ექსპორტზე გასვლას ვგეგმავთ - „ხახაბო“
კომპანია „ხახაბო“ 2024 წელს დადებითად აფასებს - ამის შესახებ Business Insider Georgia - თანბრენდის დამფუძნებელმა, მეწარმე ზაქარია სვიმონიშვილმა განაცხადა.
„2024 წელს ვაფასებთ დადებითად, რადგან ჩვენი კომპანიისთვის წინსვლის წელი იყო. გარდა ამისა, მოხდა „ხახაბოს“ რებრენდინგი. შეიცვალა პროდუქციის ეტიკეტი“, - აცხადებს სვიმონიშვილი.
ამ დროისთვის სამკურნალო დანიშნულებით წარმოებაშია 7 სახეობის ზეთი: სელი, გოგრა, ჩია, სეზამი, ნიგოზი, ნუში და შავი კვლიავი.
„ყველაზე მოთხოვნადი არის გოგრის ზეთი, სელის ზეთი, შავი კვლიავის ზეთი, ჩიას ზეთი და სეზამის ზეთი. გოგრა და ნიგოზიც არის მოთხოვნადი, მაგრამ ეს ხუთეული ყველაზე მეტად “, - განმარტავს ბრენდის დამფუძნებელი ზაქარია სვიმონიშვილი.
რაც შეეხება 2025 წლის სამომავლო გეგმებს, როგორც სვიმონიშვილი ამბობს, იგეგმება ექსპორტზე პროდუქციის გატანა, რაზეც მუშაობა დაწყებულია.
„2025 წელს ვფიქრობთ გაფართოებას და ასევე ექსპორტზე გასვლასაც ვინაიდან, დაინტერესება არის რამდენიმე ქვეყნიდან “, - აღნიშნავს ბრენდის დამფუძნებელი ზაქარია სვიმონიშვილი.
შეგახსენებთ, რომ „ხახაბოს“ ზეთები სამკურნალო და კოსმეტიკური ხაზით იწარმოება, გამოიყენება კულინარიაშიც. პროდუქტი 100%-ით ნატურალურია. მზადდება მთლიანად ცივი დაწურვის მეთოდით, ყოველგვარი კონსერვანტების გარეშე.
სხვა სიახლეები
ჩვენთვის მნიშვნელოვანია ისეთ პროექტებში მონაწილეობა, რომლებიც ქალაქის უსაფრთხო განვითარებას უწყობს ხელს - „თეთრმა კვადრატმა“ და „ბიქეი ქონსთრაქშენმა“ სამუშაოები ხარისხიანად და დათქმულ ვადებში დაასრულეს, რათა 18 ოჯახი საკუთარ მისამართზე, უსაფრთხო და თანამედროვე გარემოში დაბრუნებულიყო | ბაკურ ბერეკაშვილი
27.11.2026.23:16
თბილისში, საბურთალოზე, გამრეკელის ქუჩის I შესახვევის N6-ში, ახალი მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობა დასრულდა.
პროექტი BK Holding-ში შემავალი კომპანიების - „თეთრი კვადრატის“ და „ბიქეი ქონსთრაქშენის“ მონაწილეობით, თბილისის მერიის „ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამის“ ფარგლებში განხორციელდა.
ავარიული შენობის ნაცვლად, მისამართზე თანამედროვე სტანდარტების 8-სართულიანი კორპუსი აშენდა. სამუშაოები ორი წელი გაგრძელდა, პროექტის საერთო ღირებულება კი 6,700,000 ლარია.
პროგრამაში მონაწილე 18 ოჯახს ბინების გასაღები დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ და „თბილისის განვითარების ფონდის“ ხელმძღვანელმა, თამაზ ალიბეგაშვილმა გადასცეს.
„ორწლიანი მოლოდინის შემდეგ აღნიშნულ მისამართზე მცხოვრები ოჯახები უბრუნდებიან საკუთარ კერას უკვე დასრულებულ, ახალაშენებულ კორპუსში, სრულად გარემონტებულ ბინებში. ავარიული სახლის ჩანაცვლება ადამიანებს საკუთარი უბნის, საცხოვრებელი გარემოს და ცხოვრების ჩვეული რიტმის შენარჩუნების შესაძლებლობას აძლევს. მადლობა კონტრაქტორ კომპანია „ბიქეი ქონსთრაქშენს“, რომელმაც სამუშაოები კეთილსინდისიერად და დროულად შეასრულა“, — განაცხადა კახა კალაძემ.