ელეგანტურობა და პრესტიჟი - HONGQI E-Auto-სთან ერთად საქართველოში შემოვიდა
საქართველოს პრემიუმ საავტომობილო ბაზარზე ახალი ეტაპი იწყება. თბილისში ოფიციალურად გაიხსნა ჩინური პრემიუმ საავტომობილო ბრენდის, HONGQI-ს (ჰონცი), წარმომადგენლობა. ბრენდი, რომლის ისტორია 1958 წლიდან იწყება, აერთიანებს ელეგანტურობას, გამორჩეულ დიზაინს, თანამედროვე ტექნოლოგიებსა და შესრულების მაღალ ხარისხს და ქართველ მომხმარებელს საავტომობილო პრესტიჟის ახალ ფორმას სთავაზობს.
HONGQI-ს ერთადერთი ოფიციალური წარმომადგენელი საქართველოში E-Auto-ა, რომელმაც ბრენდის ახალი შოურუმი და ავტორიზებული სერვისცენტრი გახსნა. კომპანია მომხმარებელს სთავაზობს ოფიციალურ ავტომობილებს, მწარმოებლის გარანტიას, ორიგინალ სათადარიგო ნაწილებს, პროფესიონალურ ტექნიკურ მომსახურებასა და სრულ გაყიდვის შემდგომ მხარდაჭერას.
„HONGQI - პრესტიჟის ახალი ფორმა“, სწორედ ამ გზავნილით შემოდის ბრენდი საქართველოს ბაზარზე. HONGQI-ს მიზანია, პრემიუმ ავტომობილების მიმართ არსებული წარმოდგენები შეცვალოს და მომხმარებელს შესთავაზოს დახვეწილი დიზაინის, კომფორტის, თანამედროვე ტექნოლოგიებისა და კონკურენტული ფასის გამორჩეული კომბინაცია.
„პრესტიჟი მხოლოდ სახელი ან სიმბოლო არ არის. ეს არის თავდაჯერებულობა, კომფორტი და გამორჩეულობის შეგრძნება, რომელსაც ავტომობილი მის მფლობელს ანიჭებს. HONGQI-ს შემოსვლით ქართველ მომხმარებელს ვაცნობთ საავტომობილო ბრენდს, რომელიც ამ ღირებულებებს თაობების განმავლობაში განასახიერებს“, - აცხადებს E-Auto Georgia-ს დირექტორი არჩილ ხოჯაშვილი.
„ჩვენი მიზანია, ქართველ მომხმარებელს პრემიუმ სეგმენტში ახალი არჩევანი შევთავაზოთ - ავტომობილები, რომლებიც გამორჩეულ ისტორიას, დიზაინსა და თანამედროვე ტექნოლოგიებს მიმზიდველ ღირებულებასთან აერთიანებს.
საქართველოში HONGQI-სთვის ახალ სივრცეს ვქმნით, სადაც მომხმარებელს შესაძლებლობა ექნება, ახლოს გაიცნოს ბრენდი, მისი ღირებულებები და მიდგომები და ჩვენთან გრძელვადიანი ურთიერთობა ჩამოაყალიბოს“.
ათწლეულების განმავლობაში HONGQI-ს ავტომობილები ჩინეთში პრესტიჟისა და ეროვნული სიამაყის სიმბოლოდ იქცა. ისინი ემსახურებოდა ქვეყნის სახელმწიფო ლიდერებს და გამოიყენებოდა მაღალი რანგის საერთაშორისო სტუმრების მისაღებად.
დღეს ეს გამორჩეული ისტორია საავტომობილო ინოვაციების ახალ თაობას უკავშირდება და ბრენდისთვის დამახასიათებელი პრემიუმ გამოცდილებას მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის მომხმარებელს სთავაზობს.
„საქართველო HONGQI-ს საერთაშორისო განვითარების გზაზე ახალ და მნიშვნელოვან ეტაპს წარმოადგენს. ჩვენი მიზანია, ბრენდის მდიდარი ისტორია, გამორჩეული დიზაინი და თანამედროვე ტექნოლოგიები მსოფლიოს კიდევ უფრო მეტ მომხმარებელს გავაცნოთ.
E-Auto-სთან ჩვენი პარტნიორობა მრავალწლიან ნდობას, საერთო ღირებულებებსა და მომხმარებელზე ორიენტირებულ მიდგომას ეფუძნება. ერთად შევიმუშავეთ წარმატებული თანამშრომლობის მოდელი, რომელიც ბაზრის სიღრმისეულ ცოდნას, პროფესიონალურ მომსახურებასა და მომხმარებელთან გრძელვადიან ურთიერთობას აერთიანებს. გვჯერა, რომ ეს გამოცდილება საქართველოში წარმატებისთვის მყარ საფუძველს ქმნის.
მოხარულები ვართ, რომ ქართველ მომხმარებლებს HONGQI-ს სამყაროში ვიწვევთ და შესაძლებლობას ვაძლევთ, თავად აღმოაჩინონ ელეგანტურობა, ინოვაცია და პრემიუმ ავტომობილის მართვის ნამდვილი სიამოვნება“, - განაცხადა HONGQI-ს მშობელი კომპანიის, FAW-ის აღმოსავლეთ ევროპის მიმართულების გენერალური მენეჯერის მოადგილემ, ლუ ჟიგუანგმა.
HONGQI-მ განვითარების მნიშვნელოვანი გზა გაიარა - ეროვნული პრესტიჟის სიმბოლოდ ჩამოყალიბებული ბრენდი დღეს საერთაშორისო ბაზრებზე აქტიურად ვითარდება. ის ინარჩუნებს საკუთარ ისტორიულ იდენტობას და ამავდროულად აერთიანებს თანამედროვე დიზაინს, მოწინავე საინჟინრო გადაწყვეტილებებსა და ახალ საავტომობილო ტექნოლოგიებს.
ბრენდის განვითარების ახალი ეტაპი 2018 წელს დაიწყო, როდესაც HONGQI-ს დიზაინის მიმართულებას შეუერთდა ჯაილს ტეილორი (Giles Taylor) - Rolls-Royce-ის ყოფილი დიზაინის დირექტორი, რომელსაც მანამდე Jaguar-ში მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილებაც ჰქონდა. მან ბრენდის გლობალური დიზაინის განვითარებაში მნიშვნელოვანი როლი შეასრულა.
ოთხი მოდელი - პრესტიჟის ოთხი განსხვავებული გამოხატულება
საქართველოს ბაზარზე HONGQI ოფიციალურად ოთხი მოდელით არის წარმოდგენილი: H9, HS3, H5 და E-QM5. მოდელების მრავალფეროვნება მომხმარებელს საშუალებას აძლევს, არჩევანი გააკეთოს პრემიუმ სედანებს, თანამედროვე SUV-სა და სრულად ელექტრო ავტომობილს შორის.
ფლაგმანური H9-ის შთამბეჭდავი დიზაინიდან და დახვეწილი ელეგანტურობიდან დაწყებული, HS3-ის თანამედროვე და მრავალმხრივი შესაძლებლობებით დასრულებული, HONGQI-ს მოდელების ასორტიმენტი განსხვავებული ცხოვრების სტილისა და საჭიროებების მქონე მომხმარებლებს პასუხობს, ბრენდისთვის დამახასიათებელი იდენტობისა და ხარისხის შენარჩუნებით.
ოფიციალურ გახსნასთან დაკავშირებით, HONGQI მომხმარებელს სპეციალურ შეთავაზებასაც სთავაზობს - ერთი თვის განმავლობაში ყველა მოდელზე იმოქმედებს ფასდაკლება 5%-დან. ეს შეთავაზება მომხმარებელს შესაძლებლობას აძლევს, ბრენდის ავტომობილები კიდევ უფრო მიმზიდველ ფასად შეიძინოს.
HONGQI Georgia-ს ოფიციალური შოურუმი მდებარეობს თბილისში, თ. შეშელიძის ქუჩის №10-ში. მსურველებს შესაძლებლობა აქვთ, ადგილზე გაეცნონ წარმოდგენილ მოდელებს, თავად შეაფასონ ავტომობილები და აღმოაჩინონ საავტომობილო პრესტიჟის ახალი ფორმა.
დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ HONGQI-ს ოფიციალურ ვებგვერდს: www.hongqi-georgia.ge
სხვა სიახლეები
საქართველოს ბანკმა 2026 წლის კორპორატიული სოციალური პასუხისმგებლობის ანგარიში გამოაქვეყნა
16.11.2026.11:20
საქართველოს ბანკის კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის მიდგომა ეფუძნება გრძელვადიან ინვესტიციას საზოგადოების განვითარებასა და გაძლიერებაზე ორიენტირებულ სფეროებში. ბანკის მიზანია, ადამიანებს შეუქმნას შესაძლებლობები, ისწავლონ მეტი, მიიღონ საჭირო ცოდნა და უნარები, დასაქმდნენ, განავითარონ საკუთარი საქმიანობა და წვლილი შეიტანონ ქვეყნის განვითარებაში.
2026 წლის ანგარიში აერთიანებს როგორც უკვე არსებულ, მრავალწლიანი გამოცდილების მქონე ინიციატივებს, ისე ახალ პროექტებსა და პარტნიორობებს. მისი მთავარი გზავნილია, რომ შესაძლებლობები ადამიანებისთვის ხელმისაწვდომი უნდა იყოს ცხოვრების სხვადასხვა ეტაპზე და საქართველოს სხვადასხვა რეგიონში.
CSR საქმიანობის სამი ძირითადი მიმართულებაა:
ამასთანავე, ბანკი მხარს უჭერს სპორტის, კულტურისა და გარემოს დაცვის მიმართულებით ინიციატივებს, რომლებიც საზოგადოების განვითარებას, ჩართულობასა და შესაძლებლობების გაფართოებას ემსახურება.
2. განათლება - მთავარი მიმართულება
საქართველოს ბანკის საგანმანათლებლო საქმიანობა 40-ზე მეტ პროექტს აერთიანებს და ოთხ ძირითად პრიორიტეტს ეფუძნება: საგანმანათლებლო ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებას, ხარისხიან განათლებაზე ხელმისაწვდომობის ზრდას, STEM განათლების ხელშეწყობასა და ფინანსური წიგნიერების განვითარებას.
ძირითადი მაჩვენებლები:
იდეათეკები
იდეათეკა მულტიფუნქციური საგანმანათლებლო სივრცეა, რომელიც მოსწავლეებს წიგნებზე, ტექნოლოგიებსა და მრავალფეროვან საგანმანათლებლო რესურსებზე წვდომას აძლევს. პროექტი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია რეგიონებისთვის, მათ შორის მაღალმთიანი, საზღვრისპირა და ეთნიკური უმცირესობებით დასახლებული დასახლებებისთვის. 2026 წელს გაიხსნა ექვსი ახალი იდეათეკა.
სტიპენდიები და პროფესიული განათლება
საქართველოს ბანკის სასტიპენდიო პროგრამა სტუდენტებს პარტნიორ უნივერსიტეტებში, ბაკალავრიატის საფეხურზე სრული ან ნაწილობრივი დაფინანსების მიღების შესაძლებლობას აძლევს. პროგრამა 24 უნივერსიტეტთან თანამშრომლობით ხორციელდება.
საქართველოს ბანკი ასევე სასტიპენდიო პროგრამას ახორციელებს 20 პროფესიულ აკადემიაში, სადაც დაინტერესებულ ადამიანებს შესაძლებლობას აძლევს, 100%-იანი დაფინანსებით ისწავლონ სასურველი მიმართულებით. 2026 წლიდან პროგრამა სკოლის მოსწავლეებისთვისაც გაიხსნა - მათ 10-ზე მეტი კურსის სრული დაფინანსებით სწავლის შესაძლებლობა აქვთ.
ბანკი ასევე უჭერს მხარს საერთაშორისო განათლების შესაძლებლობების შექმნას. ყოველწლიურად, საქართველოს ბანკი Fulbright-ის, Chevening-ის, ნიკა გუჯეჯიანის სახელობის სასტიპენდიო პროგრამის და UWC-ის სასტიპენდიო პროგრამის ფარგლებში საკუთარ სტიპენდიატებს ავლენს.
STEM განათლება და ტექნოლოგიური უნარები
საქართველოს ბანკი კომაროვის სკოლასთან თანამშრომლობით STEM სკოლის პროექტს ახორციელებს, რომელიც მოსწავლეებს საბუნებისმეტყველო მეცნიერებების, ტექნოლოგიების, ინჟინერიისა და მათემატიკის მიმართულებით ცოდნის გაღრმავებაში ეხმარება.
2026 წელს გაიხსნა TUMO ქუთაისი - უფასო საგანმანათლებლო ცენტრი, სადაც მოზარდები ტექნოლოგიებს, პროგრამირებას, დიზაინსა და სხვა შემოქმედებით მიმართულებებს ეუფლებიან.
ფინანსური წიგნიერება
2026 წელს საქართველოს ბანკის ფინანსური განათლების სასერტიფიკატო ტრენინგი 600-ზე მეტმა მონაწილემ გაიარა. ტრენინგები განკუთვნილია მასწავლებლებისთვის, სტუდენტებისა და მშობლებისთვის.
საქართველოს ეროვნულ ბანკთან პარტნიორობით მხარდაჭერილია მოსწავლეებისა და მასწავლებლების ფინანსური განათლების კონკურსები, დესპანებისა და ფინანსური ავტობუსის პროექტები. ფინანსური განათლების კურსი დაინერგა ორ უნივერსიტეტშიც, სადაც ის 100-ზე მეტმა სტუდენტმა გაიარა.
ახალგაზრდებთან ფინანსური ცოდნის გასავრცელებლად გამოიყენება sCoolApp-ის საგანმანათლებლო თამაში TRIVIA. 2026 წელს თამაშში მომხმარებლების 75%-მა მიიღო მონაწილეობა. თამაშის თემებს შორისაა დაზოგვა, პასუხისმგებლიანი ხარჯვა, პირადი ბიუჯეტის დაგეგმვა და კიბერუსაფრთხოება.
3. დასაქმება - განათლებიდან პროფესიულ განვითარებამდე
საქართველოს ბანკის მიდგომა განათლების მხარდაჭერით არ შემოიფარგლება. ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიზანია, ახალგაზრდებმა მიღებული ცოდნა პრაქტიკაში გამოიყენონ, მიიღონ პირველი სამუშაო გამოცდილება და კარიერა დაიწყონ. ამ მიმართულებით ბანკი ახორციელებს სტაჟირებისა და პროფესიული განვითარების პროგრამებს, მათ შორისაა:
ლიდერატორი
ლიდერატორი უნივერსიტეტის სტუდენტებისთვის განკუთვნილი ანაზღაურებადი სტაჟირების პროგრამაა. მონაწილეები მუშაობენ სხვადასხვა დეპარტამენტში, იღებენ პრაქტიკულ გამოცდილებას, სარგებლობენ მენტორობითა და რეგულარული უკუკავშირით.
2017 წლიდან პროგრამაში 537-ზე მეტმა სტუდენტმა მიიღო მონაწილეობა, ხოლო მონაწილეთა 80%-მა პროგრამის დასრულების შემდეგ კარიერა საქართველოს ბანკში გააგრძელა. 2026 წელს პროგრამაში 44 სტუდენტი ჩაერთო.
საზაფხულო სტაჟირება
პროგრამა ქართველი სტუდენტებისთვისაა განკუთვნილი, რომლებიც მსოფლიოს წამყვან უნივერსიტეტებში სწავლობენ. ის მათ 4-დან 8 კვირამდე ხანგრძლივობის პრაქტიკულ გამოცდილებას სთავაზობს. 2026 წელს პროგრამას 47 სტუდენტი შეუერთდა, ხოლო მისი დაწყებიდან დღემდე მონაწილეობა 119-მა სტუდენტმა მიიღო.
4. ბიზნესის მხარდაჭერა - ცოდნა, კონსულტაცია და განვითარების შესაძლებლობები
საქართველოს ბანკის ბიზნესის მხარდაჭერა მხოლოდ ფინანსურ პროდუქტებს არ გულისხმობს. ბანკი მეწარმეებს სთავაზობს ცოდნის გაღრმავების, პროფესიული კონსულტაციის, საქმიანი კავშირებისა და ბიზნესის განვითარების შესაძლებლობებს.
მიმართულება სამ ძირითად კომპონენტს აერთიანებს:
მეწარმე ქალთა სკოლა
საქართველოს ბანკმა და გაეროს განვითარების პროგრამამ (UNDP) მეწარმე ქალთა სკოლა 2022 წელს დააფუძნეს. პროგრამა ქალ მეწარმეებს ეხმარება ბიზნესის მართვის ცოდნის გაღრმავებაში, სტრატეგიული ხედვის ჩამოყალიბებასა და პროფესიული კავშირების დამყარებაში. 2026 წელს აჭარის რეგიონში გაიმართა ელექტრონული კომერციის ორდღიანი ტრენინგი, რომელშიც 30-მა ადგილობრივმა მეწარმე ქალმა მიიღო მონაწილეობა.
500 Georgia
საქართველოს ბანკი 500 Global-თან და GITA-სთან ერთად 500 Georgia-ს აქსელერაციის პროგრამას ახორციელებს. პროგრამა სტარტაპებს ეხმარება ბიზნესმოდელის გაუმჯობესებაში, ინვესტიციების მოსაზიდად მომზადებასა და საერთაშორისო სტარტაპებისა და ინვესტორების ქსელებთან დაკავშირებაში. პროგრამაში მისი დაწყებიდან დღემდე 125 სტარტაპი ჩაერთო, მათგან 11 - 2026 წელს.
BusinessCourse.ge
BusinessCourse.ge უფასო ონლაინ პლატფორმაა მეწარმეებისთვის, მენეჯერებისა და პროფესიონალებისთვის. ის მომხმარებლებს საქართველოს ნებისმიერი წერტილიდან აძლევს ბიზნესცოდნისა და პრაქტიკული უნარების განვითარების შესაძლებლობას.
5. სპორტი, კულტურა და გარემოს დაცვა
განათლების, დასაქმებისა და ბიზნესის მხარდაჭერის პარალელურად, საქართველოს ბანკი გრძელვადიანად თანამშრომლობს სპორტულ ფედერაციებთან და კულტურულ ორგანიზაციებთან, ასევე მონაწილეობს გარემოს დაცვის ინიციატივებში.
სპორტი
2026 წელს გაგრძელდა კამპანია „რომელი ბრენდი იმსახურებს ჩემპიონს?“, რომელიც ქართულ ბიზნესებს ქართველი პარასპორტსმენების მხარდაჭერისკენ მოუწოდებს. კამპანიას დაახლოებით 20 ბრენდი შეუერთდა.
ასევე, 2026 წლიდან საქართველოს ბანკი ნანა ალექსანდრიას სახელობის ფოთის საჭადრაკო კლუბის მთავარი პარტნიორია. პარტნიორობის ფარგლებში 10 ახალგაზრდა მოჭადრაკეს სრული ერთწლიანი სტიპენდია გადაეცა.
კულტურა
საქართველოს ბანკი 2022 წლიდან ქართული ნაციონალური ბალეტის, „სუხიშვილების“, გენერალური პარტნიორია. 2026 წელს დაიწყო კამპანია „სუხიშვილები და რეგიონები“, რომლის მიზანია ანსამბლის კონცერტების საქართველოს სხვადასხვა რეგიონში გამართვა. პირველი კონცერტი ქუთაისში გაიმართა.
ბანკი ასევე უკვე სამი წელია მხარს უჭერს „თბილისის წიგნის დღეებს“. 2023 წლიდან ღონისძიებას 150 000-ზე მეტი ადამიანი დაესწრო.
2026 წელს დაიწყო ბავშვებისთვის განკუთვნილი ქართული 3D ანიმაციური სერიალის, „მარგო და კირას“, მხარდაჭერაც. სერიალი ბავშვების ემოციური, კოგნიტიური და სოციალური უნარების განვითარებაზეა ორიენტირებული.
გარემოს დაცვა
საქართველოს ბანკი 2010 წლიდან კავკასიის ბუნების ფონდთან (CNF) თანამშრომლობით საქართველოს დაცული ტერიტორიების შენარჩუნებასა და განვითარებას უწყობს ხელს. ამჟამად ბანკი 18 დაცული ტერიტორიის მხარდამჭერია, რომელთა საერთო ფართობი 740 000 ჰექტარს შეადგენს.
პარტნიორობის ფარგლებში ფინანსდება დაცული ტერიტორიების ადმინისტრაციული და ინფრასტრუქტურული საჭიროებები, უმჯობესდება რეინჯერების სამუშაო პირობები და მხარდაჭერილია ადგილობრივი მოსახლეობაც.
ეს საქართველოს ბანკის მიერ განხორციელებული ინიციატივების მხოლოდ ნაწილია. სრული CSR ანგარიში ხელმისაწვდომია ბმულზე.