მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7187.5
-0.0017
flag
AZN 1.5237
0.0001
flag
CNY 38.933
0.0033
flag
EUR 2.8406
-0.0038
flag
GBP 3.4016
0.0034
flag
KZT 56.47
-0.0009
flag
TRY 0.051
-0.0001
flag
USD 2.5911
-0.0006
news banner

,,ეკონომიკური ფორუმის“ ფარგლებში მორიგი დისკურია გაიამრთა

news image
mbc image

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით პროექტ „ეკონომიკური ფორუმის“ ფარგლებში მორიგი დისკუსიაგაიმართა. დისკუსიის თემა იყო „განათლების როლი ქვეყნის კონკურენტული უპირატესობისათვის“. პანელურ დისკუსიაში მონაწილეობდა საქართველოს განათლებისა და მეცნირების მინისტრი გიორგი ამილახვარი, ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის რექტორი ალექსანდრე თევზაძე, საქართველოს სკოლის ადმინისტრატორთა ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორი და ბაქსვუდის სკოლის აკადემიურიდირექტორი არჩილ სუმბაძე.

დისკუსიას მოდერაციას უწევდა „ბიზნეს ინსაიდერ საქართველოს“ დამფუძნებელი და ხელმძღვანელი, გიორგი აბაშიშვილი. დისკუსიაში ასევე მონაწილეობდნენ სახელმწიფო და ბიზნეს სექტორის, ანალიტიკურიდა აკადემიური სფეროს წარმომადგენლები. 5 ივლისის დისკუსიის მხარდამჭერები ასვე იყვნენ კომპანია Insurance Broker GS, კომპანია ლინეიტი საქართველო, Coca-Cola Bottlers Georgia და ICE Engineering Group.

„დისკუსიის დროს მინისტრმა ვრცლად ისაუბრა სასკოლო, პროფესიული და უმაღლესი განათლების შესახებ, იმ გამოწვევების და დაგეგმილი რეფორმების შესახებ, რომელიც თითოეულ ამ მიმართულებას შეეხება, ხაზი გაუსვა კერძო სექტორის ჩართულობის განსაკუთრებულ მნიშვნელობას, სახელმწიფო დაფინანსებების პრიორიტეტების უფრო მეტად მიზნობრიობის აუცილებლობას. მინისტრმა გამოხატა სრული მზადყოფნა აღნიშნულ თემაზე კერძო და ანალიტიკური სექტორის აქტიური ჩართულობისა და მჭიდრო თანამშრომლობის მიმართულებით. სპიკერების მხრიდან ხაზი ასევე გაესვა სასკოლო განათლების მიმართულებით მენეჯმენტის გაუმჯობესებას, პროფესიული ორიენტაციის მნიშვნელობას, უმაღლესი განათლების ინტერნაციონალიზაციას, წარმატებული საერთაშრისო პრაქტიკის დანერგვას, მოთხოვნად პროფესიებზე აქცენტის გაკეთებას, სწავლის პრაქტიკაში გამოყენებასა და სწავლის პროცესში კვლევებზე ორიენტირებას“ - განაცხადა ბიზნეს ინსაიდერ საქართველოს დამფუძნებელმა და ხელმძღვანელმა გიორგიაბაშიშვილმა.

პროექტის „ეკონომიკური ფორუმის“ ფარგლებში მიმდინარე დისკუსიიების მთავარი მიზანია სახელმწიფო, ანალიტიკური და ბიზნესის სექტორის მხრიდან გაანალიზებული იყოს საქართველოს წინაშე მდგარიაქტუალური გამოწვევები ეკონომიკური პოლიტიკის, განათლებისა და ევროინტეგრაციის მიმართულებით.

მიმდინარე ღონისძიება პროექტ „ეკონომიკური ფორუმის“ ფარგლებში უკვე მეხუთე დისკუსიაა. მნიშვნელოვანია, რომ მიმდინარე წლის თებერვლიდან დისკუსიების პარტნიორია ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის უმსხვილესი ეკონომიკური ფორუმის ორგანიზატორი Foundation Institute for Eastern Studies, მათ მიერ დაფუძნებული „ეკონომიკური ფორუმი“ პოლონეთში შეხვედრების ყველაზე დიდიპლატფორმაა ეკონომიკური განვითარების პერსპექტივებზე, თანამედროვე გამოწვევებსა და კრიზისებისდაძლევაზე სასაუბროდ. ამასთანვე, ფორუმი წარმოადგენს კონკრეტული გადაწყვეტილებებისა დაინოვაციური იდეების სივრცეს. ავტორიტეტული საერთაშორისო გამომცემების მიერ პოლონეთის„ეკონომიკური ფორუმი“ ხშირად დასახელებულია, როგორც „პოლონური დავოსი“. პარტნიორობისფარგლებში იგეგმება ერთობლივი დისკუსიების ორგანიზება საქართველოსა და პოლონეთში.

 

 

 

 

 

banner image news banner
ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ბიზნესი
image ჩვენთვის მნიშვნელოვანია ისეთ პროექტებში მონაწილეობა, რომლებიც ქალაქის უსაფრთხო განვითარებას უწყობს ხელს - „თეთრმა კვადრატმა“ და „ბიქეი ქონსთრაქშენმა“ სამუშაოები ხარისხიანად და დათქმულ ვადებში დაასრულეს, რათა 18 ოჯახი საკუთარ მისამართზე, უსაფრთხო და თანამედროვე გარემოში დაბრუნებულიყო | ბაკურ ბერეკაშვილი

27.11.2026.23:16

თბილისში, საბურთალოზე, გამრეკელის ქუჩის I შესახვევის N6-ში, ახალი მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობა დასრულდა. 

პროექტი BK Holding-ში შემავალი კომპანიების - „თეთრი კვადრატის“ და „ბიქეი ქონსთრაქშენის“ მონაწილეობით, თბილისის მერიის „ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამის“ ფარგლებში განხორციელდა.

ავარიული შენობის ნაცვლად, მისამართზე თანამედროვე სტანდარტების 8-სართულიანი კორპუსი აშენდა. სამუშაოები ორი წელი გაგრძელდა, პროექტის საერთო ღირებულება კი 6,700,000 ლარია.

პროგრამაში მონაწილე 18 ოჯახს ბინების გასაღები დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ და „თბილისის განვითარების ფონდის“ ხელმძღვანელმა, თამაზ ალიბეგაშვილმა გადასცეს.

„ორწლიანი მოლოდინის შემდეგ აღნიშნულ მისამართზე მცხოვრები ოჯახები უბრუნდებიან საკუთარ კერას უკვე დასრულებულ, ახალაშენებულ კორპუსში, სრულად გარემონტებულ ბინებში. ავარიული სახლის ჩანაცვლება ადამიანებს საკუთარი უბნის, საცხოვრებელი გარემოს და ცხოვრების ჩვეული რიტმის შენარჩუნების შესაძლებლობას აძლევს. მადლობა კონტრაქტორ კომპანია „ბიქეი ქონსთრაქშენს“, რომელმაც სამუშაოები კეთილსინდისიერად და დროულად შეასრულა“, — განაცხადა კახა კალაძემ.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა