მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7187.5
-0.0017
flag
AZN 1.5237
0.0001
flag
CNY 38.933
0.0033
flag
EUR 2.8406
-0.0038
flag
GBP 3.4016
0.0034
flag
KZT 56.47
-0.0009
flag
TRY 0.051
-0.0001
flag
USD 2.5911
-0.0006
news banner

ეკონომიკური ფორუმი პოლონეთში დისკუსიების სერიას გამართავს

news image
mbc image

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი პოლონეთში, კარპაჩის ოცდამეთორმეტე ეკონომიკურ ფორუმზე, რომლის სახელწოდებაა „New Values for the Old Continent – Europe on the Threshold of Change” 5-7 სექტემბერს სამი პანელური დისკუსიის ორგანიზებაში მიიღებს მონაწილეობას. აღნიშნული შეთანხმება მიღწეულ იქნა „ეკონომიკური ფორუმისა“ და „Foundation Institute for Eastern Studies“ შორის გაფორმებული ინსტიტუციონალური პარტნიორობის ხელშეკრულებით. ეკონომიკური ფორუმის მიერ პოლონეთში დაგეგმილი ყველა ღონისძიების მხარდამჭერია საქართველოს ბანკი.

ფორუმის ფარგლებში პირველ პანელურ დისკუსიაში საქართველოს მხრიდან მონაწილეობას მიიღებს სახელმწიფო სექტორის წარმომადგენლები: საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ბატონი ალექსანდრე ხვთისიაშვილი და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ბატონი ვახტანგ ცინცაძე, პოლონეთის მხრიდან პოლონეთის სეიმის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე ქალბატონი ბარბარა ბარტუსი, ასევე ანალიტიკრუი და ბიზნეს სექტორის უმაღლესი რანგის წარმომადგენლები,  დისკუსიას მოდერაციას გაუწევს „ბიზნეს ინსაიდერი საქართველოს“ დამფუძნებელი და ხელმძღვანელი, გიორგი აბაშიშვილი.

ფორუმის მომდევნო ორ დისკუსიაში პოლონელ და გერმანელ კოლეგებთან ერთად საქართველოს მხრიდან მონაწილეობას მიიღებენ „თბილისი დრაი პორტის“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე ბატონი ჯემალ ინაიშვილი და კომპანია „ლინეიტი საქართველოს“ რეგიონული დირექტორი ბატონი გიორგი ციკოლია.

კარპაჩის 32-ე ეკონომიკური ფორუმის ფარგლებში ასევე დაგეგმილია საქართველოს შესახებ კულტურული ღონისძების ორგანიზება.  აღსანიშნავია, რომ „ეკონომიკური ფორუმის“ მიერ პოლონეთში დაგეგმილი აქტივობები პოლონეთში საქართელოს სალჩოს მხარდაჭერითა და მჭიდრო პარტნიორობით ხორციელდება.

აღნიშნავია, რომ პოლონეთში დაგეგმილი პანელური დისკუსიები „ეკონომიკური ფორუმის“ პირველი საერთაშორისო აქტივობაა, მანამდე, „ეკონომიკური ფორუმის“ მიერ საქართველოში ხუთი მაღალი რანგის დისკუსია გაიმართა. ხაზგასასმელია, რომ კარპაჩის ეკონმოიკური ფორუმი პოლონეთში შეხვედრებისყველაზე დიდი პლატფორმაა ეკონომიკური განვითარების პერსპექტივებზე, თანამედროვე გამოწვევებსადა კრიზისების დაძლევაზე სასაუბროდ. ამასთანვე, ფორუმი წარმოადგენს კონკრეტულიგადაწყვეტილებებისა და ინოვაციური იდეების სივრცეს. ავტორიტეტული საერთაშორისო გამომცემებისმიერ პოლონეთის ეკონომიკური ფორუმი ხშირად დასახელებულია, როგორც „პოლონური დავოსი“.

banner image news banner
ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ბიზნესი
image ჩვენთვის მნიშვნელოვანია ისეთ პროექტებში მონაწილეობა, რომლებიც ქალაქის უსაფრთხო განვითარებას უწყობს ხელს - „თეთრმა კვადრატმა“ და „ბიქეი ქონსთრაქშენმა“ სამუშაოები ხარისხიანად და დათქმულ ვადებში დაასრულეს, რათა 18 ოჯახი საკუთარ მისამართზე, უსაფრთხო და თანამედროვე გარემოში დაბრუნებულიყო | ბაკურ ბერეკაშვილი

27.11.2026.23:16

თბილისში, საბურთალოზე, გამრეკელის ქუჩის I შესახვევის N6-ში, ახალი მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობა დასრულდა. 

პროექტი BK Holding-ში შემავალი კომპანიების - „თეთრი კვადრატის“ და „ბიქეი ქონსთრაქშენის“ მონაწილეობით, თბილისის მერიის „ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამის“ ფარგლებში განხორციელდა.

ავარიული შენობის ნაცვლად, მისამართზე თანამედროვე სტანდარტების 8-სართულიანი კორპუსი აშენდა. სამუშაოები ორი წელი გაგრძელდა, პროექტის საერთო ღირებულება კი 6,700,000 ლარია.

პროგრამაში მონაწილე 18 ოჯახს ბინების გასაღები დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ და „თბილისის განვითარების ფონდის“ ხელმძღვანელმა, თამაზ ალიბეგაშვილმა გადასცეს.

„ორწლიანი მოლოდინის შემდეგ აღნიშნულ მისამართზე მცხოვრები ოჯახები უბრუნდებიან საკუთარ კერას უკვე დასრულებულ, ახალაშენებულ კორპუსში, სრულად გარემონტებულ ბინებში. ავარიული სახლის ჩანაცვლება ადამიანებს საკუთარი უბნის, საცხოვრებელი გარემოს და ცხოვრების ჩვეული რიტმის შენარჩუნების შესაძლებლობას აძლევს. მადლობა კონტრაქტორ კომპანია „ბიქეი ქონსთრაქშენს“, რომელმაც სამუშაოები კეთილსინდისიერად და დროულად შეასრულა“, — განაცხადა კახა კალაძემ.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა