ELT Group-მა ტურიზმის სამიტ „ტურისტერში“ მიიღო მონაწილეობა
გასული კვირის ბოლოს ბათუმში ორ დღიანი მასშტაბური ღონისძიება ტურიზმის სამიტი „ტურისტერი“ გაიმართა, სადაც ადგილობრივი და საერთაშორისო კომპანიების წარმომადგენლებმა ინდუსტრიაში არსებულ გამოწვევებზე, შესაძლებლობებსა და პერსპექტივებზე იმსჯელეს.
დეტალებზე Business Insider Georgia დეველოპერული კომპანია "იელთი ჯგუფის“ კომერციულ დირექტორს ვალერი გურგენაძეს ესაუბრა
,,მოხარულები ვართ, რომ იელთი ჯგუფი წარმოდგენილი იყო როგორც, ,,ტურისტერის“ - ტურიზმის სამიტის პანელური დისკუსიის მონაწილე. პანელი შეეხებოდა ტურიზმის ინდუსტრიის გავლენას და ეფექტს დაკავშირებულ ბიზნესებში. ჩვენს შემთხვევაში განვიხილეთ უძრავ ქონებასთან კავშირი, რომელიც ბათუმის მაგალითზე კიდევ მეტად კრიტიკული და გადაჯაჭვულია ტურიზმის სექტორთან.
დიდი მადლობა გვინდა გადავუხადოთ ტურიზმის სამიტის ორგანიზატორებს ძალიან საჭირო და ღირებული დისკუსიებისთვის. სწორედ ასეთ შეხვედრებზე ხდება მიმდინარე მოცემულობის კრიტიკული შეფასება და მომავლის ტრენდების და გეგმების განსაზღვრა“, - აღნიშნა "იელთი ჯგუფის“ კომერციულმა დირექტორმა ვალერი გურგენაძემ.
რკო
ახალი კოლექცია
სხვა სიახლეები
ჩვენთვის მნიშვნელოვანია ისეთ პროექტებში მონაწილეობა, რომლებიც ქალაქის უსაფრთხო განვითარებას უწყობს ხელს - „თეთრმა კვადრატმა“ და „ბიქეი ქონსთრაქშენმა“ სამუშაოები ხარისხიანად და დათქმულ ვადებში დაასრულეს, რათა 18 ოჯახი საკუთარ მისამართზე, უსაფრთხო და თანამედროვე გარემოში დაბრუნებულიყო | ბაკურ ბერეკაშვილი
27.11.2026.23:16
თბილისში, საბურთალოზე, გამრეკელის ქუჩის I შესახვევის N6-ში, ახალი მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობა დასრულდა.
პროექტი BK Holding-ში შემავალი კომპანიების - „თეთრი კვადრატის“ და „ბიქეი ქონსთრაქშენის“ მონაწილეობით, თბილისის მერიის „ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამის“ ფარგლებში განხორციელდა.
ავარიული შენობის ნაცვლად, მისამართზე თანამედროვე სტანდარტების 8-სართულიანი კორპუსი აშენდა. სამუშაოები ორი წელი გაგრძელდა, პროექტის საერთო ღირებულება კი 6,700,000 ლარია.
პროგრამაში მონაწილე 18 ოჯახს ბინების გასაღები დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ და „თბილისის განვითარების ფონდის“ ხელმძღვანელმა, თამაზ ალიბეგაშვილმა გადასცეს.
„ორწლიანი მოლოდინის შემდეგ აღნიშნულ მისამართზე მცხოვრები ოჯახები უბრუნდებიან საკუთარ კერას უკვე დასრულებულ, ახალაშენებულ კორპუსში, სრულად გარემონტებულ ბინებში. ავარიული სახლის ჩანაცვლება ადამიანებს საკუთარი უბნის, საცხოვრებელი გარემოს და ცხოვრების ჩვეული რიტმის შენარჩუნების შესაძლებლობას აძლევს. მადლობა კონტრაქტორ კომპანია „ბიქეი ქონსთრაქშენს“, რომელმაც სამუშაოები კეთილსინდისიერად და დროულად შეასრულა“, — განაცხადა კახა კალაძემ.