ELT Group ქვეყნის ყველაზე მასშტაბური ბიზნეს ღონისძიების Networking Georgia-ს გენერალური სპონსორი და მთავარი პარტნიორი იყო
„იელთი ჯგუფი“ ქვეყნის ყველაზე მასშტაბური ბიზნეს ღონისძიების Networking Georgia-ს გენერალური სპონსორი და მთავარი პარტნიორი იყო.
ღონისძიება 2–3 ოქტომბერს წინანდლის ისტორიულ მამულში გაიმართა.
„ჩვენთვის ეს იყო უდიდესი პატივი, ვყოფილიყავით ამ გამორჩეული ბიზნეს ივენთის პარტნიორი და გვემასპინძლა 800-მდე სტუმრისთვის, რომლებიც დღეს წარმოადგენენ საქართველოს წამყვან ბიზნეს აუდიტორიას.
ნეთვორქინგი ჩვენს საქმიანობაში მხოლოდ კონტაქტების გაცვლა არ არის, ეს არის კონკურენტული უპირატესობა და უნარი, რომელიც ქმნის მომავალ წარმატებებს.
სწორედ ამგვარი შეხვედრები აჩენს შესაძლებლობებს ახალი პროექტებისთვის, ინვესტიციებისთვის და პარტნიორობისთვის.
„იელთის“ ჩართვა ამ ღონისძიებაში იყო ჩვენი მისიისა და პასუხისმგებლობის გამოხატულება, რადგან ჩვენი კომპანია თავისი საქმიანობით და თითოეული წინ გადადგმული ნაბიჯით ქვეყნის განვითარებასა და უკეთესი მომავლის შექმნას ემსახურება.
განსაკუთრებული მადლობა Bene Exclusive • ბენე ექსკლუზივი-სა და ორგანიზატორთა გუნდს პროფესიონალური მიდგომისთვის და იმ პლატფორმის შექმნისთვის, რომელიც აერთიანებს ბიზნესს, იდეებსა და ადამიანებს.
ჩვენი მიზანია გავაგრძელოთ აქტიური მონაწილეობა იმ ტიპის ინიციატივებში, რომლებიც აძლიერებენ ბიზნეს ეკოსისტემას საქართველოში და ავითარებენ ურთიერთობების კულტურას“, - აღნიშნულია „იელთი ჯგუფის“ სოციალურ ქსელში განთავსებულ ინფორმაციაში.
სხვა სიახლეები
ჩვენთვის მნიშვნელოვანია ისეთ პროექტებში მონაწილეობა, რომლებიც ქალაქის უსაფრთხო განვითარებას უწყობს ხელს - „თეთრმა კვადრატმა“ და „ბიქეი ქონსთრაქშენმა“ სამუშაოები ხარისხიანად და დათქმულ ვადებში დაასრულეს, რათა 18 ოჯახი საკუთარ მისამართზე, უსაფრთხო და თანამედროვე გარემოში დაბრუნებულიყო | ბაკურ ბერეკაშვილი
27.11.2026.23:16
თბილისში, საბურთალოზე, გამრეკელის ქუჩის I შესახვევის N6-ში, ახალი მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობა დასრულდა.
პროექტი BK Holding-ში შემავალი კომპანიების - „თეთრი კვადრატის“ და „ბიქეი ქონსთრაქშენის“ მონაწილეობით, თბილისის მერიის „ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამის“ ფარგლებში განხორციელდა.
ავარიული შენობის ნაცვლად, მისამართზე თანამედროვე სტანდარტების 8-სართულიანი კორპუსი აშენდა. სამუშაოები ორი წელი გაგრძელდა, პროექტის საერთო ღირებულება კი 6,700,000 ლარია.
პროგრამაში მონაწილე 18 ოჯახს ბინების გასაღები დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ და „თბილისის განვითარების ფონდის“ ხელმძღვანელმა, თამაზ ალიბეგაშვილმა გადასცეს.
„ორწლიანი მოლოდინის შემდეგ აღნიშნულ მისამართზე მცხოვრები ოჯახები უბრუნდებიან საკუთარ კერას უკვე დასრულებულ, ახალაშენებულ კორპუსში, სრულად გარემონტებულ ბინებში. ავარიული სახლის ჩანაცვლება ადამიანებს საკუთარი უბნის, საცხოვრებელი გარემოს და ცხოვრების ჩვეული რიტმის შენარჩუნების შესაძლებლობას აძლევს. მადლობა კონტრაქტორ კომპანია „ბიქეი ქონსთრაქშენს“, რომელმაც სამუშაოები კეთილსინდისიერად და დროულად შეასრულა“, — განაცხადა კახა კალაძემ.