ექსპორტის ზრდა არის ის მნიშვნელოვანი ფაქტორი, რაც მეღვინეობის დარგს განავითარებს - „რთველისი“
საქართველოს ბაზარი ერთ-ერთი ყველაზე რთულია, მომხმარებლებიც საკმაოდ კრიტიკულები არიან, ამიტომ აქ შემოსვლა საკმაოდ დიდ გამბედაობას ითხოვდა, მიუხედავად ამისა, კომპანიაში გაყიდვების მუდმივად ზრდადი გაყიდვები ფიქსირდება, რაც დიდ მოტივაციას გვაძლევს. - აცხადებენ ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების კომპანია „რთველისში“
„2024-2025 წლებში იგეგმება რთველისის ასორტიმენტის ზრდა, არაერთ ძალიან საინტერესო ღვინოს შევთავაზებთ ჩვენს მომხმარებლებს. ამას გარდა ცქრიალა ღვინის ფართო ასორტიმენტით ვიქნებით 2024 წლის მიწურულს წარმოდგენილები.
საერთაშორისო ბაზარზე კი ექსპორტის გუნდი აქტიურად მუშაობს რომ გავიდეთ ახალ ბაზრებზე და კიდევ უფრო გავაფართოოთ პროდუქციის გაყიდვა, უკვე არსებულ საექსპორტო ქვეყნებში“,- აცხადებენ კომპანიაში.
კომპანიაში მიიჩნევენ, რომ დღეს, საქართველოში მევენახეობა-მეღვინეობის დარგი შეუქცევადი პროგრესს განიცდის, რაც სახელმწიფო პროგრამებისა და კერძო მევენახეების ერთობლივი მუშაობის დამსახურებაა.
„ექსპორტის ზრდა არის ის მნიშვნელოვანი ფაქტორი რაც განავითარებს მეღვინეობის დარგს“, - აცხადებენ კომპანიაში.
„რთველისი“ ადგილობრივ ბაზარზე 2019 წლის მიწურულს გამოჩნდა, რასაც მალევე მოჰყვა პანდემიის მიერ გამოწვეული რთული პერიოდი. მიუხედავად ამისა, კომპანიის დამფუძნებლებმა მიიღეს გადაწყვეტილება, რომ ბოლომდე მიჰყოლოდნენ დასახულ მიზანს და გაეგრძელებინათ წინსვლა საქართველოს ღვინის ბაზარზე.
კომპანიის საწარმო მდებარეობს კახეთში, სოფელ შალაურში.
„საწარმო დაკომპლექტებულია უახლესი ევროპული დანადგარებით და თანამედროვე ლაბორატორიით, რაც საშუალებას გვაძლევს ვაწარმოოთ უმაღლესი ხარისხის პროდუქცია, როგორც ღვინო ასევე სპირტიანი სასმელები.
საწარმოს ზრდისა და ვენახების შეძენა გაშენების პროცესი მუდმივად მიმდინარეობს კომპანიაში“, - აცხადებენ „რთველისში“.
სხვა სიახლეები
ჩვენთვის მნიშვნელოვანია ისეთ პროექტებში მონაწილეობა, რომლებიც ქალაქის უსაფრთხო განვითარებას უწყობს ხელს - „თეთრმა კვადრატმა“ და „ბიქეი ქონსთრაქშენმა“ სამუშაოები ხარისხიანად და დათქმულ ვადებში დაასრულეს, რათა 18 ოჯახი საკუთარ მისამართზე, უსაფრთხო და თანამედროვე გარემოში დაბრუნებულიყო | ბაკურ ბერეკაშვილი
27.11.2026.23:16
თბილისში, საბურთალოზე, გამრეკელის ქუჩის I შესახვევის N6-ში, ახალი მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობა დასრულდა.
პროექტი BK Holding-ში შემავალი კომპანიების - „თეთრი კვადრატის“ და „ბიქეი ქონსთრაქშენის“ მონაწილეობით, თბილისის მერიის „ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამის“ ფარგლებში განხორციელდა.
ავარიული შენობის ნაცვლად, მისამართზე თანამედროვე სტანდარტების 8-სართულიანი კორპუსი აშენდა. სამუშაოები ორი წელი გაგრძელდა, პროექტის საერთო ღირებულება კი 6,700,000 ლარია.
პროგრამაში მონაწილე 18 ოჯახს ბინების გასაღები დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ და „თბილისის განვითარების ფონდის“ ხელმძღვანელმა, თამაზ ალიბეგაშვილმა გადასცეს.
„ორწლიანი მოლოდინის შემდეგ აღნიშნულ მისამართზე მცხოვრები ოჯახები უბრუნდებიან საკუთარ კერას უკვე დასრულებულ, ახალაშენებულ კორპუსში, სრულად გარემონტებულ ბინებში. ავარიული სახლის ჩანაცვლება ადამიანებს საკუთარი უბნის, საცხოვრებელი გარემოს და ცხოვრების ჩვეული რიტმის შენარჩუნების შესაძლებლობას აძლევს. მადლობა კონტრაქტორ კომპანია „ბიქეი ქონსთრაქშენს“, რომელმაც სამუშაოები კეთილსინდისიერად და დროულად შეასრულა“, — განაცხადა კახა კალაძემ.