მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7206.3
0.0042
flag
AZN 1.5279
-0.0002
flag
CNY 38.92
-0.0142
flag
EUR 2.9047
-0.0061
flag
GBP 3.4831
0.0017
flag
KZT 57.42
0.0006
flag
TRY 0.0519
-0.0001
flag
USD 2.597
-0.0003
news banner

ენერგეტიკა ჩვენი ქვეყნის მდგრადობის და უსაფრთხოების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი გარანტორია - ირაკლი კვერღელიძე

news image
mbc image

ენერგეტიკა ჩვენი ქვეყნის მდგრადობის და უსაფრთხოების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი გარანტორია, - ამის შესახებ „ორბი ჯგუფის“ გენერალურმა დირექტორმა ირაკლი კვერღელიძემ ეკონომიკური ფორუმის დასრულების შემდეგ განაცხადა. ეკონომიკური ფორუმის მორიგი დისკუსიის თემა „ენერგეტიკული პოლიტიკა: ახალი გამოწვევები და ახალი შესაძლებლობები“ იყო და იქ ქვეყნის ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა გახსნა. 

როგორც „ორბი ჯგუფის“ გენერალურმა  განაცხადა, ენერგეტიკის სექტორში სახელმწიფოსა და ბიზნესს შორის თანამშრომლობა აქტიურ და გამჭვირვალე ეტაპზე გადადის. მისი განმარტებით ეკონომიკური ფორუმის ფარგლებში გამართული დისკუსია ადასტურებს, რომ მხარეებს შორის ინფორმაციის გაცვლა ინტენსიურია.

„სასიამოვნო იყო ეს ცოცხალი დისკუსია, რომელშიც როგორც ბიზნესის, ასევე სახელმწიფოს წარმომადგენლები აქტიურად ცვლიდნენ ერთმანეთში ინფორმაციას, რაც ცხადყოფს და ადასტურებს ენერგეტიკის დარგში, სახელმწიფოს და ბიზნესის ძალიან მჭიდრო, აქტიურ და გამჭვირვალე ურთიერთობას.

ენერგეტიკა ქვეყნის მდგრადობის და უსაფრთხოების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი გარანტორია, რომელიც ყველაზე ღირებული, აქტუალური და მნიშვნელოვანი აქტივია არა მხოლოდ საქართველოსთვის - თუ გადავხედავთ ბოლო მოვლენებს მსოფლიოს ყველა ქვეყნისთვის. ამიტომ ენერგეტიკული მდგრადობა, ენერგეტიკული დამოუკიდებლობა, ენერგეტიკული უსაფრთხოება - ეს არის სწორედ ის ქოლგა, ის მნიშვნელოვანი ეკონომიკური ბერკეტი, რომელიც ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოებისთვის და ეკონომიკური განვითარებისთვის არის ძალიან მნიშვნელოვანი. ალბათ არ არსებობს ბიზნესის დარგი და მიმართულება, რომელსაც ენერგეტიკასთან კავშირი არ ჰქონდეს პირდაპირი თუ არაპირდაპირი და ეს ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენთვის, როგორც დეველოპერებისთვის“, - ირაკლი კვერღელიძემ.

როგორც „ორბი ჯგუფის“ გენერალური დირექტორი აღნიშნავს, შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის პროექტი საქართველოსთვის ისტორიული მნიშვნელობის ინიციატივაა. მისი შეფასებით, მომდევნო წლებში დაგეგმილი ენერგეტიკული სიმძლავრეების ზრდა განსაკუთრებით შთამბეჭდავია, ხოლო აღნიშნული კაბელი მნიშვნელოვან ინსტრუმენტს წარმოადგენს იმისთვის, რომ საქართველომ ეფექტიანად მოახდინოს ენერგიის ექსპორტი მაღალი მოთხოვნის მქონე ევროკავშირის ბაზარზე.

„ასევე მინდა აღვნიშნო შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის მნიშვნელობაზე. ალბათ ეს არის ისტორიული მნიშვნელობის პროექტი, რომელიც ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოებისთვის, ჩვენი ქვეყნის ეკონომიკური მდგრადობისთვის და ჩვენი ქვეყნის გლობალურ ენერგეტიკულ სისტემაში ჩართვისთვის არის ძალიან მნიშვნელოვანი. ძალიან აღმაფრთოვანებელია ის ციფრები, რომელიც მომავალი 10 წლის განმავლობაში დადგმული სიმძლავრის სახით ენერგეტიკულ პროექტებში იგეგმება და სწორედ შავი ზღვის კაბელი არის უმნიშვნელოვანესი ინსტრუმენტი იმისა, რომ საქართველომ ძალიან ეფექტურად განახორციელოს ამ ენერგიის იმპორტი უკვე ყველაზე მნიშვნელოვან და ღირებულ ბაზარზე, ევროკავშირის ბაზარზე, სადაც ძალიან მოთხოვნადია ეს პროდუქტი. 

სახელმწიფოს ენერგეტიკული პოლიტიკა, რომელიც ეკონომიკური სტრატეგიის პრიორიტეტული მიმართულებაა, სრულად პასუხობს ქვეყნის წინაშე არსებულ შიდა თუ საგარეო გამოწვევებს. ეს განსაკუთრებით ვლინდება ჰესებისა და ენერგეტიკის სხვა დარგების განვითარების აქტიურ მხარდაჭერაში.

ამიტომ მისასალმებელია ეს და მისასალმებელია ის ფორმატიც, რომელსაც „ბიზნეს ინსაიდერი საქართველო“ ასე აქტიურად და შედეგიანად ახორციელებს და ასე აკეთებს ყველა ბიზნესის დარგისთვის და წარმომადგენლისთვის“, - აღნიშნა „ორბი ჯგუფის“ გენერალურმა დირექტორმა.

banner image news banner
გვანცა მახარაძე ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ბიზნესი
image „ავტო გალერი“ Segway Powersports-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - საქართველოში ბრენდის ყველგანმავალი ტექნიკა შემოვიდა

04.11.2026.15:05

„ავტო გალერის“ ახალი ბრენდი შეემატა - „თეგეტა ქარსში“ შემავალმა კომპანიამ პორტფელი გააფართოვა და Segway Powersports-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა საქართველოში. პირველი ერთეულები, კვადროციკლები და ბაგები (ე.წ. side-by-side ტექნიკა) უკვე საქართველოშია. ტექნიკა მომხმარებლებისთვის „ავტო გალერის“ თბილისის, ბათუმისა და ქუთაისის ფილიალებში იქნება ხელმისაწვდომი.

ნოდარ ჭირაქაძე, „ავტო გალერის“ დირექტორი: „Segway Powersports-ის შემოყვანა ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი და ლოგიკური ნაბიჯია. „ავტო გალერი“ აქტიურად ვითარდება ოფროუდის მიმართულებით. Polaris-ის ოფიციალური წარმომადგენლობით უკვე ერთ-ერთი მოწინავე მოთამაშე ვართ ამ სეგმენტში. ცოტა ხნის წინ Ineos Grenadier-ის ოფიციალური წარმომადგენლებიც გავხდით.

მსგავსი ტიპის მობილობისადმი ინტერესი საქართველოში ძალიან დინამიკურად იზრდება. სამი წლის წინ ამ ტექნიკის შესახებ ძალიან ცოტა ადამიანმა იცოდა, დღეს კი ის უკვე ფართო აუდიტორიისთვისაა ნაცნობი. სულ უფრო მეტი ადამიანი ირჩევს აქტიურ დასვენებას ბუნებაში, თავგადასავლებსა და ექსტრემალურ გამოცდილებებს. სწორედ ამ ინტერესების მქონე ადამიანებს მოვიაზრებთ Segway Powersports-ის მთავარ მომხმარებლებად – მათ, ვისაც უყვართ ბუნებაში დროის გატარება, ახალი ადგილების აღმოჩენა, ადრენალინი და ისეთი გამოცდილებები, რომელთა მიღებაც მსგავსი ტიპის ტრანსპორტით გადაადგილებას უკავშირდება. ამიტომ ვერ გავუშვებდით ხელიდან შესაძლებლობას, ჩვენს პორტფელს შემატებოდა ისეთი დიდი და სწრაფად მზარდი ბრენდი, როგორიც Segway Powersports-ია“.

„ავტო გალერიში“ ამ ეტაპზე Segway Powersports-ის სამი ტიპის კვადროციკლი და სამი ტიპის ბაგია წარმოდგენილი. კვადროციკლები საშუალო და მაღალი სიმძლავრისაა - მათი ძრავის მოცულობა 500-დან 1 000 კუბურ სანტიმეტრამდეა. განსაკუთრებული ინტერესი ბრენდის ფლაგმანი მოდელის - Super Villain-ის - ბაგის მიმართ არის მიპყრობილი. მას 2-ლიტრიანი, ტურბინით გაძლიერებული ძრავა აქვს, რომლის სიმძლავრე 235 ცხენის ძალაა.

