება გლობალური მყიდველების დაინტერესებაზე, რაც აუცილებელი პირობაა ადგილობრივი უძრავი ქონების ბაზრის განვითარებისა და მასშტაბური პროექტების ათვისებისთვის.

„ძირითადად საქართველოში მოღვაწეობდნენ ადგილობრივი დეველოპერები და პირველად მოხდა, როცა უკვე საერთაშორისო დიდი კომპანია შემოდის ჩვენს ბაზარზე და მას თავისი  უზარმაზარი გამოცდილება და ბაზა გააჩნია სპარსეთის ყურის ქვეყნებში. შესაბამისად ის ძირითადად იქნება ორიენტირებული უცხოელ ინვესტორებზე, რომ შემოიყვანოს უცხოელები და ამაში არაფერი ცუდი არ არის, პირიქით აუცილებელია, იმიტომ რომ ჩვენი ქართველების ხარჯზე ასე ვთქვათ იმ ფართების ათვისება შეუძლებელია, რომ მოხდეს. ამას აკეთებს ყველა ქვეყანა, ამას აკეთებს საბერძნეთი, ესპანეთი. ახლა აზერბაიჯანმაც უკვე დაიწყო თავისი უზარმაზარი პროექტი Sea Breeze-ის მეშვეობით, დაიწყო უკვე დაინტერესება უცხოელი ასე ვთქვათ ინვესტორების და მყიდველების. აუცილებელია, რომ ჩვენ შევინარჩუნოთ მაღალი ტემპები ინვესტიციების შემოდინების. ის ერთი ბინაც არის ინვესტიცია ჩვენთვის კონკრეტულად ასე ვთქვათ იმ პროექტში და უნდა შედგებოდეს მრავალი მომხმარებლისგან“, - განმარტავს ჯემალ ინაიშვილი.

მისივე თქმით, ქართულ ბაზატრზე Eagle Hills-ის შემოსვლა არა მხოლოდ მსხვილი ინვესტიციების მოზიდვას, არამედ ქვეყნის გლობალურ პოპულარიზაციასაც უზრუნველყოფს. 

„როდესაც Eagle Hills-ი აწარმოებს რეკლამას თავის პროექტებთან დაკავშირებით, შესაბამისად ის საქართველოს პოპულარიზაციას ეწევა, იმიტომ რომ თუ არ არის საქართველო მიმზიდველი ქვეყანა, მაშინ საქართველოში უძრავი ქონების შეძენას არ აქვს აზრი. აქედან გამომდინარე - თანხვედრაშია მთლიანად ქვეყნის პოპულარიზაციას ახდენს კომპანია, რათა მოახდინოს დაინტერესება მყიდველით“, - აცხადებს  „თბილისი დრაი პორტის“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე,

 

banner image news banner
გვანცა მახარაძე ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ბიზნესი
image საქართველოს ბანკი - საქართველოს ეროვნული ოლიმპიური ნაკრების მთავარი სპონსორი

04.11.2026.10:05

საქართველოს ბანკი 2019 წლიდან ქართველი ოლიმპიელების პარტნიორი და მხარდამჭერია. პარტნიორობის ფარგლებში, სპორტსმენების განვითარების და საერთაშორისო ასპარეზზე საქართველოს წარდგენის არაერთი შესაძლებლობა შეიქმნა.

ოლიმპიური თამაშები მხოლოდ სპორტული მიღწევების ისტორია არ არის. თითოეული სპორტსმენის წარმატების უკან მრავალწლიანი შრომა, მნიშვნელოვანი გამოწვევები და საკუთარი შესაძლებლობების რწმენა დგას. საქართველოს ბანკისთვის ამ გზაზე სპორტსმენების გვერდში დგომა პრიორიტეტია.

ამასთან, ოლიმპიელების მხარდაჭერა ბანკისთვის ეროვნული წარმატების თანამონაწილეობასაც ნიშნავს. როდესაც სპორტსმენი საერთაშორისო ასპარეზზე საქართველოს სახელით გამოდის, ის არა მხოლოდ საკუთარ მიზანს, არამედ ქვეყანას წარმოადგენს. სწორედ ამიტომ, საქართველოს ბანკი წლებია მხარს უჭერს ადამიანებს, რომლებიც საკუთარი მაგალითით მომავალ თაობას შთააგონებენ.

პარტნიორობის ფარგლებში, ბანკს ახალგაზრდებამდე ორი მნიშვნელოვანი გზავნილი მიაქვს: არ გაჩერდე და შესაძლებლობები უსაზღვროა. ოლიმპიელების გამოცდილება კი ამის ნათელი მაგალითია - დიდი მიზნების მიღწევა მონდომებით, შრომითა, საკუთარი თავის რწმენით და არ გაჩერებით არის შესაძლებელი.

საქართველოს ბანკისთვის სპორტსმენების მხარდაჭერა გრძელვადიანი ხედვის ნაწილია. ბანკი აქტიურად აგრძელებს იმ ადამიანების გვერდით დგომას, რომლებიც საკუთარი შესაძლებლობების რეალიზებითა და წარმატებით ქვეყნის განვითარებას უწყობენ ხელს.

საქართველოს ბანკი - საქართველოს ეროვნული ოლიმპიური ნაკრების მთავარი სპონსორი

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა