ენერგეტიკის სექტორმა სიმძლავრის პირველი აუქციონის შედეგები შეაჯამა
საქართველოს ბიზნეს ასოციაციისა და საქართველოს განახლებადი ენერგიის განვითარების ასოციაციის (GREDA) მიერ ორგანიზებულ შეხვედრაზე სიმძლავრის პირველი აუქციონის შედეგების შეჯამებას, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის პირველი მოადგილე რომეო მიქაუტაძე და დაინტერესებული ბიზნეს ოპერატორები ესწრებოდნენ.
შესავალ სიტყვაში, რომეო მიქაუტაძემ დიდი მნიშვნელობა მიანიჭა გამართულ კომუნიკაციას მთავრობას, ბიზნესსა და საზოგადოებას შორის. მისი თქმით, საქართველო დღეს ენერგეტიკული გამოწვევის წინაშე დგას, რომლის გადაჭრაც დადებითად აისახება არა მხოლოდ დარგის, არამედ ქვეყნის ეკონომიკის განვითარებაზე. მინისტრის პირველი მოადგილის განცხადებით, დღეს საქართველო ენერგეტიკულად დეფიციტური ქვეყანაა, მაგრამ ქვეყანაში არსებული ენერგორესურსი იძლევა იმის შესაძლებლობას, რომ ჩვენ ელექტროენერგიის ექსპორტიორი სახელმწიფო გავხდეთ. მისი თქმით, ამ მიზანს ემსახურება განახლებადი ენერგიების მხარდაჭერის სქემა, რომლის ფარგლებშიც პირველი აუქციონი წარმატებით ჩატარდა, მეორე კი მალე გამოცხადდება. „დარწმუნებული ვარ, მეორე აუქციონიც ისეთივე წარმატებული იქნება, როგორც პირველი, რაც ქვეყნის ენერგეტიკულ სისტემას არა მხოლოდ ახალ სიმძლავრეებს შემატებს, არამედ ხელს შეუწყობს ენერგეტიკის და მთლიანად ეკონომიკის განვითარებას," - აღნიშნა მინისტრის პირველმა მოადგილემ.
აღსანიშნავია, რომ შეხვედრის ფარგლებში, მოხდა როგორც სიმძლავრის პირველი აუქციონის შედეგების შეჯამება, ასევე არსებული პროექტებისა და მემორანდუმების მიმოხილვა. განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა მიმდინარე და დაგეგმილ პროექტებში კომუნიკაციის როლსა და მნიშვნელობაზე, რაზეც დეტალურად ისაუბრა GREDA-ს სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარემ გიორგი აბრამიშვილმა.
შეხვედრაში მონაწილე კომპანიებმა მოისმინეს, წარმატებული კომუნიკაციის მიმართულებით, ბახვი ჰესის პოზიტიურო გამოცდილების შესახებ. ასევე, USAID-ის საქართველოს ენერგეტიკული მომავლის უზრუნველყოფის პროგრამის ხელმძღვანელმა, რობ ტეილორმა, დამსწრე საზოგადოებას განახლებადი ენერგიების გენერაციის პროექტების განხორციელებისას, კომუნიკაციის მნიშვნელობის საერთაშორისო გამოცდილება გაუზიარა.
აღსანიშნავია, რომ შეხვედრა წარიმართა კითხვა-პასუხის რეჟიმში, რომელშიც აქტიურად ჩაერთნენ შეხვედრაში მონაწილე კომპანიები.
„სასიხარულოა, რომ ენერგეტიკის დარგში სახეზეა აშკარად პოზიტიური ტენდენცია, რომელიც უკავშირდება სიმძლავრის პირველი აუქციონის შედეგებს. შესაბამისად, მნიშვნელოვანია, რომ უკვე გვაქვს 300 მეგავატი სიმძლავრის პროექტები გარანტირებული ტარიფით, რაც ამ დარგის შემდგომ განვითარებას შეუწყობს ხელს. ამასთანავე, როგორც შეხვედრაზე ჩვენთვის გახდა ცნობილი, უახლოეს მომავალში იგეგმება ელექტროენერგიის წარმოების დამატებით 600 მეგავატი სიმძლავრის აუქციონის გამოცხადება.
აქვე მიგვაჩნია, რომ ამ პროცესების ეფექტიანად წარმართვისთვის, აუცილებელია ადგილობრივ მუნიციპალიტეტებთან და თემებთან აქტიური კომუნიკაცია, რათა პროექტების განხორციელებისას შევძლოთ ადგილობრივ მოსახლეობას კარგად და ნათლად ავუხსნათ, თუ რაოდენ კრიტიკულია ამ ტიპის პროექტების რეალიზაცია ჩვენი ქვეყნის ენერგოუსაფრთხოებისთვის და ყოველ კონკრეტულ შემთხვევებში მოვიპოვოთ პოზიტიური და სამართლიანი განწყობა მათი მხრიდან" განაცხადა საქართველოს ბიზნეს ასოციაციის პრეზიდენტმა სოსო ფხაკაძემ.