„Segway-ს საკონკურენციო უპირატესობა მისი ტექნიკური მახასიათებლები და სრულყოფილი საბაზისო აღჭურვილობაა. მოდელებში სტანდარტულად არის ინტეგრირებული როგორც ექსტრემალური პერფორმანსის, ისე მაქსიმალური კომფორტის სპეციფიკაციები: გაძლიერებული საკიდი სისტემა, დამცავი სახურავი, საქარე მინები და მონიტორი უკანა ხედვის კამერით.

ბრენდს მომხმარებლების ძალიან კარგი შეფასებებიც აქვს. მართალია, ქართველი მომხმარებლის უკუკავშირი ჯერ არ გვაქვს, რადგან ბრენდი ქვეყანაში სულ ახლახან შემოვიყვანეთ, მაგრამ სხვა ბაზრების გამოცდილებით ვიცით, რომ ტექნიკა ძალიან გამძლეა. ამ სფეროში ეს უმნიშვნელოვანესია, რადგან ასეთ ტექნიკას ხშირად საკმაოდ ექსტრემალურ პირობებში უწევს ექსპლუატაცია“, - ამბობს ნოდარ ჭირაქაძე.

„ავტო გალერი“ Segway Powersports-ს არამარტო საცალო სეგმენტში წარადგენს - ბრენდი საინტერესოა კორპორაციული მომხმარებლისთვისაც, მათ შორის, იმ ორგანიზაციებისთვის, რომლებსაც მსგავსი ტექნიკა, მათი საქმიანობიდან გამომდინარე, ექსტრემალურ პირობებში გადაადგილებისთვის სჭირდებათ.

როგორც Segway Powersports-ის ოფიციალური წარმომადგენელი, „ავტო გალერი“ მომხმარებლებს სრულ სერვისს სთავაზობს. ქარხნული გარანტიის ფარგლებში, მომხმარებლები სრულ საგარანტიო მომსახურებას მიიღებენ. გარდა ამისა, კომპანიის სერვისცენტრი ნებისმიერ საგარანტიო, არასაგარანტიო თუ გეგმურ მომსახურებას უზრუნველყოფს. ხელმისაწვდომია სათადარიგო ნაწილები და აქსესუარებიც.

Segway Powersports გლობალური ჯგუფის, Segway-Ninebot-ის წევრი კომპანიაა. მისი ისტორია აშშ-ში დაიწყო, დღეს კი ის ჩინური ტექნოლოგიური ჯგუფის საკუთრებაა. ბრენდი, რომელიც თავდაპირველად 1999 წელს დაარსდა და მოგვიანებით ჩინურმა კომპანია Ninebot-მა შეიძინა, 2018 წლიდან მძლავრი უგზოობის ტექნიკის ბაზარზეც ოპერირებს, სადაც პრემიუმ კლასის კვადროციკლებსა (ATV) და სპორტულ ბაგებს (UTV/SSV) აწარმოებს. სლოგანით FEAR NO PLACE ბრენდის მთავარი ტექნოლოგიური უპირატესობა ინდუსტრიაში პირველი პატენტირებული ჰიბრიდული ძრავის სისტემა Hybrid Powertrain-ია, რომელიც მომენტალურ აჩქარებასა და მაქსიმალურ სიმძლავრეს უზრუნველყოფს. Segway Powersports დღეს ამ სეგმენტის ერთ-ერთ მოწინავე ბრენდად მიიჩნევა.

„თეგეტა ჰოლდინგის“ ერთ-ერთ მიმართულებაში,  „თეგეტა ქარსში“ შემავალი კომპანია  „ავტო გალერი“ ქართულ ბაზარზე 2018 წლიდან ოპერირებს. მულტიბრენდული შოურუმი მომხმარებელს ერთ სივრცეში სთავაზობს როგორც ახალ, ისე მეორადი ავტომობილების ფართო არჩევანს. კომპანიის შოურუმები თბილისში, ქუთაისსა და ბათუმშია განთავსებული. „ავტო გალერიში“ წარმოდგენილია ისეთი ბრენდები, როგორებიცაა: Mazda, Volvo, Porsche, Geely, Zeekr და სხვა. გარდა ავტომობილებისა, „ავტო გალერი“ Polaris-ისა და Indian-ის, ასევე Segway-სა და Club Car-ის ოფიციალური წარმომადგენელია საქართველოში.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა