მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7187.5
-0.0017
flag
AZN 1.5237
0.0001
flag
CNY 38.933
0.0033
flag
EUR 2.8406
-0.0038
flag
GBP 3.4016
0.0034
flag
KZT 56.47
-0.0009
flag
TRY 0.051
-0.0001
flag
USD 2.5911
-0.0006
news banner

ექსპორტს ვაძლიერებთ, ჩინეთის გამოფენიდან ახალი კონტრაქტით და იდეებით ჩამოვედით - Gepherrini

news image
mbc image

პროგრამა ,,აწარმოე საქართველოში" მხარდაჭერით, Gepherrini ჩინეთის საერთაშორისო იმპორტის გამოფენაზე წარსდგა. როგორც კომპანიის დამფუძნებელი, მეწარმე ილია გეფერიძე Business Insider Georgia- თან აცხადებს, ასეთი მასშტაბური გამოფენა მნიშვნელოვან როლს ასრულებს საერთაშორისო ბაზრის ათვისებასა და ქართული პროდუქტის შესახებ ცნობადობის ამაღლებაში.

,გეფერინისთვის" კი საკმაოდ წარმატებული აღმოჩნდა, შეხვდნენ ბაიარებს და ახალი კონტრაქტის გაფორმებაც მოასწრეს.

`ჩინეთში გამოფენაც ჩვენი კომპანიისთვის საკმაოდ წარმატებით ჩაიარა. პოტენციურ ბაიერებს  შევხვდით. ერთთან ხელშეკრულება უკვე გავაფორმეთ და ჩვენი პროდუქცია შანხაის ერთ-ერთ მაღაზიაში გაიყიდება. ონლაინ პლატფორმების მიმართულებითაც უფრო გავაქტიურდებით. ფაქტობრივად მოხდა მთელი ნიმუშების ამოყიდვა.  ველოდებით უკვე ახალ კონტრაქტებს", - აცხადებს ილია გეფერიძე.

მისი თქმით, მიმდინარე წელი კომპანიის საქმიანობაში განსაკუთრებით აქტიურია. გაზრდილია მოთხოვნა ყველა კატეგორიის პროდუქციაზე,. რასაც ,,გეფერინი"  ქმნის.

,,ძალიან დიდი მოთხოვნაა, რაც წარმოების ტემპს ბევრად აჭარბებს. მიწოდებას  ვერ აუდის წარმოება, ყველა ბაზარზე, სადაც ჩვენი პროდუქციაა წარმოდგენილი, მზარდი რეალიზაციაა. ეს არ ეხება რომელიმე კონკრეტულ მიმართულებას, რასაც ვქმნით, ერთ თვეში უკვე გაყიდულია. გლობალურ ბაზრებზე თუ საქართველოში, ყველგან თანაბარი მოთხოვნაა", - ამბობს ილია გეფერიძე.

შეგახსენებთ, რომ Gepherrini არის ქართული ბრენდი, რომელიც აწარმოებს ჩანთას, საფულეს, ფეხსაცმელს და აქსესუარებს.

კომპანია ექსპორტზე 13 ქვეყანაში გადის. 2024 წლიდან კომპანია გაყიდვებს იტალიისა და ბანგლადეშის ბაზრებზეც გეგმავს. 

banner image news banner
ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ბიზნესი
image ჩვენთვის მნიშვნელოვანია ისეთ პროექტებში მონაწილეობა, რომლებიც ქალაქის უსაფრთხო განვითარებას უწყობს ხელს - „თეთრმა კვადრატმა“ და „ბიქეი ქონსთრაქშენმა“ სამუშაოები ხარისხიანად და დათქმულ ვადებში დაასრულეს, რათა 18 ოჯახი საკუთარ მისამართზე, უსაფრთხო და თანამედროვე გარემოში დაბრუნებულიყო | ბაკურ ბერეკაშვილი

27.11.2026.23:16

თბილისში, საბურთალოზე, გამრეკელის ქუჩის I შესახვევის N6-ში, ახალი მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობა დასრულდა. 

პროექტი BK Holding-ში შემავალი კომპანიების - „თეთრი კვადრატის“ და „ბიქეი ქონსთრაქშენის“ მონაწილეობით, თბილისის მერიის „ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამის“ ფარგლებში განხორციელდა.

ავარიული შენობის ნაცვლად, მისამართზე თანამედროვე სტანდარტების 8-სართულიანი კორპუსი აშენდა. სამუშაოები ორი წელი გაგრძელდა, პროექტის საერთო ღირებულება კი 6,700,000 ლარია.

პროგრამაში მონაწილე 18 ოჯახს ბინების გასაღები დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ და „თბილისის განვითარების ფონდის“ ხელმძღვანელმა, თამაზ ალიბეგაშვილმა გადასცეს.

„ორწლიანი მოლოდინის შემდეგ აღნიშნულ მისამართზე მცხოვრები ოჯახები უბრუნდებიან საკუთარ კერას უკვე დასრულებულ, ახალაშენებულ კორპუსში, სრულად გარემონტებულ ბინებში. ავარიული სახლის ჩანაცვლება ადამიანებს საკუთარი უბნის, საცხოვრებელი გარემოს და ცხოვრების ჩვეული რიტმის შენარჩუნების შესაძლებლობას აძლევს. მადლობა კონტრაქტორ კომპანია „ბიქეი ქონსთრაქშენს“, რომელმაც სამუშაოები კეთილსინდისიერად და დროულად შეასრულა“, — განაცხადა კახა კალაძემ.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა