„ემპი დეველოპმენტმა“, თიბისი კაპიტალისა და გალტ & თაგარტის მხარდაჭერით, დოლარსა და ევროში დენომინირებული ობლიგაციები განათავსა
„ემპი დეველოპმენტმა“ წარმატებით განათავსა 6.3 მილიონი აშშ დოლარისა და 5.3 მილიონი ევროს მოცულობის 1-წლიანი ფასიანი ქაღალდები. ემისია 57 მილიონი აშშ დოლარის ობლიგაციების პროგრამის ფარგლებში განხორციელდა. განთავსების აგენტები თიბისი კაპიტალი და გალტ & თაგარტი იყვნენ. ობლიგაციები საქართველოს ეკონომიკის განვითარების კორპორაციის კაპიტალის ბაზრის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში განთავსდა. ფასიანი ქაღალდების სავაჭროდ დაშვება თბილისის საფონდო ბირჟაზე იგეგმება.
ობლიგაციების ინვესტორები ფიზიკური პირები არიან. აშშ დოლარში დენომინირებული ფასიანი ქაღალდების კუპონმა 7.50% შეადგინა, ევროს ტრანშის კუპონი კი 6.50%-ით განისაზღვრა. მოზიდული სახსრები არსებული ობლიგაციების რეფინანსირებასა და სამომავლო პროექტების დაფინანსებას მოხმარდება. აღნიშნული ტრანზაქციით კომპანიამ მნიშვნელოვნად გაიუმჯობესა დაფინანსების ხარჯები და მაღალი ინტერესიდან გამომდინარე, შეძლო დამატებით სახსრების მოზიდვა სამომავლო პროექტების განსახორციელებლად.
„ვულოცავ „ემპი დეველოპმენტს“ მორიგ წარმატებულ ტრანზაქციას. კომპანია აქტიური ემიტენტია საქართველოს კაპიტალის ბაზარზე და მოცემული ემისიის გათვალისწინებით, განთავსებული აქვს 29 მილიონ აშშ დოლარსა და 8 მლნ ევროზე მეტი მოცულობის ობლიგაციები. მოხარული ვარ, რომ აქტიურად ვპარტნიორობთ და თანამშრომლობის ფარგლებში უკვე მე-4 და მე-5 ემისიები განვახორციელეთ. შედეგად, ერთობლივად ვაგრძელებთ ადგილობრივი სავალო კაპიტალის ბაზრის განვითარებას. მიმდინარე წელს თიბისი კაპიტალი უკვე ექვს კომპანიას დაეხმარა ფინანსური რესურსების მოზიდვაში. ჯამში, 10 ტრანზაქციის ფარგლებში 400 მილიონი ლარის კორპორაციული ობლიგაციები განვათავსეთ. შედეგად, ვინარჩუნებთ ლიდერის პოზიციას და ადგილობრივი კორპორაციული ობლიგაციების ბაზარზე 60%-იანი წილი გვიჭირავს“, - ოთარ შარიქაძე, თიბისი კაპიტალის დირექტორი.
„მინდა მივულოცო „ემპი დეველოპმენტს“ 6.3 მილიონი აშშ დოლარისა და 5.3 მილიონი ევროს მოცულობის ობლიგაციების წარმატებით განთავსება. აღსანიშნავია, რომ კაპიტალის ბაზრის მხარდაჭერის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში ეს ჩვენი რიგით მეორე წარმატებული თანამშრომლობაა. პროგრამით პირველად სარგებლობისას კომპანიამ სადებიუტო ობლიგაციები გამოუშვა, რაც ახალი ემიტენტების კაპიტალის ბაზარზე შემოსვლის კიდევ ერთი თვალსაჩინო მაგალითია. მოხარული ვარ, რომ კაპიტალის ბაზარი ქართული ბიზნესისთვის გრძელვადიანი განვითარების და ფინანსური რესურსების მოზიდვის ეფექტიანი ინსტრუმენტი ხდება და სულ უფრო მეტი ქართული კომპანია განიხილავს მას, როგორც ზრდის შესაძლებლობას. კორპორაცია მომავალშიც აქტიურად გააგრძელებს მსგავსი ინიციატივების მხარდაჭერას, რადგან კაპიტალის ბაზრის განვითარება ჩვენთვის ერთ-ერთი სტრატეგიული მიმართულებაა“, - ირაკლი გაბრიაძე, საქართველოს ეკონომიკის განვითარების კორპორაციის დირექტორი.
„მოხარულები ვართ, რომ ჩვენი პარტნიორების მხარდაჭერით, წელს კიდევ ერთხელ, წარმატებით განვახორციელეთ ობლიგაციების ემისია. „ემპი დეველოპმენტის“, როგორც აქტიური და წარმატებული ემიტენტის მიმართ ინვესტორების მაღალმა ნდობამ და კომპანიის მიერ წარმატებით განხორციელებულმა წინა ემისიებმა შესაძლებლობა მოგვცა, წელს ბაზარს კიდევ უფრო მასშტაბური შეთავაზებით დავბრუნებოდით. შედეგად, 57 მილიონი აშშ დოლარის ობლიგაციების პროგრამის ფარგლებში, წარმატებით განვათავსეთ 6.3 მილიონი აშშ დოლარისა და 5.3 მილიონი ევროს ობლიგაციები. „ემპი დეველოპმენტის“ გუნდის სახელით, მადლობას ვუხდი მხარდაჭერისთვის თიბისი კაპიტალს, გალტ ენდ თაგარტსა და საქართველოს ეკონომიკის განვითარების კორპორაციას - მათ მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანეს ემისიის წარმატებით განხორციელებაში. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ მიმდინარე ემისიის მიმართ ინვესტორების ინტერესი კვლავ მაღალია. ამასთან, სასიხარულოა, რომ არსებულმა ინვესტორებმაც გამოხატეს ახალ ემისიაში მონაწილეობის სურვილი, რაც კომპანიის მიმართ მაღალი ნდობისა და ჩვენი განვითარების სტრატეგიისადმი პოზიტიური შეფასების კიდევ ერთი დასტურია. „ემპი დეველოპმენტი“ უკვე 14 წელია თანმიმდევრულად და სტაბილურად ვითარდება. გვჯერა, რომ სწორედ ეს თანმიმდევრულობა და მიღწეული შედეგები განაპირობებს ბაზრის მზარდ ნდობას ჩვენი კომპანიის მიმართ“, - პაპუნა კაციტაძე, „ემპი დეველოპმენტის“ დირექტორი.
სხვა სიახლეები
ლეგენდარული კორეული ბრენდი Beauty of Joseon ექსკლუზიურად PSP-შია
12.09.2026.15:29
Relief Sun, Glow შრატი, Dynasty კრემი, ჟენშენისა და რეტინოლის შრატი და Beauty of Joseon-ის 20-ზე მეტი დასახელების სხვა პროდუქტი უკვე PSP-ს ქსელშია.
მსოფლიოში ცნობილმა კორეულმა ბრენდმა Beauty of Joseon-მა სამხრეთ კავკასიის რეგიონში თავის ოფიციალურ პარტნიორად PSP აირჩია.
Beauty of Joseon-ის ისტორია შთაგონებულია კორეული ჯოსონის დინასტიის ეპოქის სილამაზის კულტურით. ისტორიული მემკვიდრეობის თანამედროვე ინტერპრეტაციით შეიქმნა Beauty of Joseon - ბრენდი, რომელიც ტრადიციულ კორეულ ინგრედიენტებს თანამედროვე, ეფექტურ ფორმულებთან აერთიანებს.
ბრენდის ცნობადობის ერთ-ერთ მთავარ პროდუქტად მალევე იქცა Relief Sun, რომელმაც მზისგან დაცვის ყოველდღიურ რუტინას სრულიად ახალი მიდგომა შესთავაზა და Beauty of Joseon-ის საერთაშორისო პოპულარობის ერთ-ერთ მნიშვნელოვან საფუძვლად იქცა.
Beauty of Joseon-ის ფორმულებში განსაკუთრებული ადგილი უჭირავს კორეული ტრადიციული მოვლისთვის დამახასიათებელ ინგრედიენტებს: ჟენშენი, ბრინჯი, მწვანე ქლიავი, პროპოლისი, წითელი ლობიო, მუგვორტი - მცენარეული ინგრედიენტი, რომელიც კანის დამშვიდებასა და ანტიოქსიდანტურ მოვლას უზრუნველყოფს. ამ ტრადიციულ ინგრედიენტებს Beauty of Joseon თანამედროვე აქტიურ კომპონენტებთან, მათ შორის ნიაცინამიდთან, რეტინალთან, ალფა-არბუტინთან და სხვა თანამედროვე კანის მოვლის ინგრედიენტებთან აერთიანებს.
ბრენდის ასორტიმენტი მოიცავს კანის მოვლის თითქმის ყველა ძირითად ეტაპს - გამწმენდებს, ტონერებსა და ესენციებს, შრატებს, დამატენიანებლებს, ნიღბებსა და მზისგან დამცავ საშუალებებს. რთულ მრავალსაფეხურიან რუტინას Beauty of Joseon მომხმარებლისთვის მარტივ, სასიამოვნო და ეფექტურ გამოცდილებად აქცევს.
“Beauty of Joseon-ის საქართველოში ექსკლუზიურად PSP-ში გამოჩენა მომხმარებლებს საშუალებას აძლევს, ერთ სივრცეში აღმოაჩინონ თანამედროვე K-Beauty-ის ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი ბრენდი თავისი ორიგინალი თავის მოვლის საშუალებებით და საკუთარი კანის საჭიროებების შესაბამისად შეარჩიონ პროდუქტები ყოველდღიური რუტინისთვის.
როგორც ლიდერი კომპანია, PSP კორეულმა ბრენდმა, Beauty of Joseon-მა ექსკლუზიურ პარტნიორად შეარჩია არა მხოლოდ საქართველოში, არამედ სრულად სამხრეთ კავკასიაში. ამდენად, PSP საქართველოში კვლავ კორეული პროდუქციის Missha, Mizon, A'pieu, Village 11, Dermafirm, Manyo, Round Lab, COSRX ყველაზე ფართო ასორტიმენტს სთავაზობს მომხმარებელს” - აცხადებენ PSP-ში.