სხვა სიახლეები
მოემზადე თიბისის Cyber Monday-სთვის
28.11.2026.14:01
თიბისის დაუჯერებელი შავი პარასკევი დასრულდა, თუმცა ბრენდი მომხმარებლებს განსაკუთრებულ შეთავაზებებს კვლავ უმზადებს.
30 ნოემბერს, Cyber Monday-ზე, თიბისის ერთგული Visa საკრედიტო ბარათებით საერთაშორისო პლატფორმებზე შერჩეულ კატეგორიებში შოპინგისას მომხმარებლები 30%-იანი ქეშბექით ისარგებლებენ.
30% ქეშბექი საერთაშორისო ონლაინშოპინგზე - ერთგული Visa საკრედიტო ბარათებით
30 ნოემბერს, ტანსაცმლის, ფეხსაცმლის, ტექნიკის, კოსმეტიკისა და აქსესუარების კატეგორიებში, ნებისმიერ საერთაშორისო ვებგვერდსა თუ აპლიკაციაში ერთგული Visa საკრედიტო ბარათებით ონლაინგადახდისას მომხმარებლებს გადახდილი თანხის 30%, მაქსიმუმ 100 ლარი, ერთგულის ყულაბაში დაუბრუნდებათ. შეთავაზებით სარგებლობა შესაძლებელი იქნება რამდენჯერმე, 100-ლარიანი ლიმიტის ამოწურვამდე.
შეთავაზება არ ვრცელდება Apple Pay-ითა და Google Pay-ით განხორციელებულ გადახდებზე. ქეშბექი კი ერთგულის ყულაბაში ვებგვერდის მხრიდან ტრანზაქციის დადასტურებისთანავე დაერიცხებათ.
ერთგულის ყულაბიდან თანხის გადარიცხვა ნებისმიერ ანგარიშზეა შესაძლებელი, მისი გამოყენება კი ნებისმიერი მიზნობრიობით.
ასევე შეგახსენებთ, რომ თიბისის Cyber Monday-ის ფარგლებში ადგილობრივი შეთავაზებებიც აქვს -Aversi-ში მდებარე ჩიკოს შოურუმებში, Dressup.ge-სა და PSP-ს აპლიკაციასა და ვებგვერდზე.
30% ქეშბექი Aversi-ში მდებარე ჩიკოს შოურუმებში
30 ნოემბერს, ახალი თიბისი ბარათით, ახალი თიბისი კონცეპტ ბარათებით ან/და ერთგული საკრედიტო ბარათით ჩიკოს შოურუმებში გადახდისას მომხმარებლები 30%-იან ქეშბექს, მაქსიმუმ 300 ლარს, დაიბრუნებენ.
შეთავაზებით სარგებლობისთვის საჭიროა თიბისის ტერმინალზე ან/და თიბისის გადახდის არხით გადახდა. აქცია მოქმედებს მხოლოდ ჩიკოს პროდუქციაზე და ვრცელდება შემდეგ შოურუმებში: თბილისში, სავაჭრო ცენტრებში „ქარვასლა“ და „ისთ ფოინთი“, ასევე ბათუმში, ბარათაშვილის ქ. N30-ში.
30% ქეშბექი PSP-ს აპლიკაციასა და ვებგვერდზე
30 ნოემბერს, ახალი თიბისი ბარათით ან/და ერთგული საკრედიტო ბარათით მინიმუმ 150 ლარის გადახდისას მომხმარებლები გადახდილი თანხის 30%-ს, მაქსიმუმ 30 ლარს, დაიბრუნებენ. თიბისი კონცეპტის მომხმარებლებისთვის კი, ახალი თიბისი კონცეპტ ბარათებით ან ერთგული საკრედიტო ბარათით გადახდისას, ქეშბექის მაქსიმალური ოდენობა 50 ლარია.
შეთავაზებით სარგებლობისთვის საჭიროა თიბისის გადახდის არხით გადახდა. აქცია მოქმედებს მხოლოდ ონლაინ მაღაზიებში და არ ვრცელდება Apple Pay-ითა და Google Pay-ით განხორციელებულ გადახდებზე.
დამატებითი 20% ფასდაკლება Dressup.ge-ზე ონლაინშოპინგისას
30 ნოემბერს, ახალი თიბისი ბარათით, ახალი თიბისი კონცეპტ ბარათებით ან/და ერთგული საკრედიტო ბარათით Dressup.ge-ზე ონლაინშოპინგისას მომხმარებლები დამატებითი 20%-იანი ფასდაკლებით ისარგებლებენ პრომოკოდის - CYBER20-ის შეყვანის შემთხვევაში.
შეთავაზებით სარგებლობისთვის საჭიროა თიბისის გადახდის არხით გადახდა. აქცია მოქმედებს მხოლოდ ონლაინ მაღაზიებში და არ ვრცელდება Dressup.ge-ზე Apple Pay-ითა და Google Pay-ით განხორციელებულ გადახდებზე.
Cyber Monday-ის საერთაშორისო და ადგილობრივი შეთავაზებების დეტალური პირობებისთვის ეწვიეთ თიბისის შეთავაზებების გვერდს.
აიღეთ თიბისი ბარათები და ისარგებლეთ მუდმივად დაუჯერებელი შეთავაზებებით.