„ელიტში“ საქართველოს ბანკის ნაწილ-ნაწილ გადახდისას 20%-იან ქეშბექს მიიღებთ
საქართველოს ბანკი მომხმარებლების წახალისებას აქტიურ რეჟიმში აგრძელებს. ამჯერად, ბანკმა პარტნიორ კომპანია „ელიტთან“ ერთად ერთგულ მომხმარებლებს, ნაწილ-ნაწილ გადახდისას, სპეციალური შეთავაზება მოუმზადა.
შეთავაზების ფარგლებში, 8 მარტს, ის მომხმარებლები, რომლებიც „ელიტში“ სასურველ ნივთს საქართველოს ბანკის ნაწილ-ნაწილ გადახდით შეიძენენ, 20%-იან ქეშბექს მიიღებენ. (მაქსიმუმ 200 ლარი).
აქცია ვრცელდება როგორც ფიზიკურ, ასევე ონლაინ არხებში განხორციელებულ ტრანზაქციებზე. ქეშბექი ერთჯერადია და მომხმარებლებს ის სამი სამუშაო დღის განმავლობაში დაუბრუნდებათ.
ნაწილ-ნაწილ საქართველოს ბანკის გადახდის მეთოდია, რომელიც მომხმარებლებს შესაძლებლობას აძლევს სასურველი ნივთი შეიძინონ დღესვე, ხოლო თანხა 4 თვეზე თანაბრად გადაანაწილონ ისე, რომ პროდუქტის ჯამური ღირებულება არ გაუძვირდეთ (ეფექტური 0%). ამასთანავე, მომხმარებლებს შეუძლიათ თანხის ნაწილი გადაიხადონ, დარჩენილი კი მომდევნო თვეებზე გადაანაწილონ. შესაბამისად, ნაწილ-ნაწილ გადაიხდით ზუსტად იმდენს, რასაც ერთიანად გადაიხდიდით.
შეთავაზების შესახებ მეტი ინფორმაციისთვის ეწვიეთ ბმულს.
სხვა სიახლეები
ძალიან მნიშვნელოვანი წინსვლა გვაქვს სოფლის მეურნეობაში ყველა მიმართულებით, გასულ წელს აგრობიზნესის მთლიანმა გამოშვებამ თითქმის 20 მლრდ ლარს მიაღწია, რაც 2012 წელთან შედარებით 2,5-ჯერ გაუმჯობესებული მაჩვენებელია - პრემიერი
19.09.2026.16:42
დღეს ჩვენ აღვნიშნავთ ფერმერის დღეს. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი დღე თითოეული ჩვენგანისთვის, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ფერმერის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას.
როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, ფერმერის შრომაზე ძალიან ბევრი რამ არის დამოკიდებული საქართველოში.
„ფერმერის შრომაზე არის დამოკიდებული ჩვენი ქვეყნის გაძლიერება, ეკონომიკური განვითარება, სასურსათო უსაფრთხოება, სოციალური სტაბილურობა და, რა თქმა უნდა, ფერმერის შრომაზე არის დამოკიდებული ძლიერი სოფელი და ძლიერი სოფლის მეურნეობა. აქედან გამომდინარე, თითოეულ თქვენგანს, ფერმერებს მინდა მადლობა გადაგიხადოთ თქვენი შრომისთვის. ეს შრომა არის ნამდვილად პატრიოტიზმის ერთ-ერთი ძალიან მნიშვნელოვანი გამოხატულება.
ჩვენ გვაქვს ძალიან მნიშვნელოვანი წინსვლა სოფლის მეურნეობაში ყველა მიმართულებით. ამ წინსვლას ადასტურებს კონკრეტული შედეგები. გასულ წელს აგრობიზნესის მთლიანმა გამოშვებამ თითქმის 20 მილიარდ ლარს მიაღწია, რაც 2012 წელთან შედარებით 2,5-ჯერ გაუმჯობესებული მაჩვენებელია. სოფლის მეურნეობაში შექმნილი მშპ 5.4 მილიარდ ლარამდე გაიზარდა და ეროვნული ეკონომიკის თითქმის 6%-ს შეადგენს დღეისათვის. სოფლად დასაქმებულთა რაოდენობამ 577 ათასს გადააჭარბა, ხოლო უმუშევრობა 11.2%-მდე შემცირდა. ეს შედეგები მეტყველებს იმაზე, რომ ჩვენ გვაქვს მუდმივი წინსვლა, თუმცა სოფლის მეურნეობას სჭირდება მუდმივი ზრუნვა, მუდმივი განვითარება. ამისათვის სახელმწიფო ბევრ რამეს აკეთებ