მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7187.5
-0.0017
flag
AZN 1.5237
0.0001
flag
CNY 38.933
0.0033
flag
EUR 2.8406
-0.0038
flag
GBP 3.4016
0.0034
flag
KZT 56.47
-0.0009
flag
TRY 0.051
-0.0001
flag
USD 2.5911
-0.0006
news banner

„ელპლუსი" ახალი საწარმოს მშენებლობასა და ექსპორტზე გასვლას გეგმავს

news image
mbc image

სახანძრო უსაფრთხოების სისტემების კომპანია „ელპლუსი“, რომელიც ადგილობრივ ბაზარზე 19 წელია ოპერირებს ახალი საწარმოს მშენებლობასა და ექსპორტზე გასვლას გეგმავს.

„ჩვენი ძირითადი მიზანია, გარე ბაზრებზე გასვლა. ეს არის სომხეთი, აზერბაიჯანი, ბელორუსი და ა.შ. უახლოეს პერიოდში ჩვენ ვგეგმავთ საწარმო ხაზის გაფართოებას. ახალი საწარმოსთვის 20 მილიონის ფარგლებში უკვე დამტკიცებულია საკრედიტო ხაზი. ჩართულია EBRD, რომლის დახმარებითაც უახლოეს პერიოდში განვახორციელებთ დიდ პროექტს. წარმადობა რამდენჯერმე გაიზრდება. როდესაც ვგეგმავთ ექსპორტს მოთხოვნა-მიწოდების ბალანსი უნდა დავიცვათ. ადგილობრივ ბაზარზე მოთხოვნას მაქსიმალურად ვაკმაყოფილებთ, თუმცა გარე ბაზრისთვის ეს სიმძლავრე საკმარისი არ არის“,- ამბობს Business Insider Georgia-სთან „ელპლუსის“ ბიზნესის განვითარების დირექტორი ვაკო საღირაშვილი.

მისი ინფორმაციით, საწარმო აშენდება თბილისთან ახლოს.

„ამ დროისთვის მიმდინარეობს რელევანტური ტერიტორიის მოძიება, რომელიც იქნება ტრასასთან ახლოს, რადგან ჩვენ რეგიონებსაც ვამარაგებთ. საწარმო თანამედროვე დანადგარებით აღიჭურვება, რაც წარმადობას გაზრდის. თუ ახლა დღეში 50 ცეცხლგამძლე კარს ვაწარმოებთ, შესაძლებელია წარმადობა გაიზარდოს 500 კარამდე. მაგალითად დღეს თუ მასალიდან გვრჩება უფრო მეტი ნარჩენი, თანამედროვე დანადგარებით შესაძლებელია უფრო ნაკლები დანახარჯებით წარმოება. ჩვენი მიზანია, რომ 2025 წლის ბოლომდე საწარმო გაუშვათ“, - ამბობს კომპანიის წარმომადგენელი.

გასულ წელს კომპანიამ პარტნიორული ხელშეკრულება გააფორმა მსოფლიო ბრენდთან, როგორიცაა Bosch. წელს კი ამ ხელშეკრულების ფარგლებში არაერთ საერთაშორისო კომპანიასთან იგეგმება თანამშრომლობა

„გასულ წელს  დავიწყეთ არასახანძრო საინჟინრო სისტემების პროექტირება და მონტაჟი. მიმდინარე წელს კი მომხმარებლებისთვის ამ სერვისის მიწოდება აქტიურად იგეგმება. ჩვენი ბიზნესის 90% ამ ეტაპზე არის სახანძრო უსაფრთხოების სისტემების იმპორტი, ინსტალაცია და ექსპლუატაციაში ჩაშვება. ჩვენ ფაქტობრივად მე-3-ე, მე-4-ე  და მე-5-ე კლასის განსაკუთრებული დანიშნულების შენობა-ნაგებობებში ვახდენთ ექსპლუატაციისთვის გამართვას საინჟინრო ნაწილში. წარმოდგენილები ვართ ქვეყნისა და არა მხოლოდ თბილისის მასშტაბით ბევრ სხვადასხვა ტიპის ობიექტში. ეს არის სამშენებლო, ჰოსპიტალითი, ჰორეკა თუ განსაკუთრებული დანიშნულების შენობა-ნაგებობებით. მათ შორის პორტებში და ა.შ“, - აცხადებს ვაკო საღირაშვილი.

banner image news banner
ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ბიზნესი
image ჩვენთვის მნიშვნელოვანია ისეთ პროექტებში მონაწილეობა, რომლებიც ქალაქის უსაფრთხო განვითარებას უწყობს ხელს - „თეთრმა კვადრატმა“ და „ბიქეი ქონსთრაქშენმა“ სამუშაოები ხარისხიანად და დათქმულ ვადებში დაასრულეს, რათა 18 ოჯახი საკუთარ მისამართზე, უსაფრთხო და თანამედროვე გარემოში დაბრუნებულიყო | ბაკურ ბერეკაშვილი

27.11.2026.23:16

თბილისში, საბურთალოზე, გამრეკელის ქუჩის I შესახვევის N6-ში, ახალი მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობა დასრულდა. 

პროექტი BK Holding-ში შემავალი კომპანიების - „თეთრი კვადრატის“ და „ბიქეი ქონსთრაქშენის“ მონაწილეობით, თბილისის მერიის „ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამის“ ფარგლებში განხორციელდა.

ავარიული შენობის ნაცვლად, მისამართზე თანამედროვე სტანდარტების 8-სართულიანი კორპუსი აშენდა. სამუშაოები ორი წელი გაგრძელდა, პროექტის საერთო ღირებულება კი 6,700,000 ლარია.

პროგრამაში მონაწილე 18 ოჯახს ბინების გასაღები დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ და „თბილისის განვითარების ფონდის“ ხელმძღვანელმა, თამაზ ალიბეგაშვილმა გადასცეს.

„ორწლიანი მოლოდინის შემდეგ აღნიშნულ მისამართზე მცხოვრები ოჯახები უბრუნდებიან საკუთარ კერას უკვე დასრულებულ, ახალაშენებულ კორპუსში, სრულად გარემონტებულ ბინებში. ავარიული სახლის ჩანაცვლება ადამიანებს საკუთარი უბნის, საცხოვრებელი გარემოს და ცხოვრების ჩვეული რიტმის შენარჩუნების შესაძლებლობას აძლევს. მადლობა კონტრაქტორ კომპანია „ბიქეი ქონსთრაქშენს“, რომელმაც სამუშაოები კეთილსინდისიერად და დროულად შეასრულა“, — განაცხადა კახა კალაძემ.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა