Emaar-ი დუბაის გენერალური განვითარების გეგმას წარადგენს, რომელიც 150,000 მაცხოვრებელზე იქნება გათვლილი - დეტალები
Emaar-ი დუბაის Dh200 მილიარდის ღირებულების გენერალური განვითარების გეგმას წარადგენს.
პროექტის საერთო განაშენიანებული ფართობი აღემატება 4.5 მილიონ კვადრატულ მეტრს და გათვლილია თითქმის 150,000 მაცხოვრებელზე. ის მოიცავს საცხოვრებელი ტიპის ცათამბჯენებს, ვილებს, ოფისებს, საცალო ვაჭრობის სივრცეებს, სასტუმროებს, კულტურულ ობიექტებს და სამოქალაქო დანიშნულების ინფრასტრუქტურას.
კომპანია ჯერ არ ასახელებს ამ განვითარების გეგმის სახელწოდება ან ზუსტ ლოკაციას, თუმცა პროექტის პრეზენტაცია უახლოეს მომავალში იგეგმება.
სხვა სიახლეები
საქართველო არის ადგილი, საიდანაც შესაძლებელია ბიზნესის დაწყება და სხვა გლობალურ ბაზრებზე გასვლა - ავთანდილ კასრაძე
11.06.2026.15:30
საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს (GITA) ინიციატივით, საქართველოს სტარტაპ ეკოსისტემა Dealroom-ის გლობალურ რუკაზე დაემატა.
Dealroom წარმოადგენს წამყვან გლობალურ პლატფორმას და მსოფლიო სტარტაპ ეკოსისტემების ციფრულ რუკას, რომელიც ერთ სივრცეში აერთიანებს დეტალურ ინფორმაციას სტარტაპებზე, ინვესტორებზე, უნივერსიტეტებზე, მსხვილ კომპანიებსა და ინოვაციურ ინსტიტუციებზე. როგორც ტელეკომპანია „მაესტროს“ ეთერში გადაცემა Business Insider Georgia-ში სტუმრობისას GITA-ს თავმჯდომარემ, ავთანდილ კასრაძემ განაცხადა,სან-ფრანცისკოში ინვესტორები სწორედ ასეთ პლატფორმებზე იღებენ დამოუკიდებელ ინფორმაციას იმის შესახებ, თუ რა ხდება დღეს ამა თუ იმ ეკოსისტემაში.
„საქართველოზე აქამდე საერთოდ მწირი მონაცემები იყო, თუმცა ჩვენ მათთან კოლაბორაციით შევძელით მაქსიმალურად აგვესახა ყველა ის მნიშვნელოვანი შედეგი, რომელსაც ეკოსისტემამ უკვე მიაღწია. მათ შორის ციფრებშია მოცემული, თუ რა რაოდენობის სტარტაპერები და IT სპეციალისტები გვყავს, როგორია ტალანტების ბაზა, ინვესტიციებთან წვდომა, სახელმწიფო დაფინანსების პროგრამები და ის მნიშვნელოვანი საგადასახადო შეღავათები, რომლებსაც სახელმწიფო როგორც ინოვაციურ სტარტაპებს, ისე საერთაშორისო ტექნოლოგიურ კომპანიებს სთავაზობს.
შესაბამისად, ეს ყველაფერი კიდევ უფრო მეტად გაზრდის დაინტერესებას ერთი მხრივ, საერთაშორისო ინვესტორების, ხოლო მეორე მხრივ, იმ საერთაშორისო სტარტაპების მხრიდან, რომლებიც ეძებენ ადგილს ბიზნესის დასაწყებად. სან-ფრანცისკოში ჩემი პრეზენტაციაც სწორედ იმას ეხებოდა, რომ საქართველო არ არის მხოლოდ ბაზარი, სადაც უბრალოდ შესვლა შეგიძლიათ; საქართველო არის ადგილი, საიდანაც შესაძლებელია ბიზნესის დაწყება და, პირიქით, სხვა გლობალურ ბაზრებზე გასვლა.
ჩვენი ქვეყანა თავისთავად შეიძლება იყოს პლატფორმა უფრო დიდი, რეგიონული მასშტაბის მოთამაშეების ჩამოსაყალიბებლად. ჩვენ მაქსიმალურად მზად ვართ მხარდაჭერის უზრუნველსაყოფად, Dealroom-ში ასახული სწორი მონაცემები კი კიდევ უფრო მეტად განამტკიცებს ინვესტორების რწმენას, რომ საქართველოში ჩამოვიდნენ“, - აღნიშნა ავთანდილ კასრაძემ.