ELT Group-ი აშშ-ში გამართულ კონფერენციაზე Wyndham International Opening Award-ით დაჯილდოვდა
ELT Group-ის მენეჯმენტი Wyndham Hotels & Resorts-ის გლობალურ კონფერენციაში მონაწილეობდა, რომელიც ლას ვეგასში გაიმართა. ღონისძიება ყოველწლიურად აერთიანებს მსოფლიოს უდიდესი სასტუმრო ბრენდის პარტნიორებს, ინვესტორებსა და ინდუსტრიის ლიდერებს, რათა ერთობლივად შეფასდეს მიღწევები და დაიგეგმოს მომავალი განვითარების სტრატეგიები.
„წელს ELT Group პირველად იყო წარმოდგენილი Wyndham-ის გლობალურ კონფერენციაზე, როგორც რეგიონში პირველი La Quinta by Wyndham-ის სასტუმროს მფლობელი და ოფიციალური პარტნიორი, რაც წარმოადგენს მნიშვნელოვან ნაბიჯს საქართველოსა და მთლიანად კავკასიის რეგიონის საერთაშორისო ტურისტულ რუკაზე პოზიციონირებისთვის. რაც ყველაზე საამაყოა, ჩვენი კომპანია დაჯილდოვდა Wyndham International Opening Award-ით.
ლას ვეგასში გამართულ კონფერენციაში მონაწილეობდნენ ELT Group-ის დამფუძნებელი ბ-ნი ეგუჯა თურმანიძე, გენერალური დირექტორი ბ-ნი მამუკა მახარაძე, HR დირექტორი ქ-ნი ანა ჯიოშვილი და კომერციული დირექტორი ბ-ნი ვალერი გურგენაძე“, - აღნიშნულია ELT Group-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
სხვა სიახლეები
ჩვენთვის მნიშვნელოვანია ისეთ პროექტებში მონაწილეობა, რომლებიც ქალაქის უსაფრთხო განვითარებას უწყობს ხელს - „თეთრმა კვადრატმა“ და „ბიქეი ქონსთრაქშენმა“ სამუშაოები ხარისხიანად და დათქმულ ვადებში დაასრულეს, რათა 18 ოჯახი საკუთარ მისამართზე, უსაფრთხო და თანამედროვე გარემოში დაბრუნებულიყო | ბაკურ ბერეკაშვილი
27.11.2026.23:16
თბილისში, საბურთალოზე, გამრეკელის ქუჩის I შესახვევის N6-ში, ახალი მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობა დასრულდა.
პროექტი BK Holding-ში შემავალი კომპანიების - „თეთრი კვადრატის“ და „ბიქეი ქონსთრაქშენის“ მონაწილეობით, თბილისის მერიის „ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამის“ ფარგლებში განხორციელდა.
ავარიული შენობის ნაცვლად, მისამართზე თანამედროვე სტანდარტების 8-სართულიანი კორპუსი აშენდა. სამუშაოები ორი წელი გაგრძელდა, პროექტის საერთო ღირებულება კი 6,700,000 ლარია.
პროგრამაში მონაწილე 18 ოჯახს ბინების გასაღები დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ და „თბილისის განვითარების ფონდის“ ხელმძღვანელმა, თამაზ ალიბეგაშვილმა გადასცეს.
„ორწლიანი მოლოდინის შემდეგ აღნიშნულ მისამართზე მცხოვრები ოჯახები უბრუნდებიან საკუთარ კერას უკვე დასრულებულ, ახალაშენებულ კორპუსში, სრულად გარემონტებულ ბინებში. ავარიული სახლის ჩანაცვლება ადამიანებს საკუთარი უბნის, საცხოვრებელი გარემოს და ცხოვრების ჩვეული რიტმის შენარჩუნების შესაძლებლობას აძლევს. მადლობა კონტრაქტორ კომპანია „ბიქეი ქონსთრაქშენს“, რომელმაც სამუშაოები კეთილსინდისიერად და დროულად შეასრულა“, — განაცხადა კახა კალაძემ.