მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7187.5
-0.0017
flag
AZN 1.5237
0.0001
flag
CNY 38.933
0.0033
flag
EUR 2.8406
-0.0038
flag
GBP 3.4016
0.0034
flag
KZT 56.47
-0.0009
flag
TRY 0.051
-0.0001
flag
USD 2.5911
-0.0006
news banner

ელექტრომობილების დამტენების ინფრასტრუქტურა, ამ ავტომობილებზე მოთხოვნის ზრდის პარალელურად ფართოვდება - E-Space

news image
mbc image

ქვეყანაში ელექტრომობილების დამტენების ინფრასტრუქტურა წლიდან წლამდე ვითარდება და ფართოვდება. როგორც Business Insider Georgia-თან კომპანია E-Space-ის აღმასრულებელმა დირექტორმა დავით იოსავამ განაცხადა, ელექტრომობილების დამტენებზე მოთხოვნა მზარდია.

„მზარდია მოთხოვნა როგორც სწრაფ ისე მეორე დონის, სახლისთვის, საჯარო მოხმარებისთვის განკუთვნილ დამტენებზე. ელექტრომობილების დამტენ სადგურებზე მოთხოვნა იზრდება იმიტომ, რომ ქვეყანაში იზრდება ელექტრომობილების რაოდენობაც.

ბოლო 2 წლის განმავლობაში ქვეყანაში ელექტრომობილების რაოდენობა თითქმის გაორმაგებულია. თუ კი მაშინ დაახლოებით 3000 ერთეული იყო, ახლა უკვე 6500 ერთეულია. რაც შეეხება ელექტრომობილების იმპორტს მზარდია. ბოლო წელს ქვეყანაში ჩინური წარმოების ელექტრომობილებიც შემოვიდა, თუმცა ძვირიანი ელექტრომობილების შემოყვანის ტრენდი გაზრდილია. თუ აქამდე მოთხოვნა უფრო იაფიან ელექტრომობილებზე იყო, ახლა უკვე ძვირადღირებულ ელექტრომობილებს ეძებენ“, - აღნიშნა დავით იოსავამ.

მისივე თქმით, თუ აქამდე 50 კილოვატიანი დამტენების მონტაჟი ხდებოდა, ახლა უკვე სწრაფი, 100 კილოვატიანი დამტენები მონტაჟდება. 

„მსგავსი ტიპის დამტენები უკვე დააყენა კომპანია „ვისოლმა“, რომელიც ჩვენს ქსელშია ჩართული“, - აცხადებს E-Space-ის აღმასრულებელი დირექტორი.

კომპანია  E-Space დაარსდა 2016 წელს და იყო პირველი კომპანია, რომელმაც საქართველოში დაამონტაჟა ორი საჯარო მოხმარების ელექტრომობილის დამტენი . 2017 წელს, კომპანიამ ასევე პირველად საქართველოში დაამონტაჟა სწრაფი დამტენები.

 E-Space-ი მუდმივად ავითარებს დამტენების ქსელს და დამტენებთან დაკავშირებულ სხვადასხვა მომსახურებებს სთავაზობს ფიზიკურ და იურიდიულ პირებს.

 E-Space-მა შექმნა აპლიკაციის ბიზნეს მოდული, რომელიც შესაძლებლობას აძლევს მომხმარებლებს შექმნან საკუთარი დასამუხტი სადგურების ქსელი და გამოიმუშაონ თანხა.

როგორც  E-Space-ის საიტზე განთავსებული ინფორმაციიდან ირკვევა, კომპანია მომხმარებლებს შემდეგ სერვისებს სთავაზობს: 

  • დამტენების ქსელს მთელი საქართველოს მასშტაბით
  • აპლიკაციის ბიზნეს მოდულს და თანხის გამომუშავების შესაძლებლობას
  • ნებისმიერი სახის მომსახურებას დამტენების კუთხით
  • მსოფლიოს წამყვანი ბრენდების პროდუქციას ABB, KEBA, UNU
  • ABB-ს მიერ სერტიფიცირებული კადრების მომსახურებას.
banner image news banner
ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ბიზნესი
image ჩვენთვის მნიშვნელოვანია ისეთ პროექტებში მონაწილეობა, რომლებიც ქალაქის უსაფრთხო განვითარებას უწყობს ხელს - „თეთრმა კვადრატმა“ და „ბიქეი ქონსთრაქშენმა“ სამუშაოები ხარისხიანად და დათქმულ ვადებში დაასრულეს, რათა 18 ოჯახი საკუთარ მისამართზე, უსაფრთხო და თანამედროვე გარემოში დაბრუნებულიყო | ბაკურ ბერეკაშვილი

27.11.2026.23:16

თბილისში, საბურთალოზე, გამრეკელის ქუჩის I შესახვევის N6-ში, ახალი მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობა დასრულდა. 

პროექტი BK Holding-ში შემავალი კომპანიების - „თეთრი კვადრატის“ და „ბიქეი ქონსთრაქშენის“ მონაწილეობით, თბილისის მერიის „ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამის“ ფარგლებში განხორციელდა.

ავარიული შენობის ნაცვლად, მისამართზე თანამედროვე სტანდარტების 8-სართულიანი კორპუსი აშენდა. სამუშაოები ორი წელი გაგრძელდა, პროექტის საერთო ღირებულება კი 6,700,000 ლარია.

პროგრამაში მონაწილე 18 ოჯახს ბინების გასაღები დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ და „თბილისის განვითარების ფონდის“ ხელმძღვანელმა, თამაზ ალიბეგაშვილმა გადასცეს.

„ორწლიანი მოლოდინის შემდეგ აღნიშნულ მისამართზე მცხოვრები ოჯახები უბრუნდებიან საკუთარ კერას უკვე დასრულებულ, ახალაშენებულ კორპუსში, სრულად გარემონტებულ ბინებში. ავარიული სახლის ჩანაცვლება ადამიანებს საკუთარი უბნის, საცხოვრებელი გარემოს და ცხოვრების ჩვეული რიტმის შენარჩუნების შესაძლებლობას აძლევს. მადლობა კონტრაქტორ კომპანია „ბიქეი ქონსთრაქშენს“, რომელმაც სამუშაოები კეთილსინდისიერად და დროულად შეასრულა“, — განაცხადა კახა კალაძემ.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა