ენერგეტიკოსის დღე ძალიან მნიშვნელოვანი დღეა, რადგან ამ დარგში არაერთი კვალიფიციური ენერგეტიკოსი და სპეციალისტი მუშაობს - სემეკის თავმჯდომარე
ენერგეტიკოსის დღე ძალიან მნიშვნელოვანი დღეა, რადგან ამ დარგში არაერთი კვალიფიციური ენერგეტიკოსი და სპეციალისტი მუშაობს, - ამის შესახებ გადაცემა „იმედის დილაში“ რუბრიკა Business Insider Georgia-ში სტუმრობისას სემეკის თავმჯდომარემ დავით ნარმანიამ განაცხადა.
„გუშინ აღინიშნა ენერგეტიკოსის დღე, რომელიც წელიწადში ერთხელ აღინიშნება. ძალიან მნიშვნელოვანი დღეა, იმიტომ რომ ამ დარგში არაერთი კვალიფიციური ენერგეტიკოსი და სპეციალისტი მუშაობს და ტრადიციულად, ამ დღეს ხდება წარმატებული, ღვაწლმოსილი ადამიანების, ვისაც საკმაოდ მნიშვნელოვანი წვლილი აქვს ქვეყნის ენერგეტიკის განვითარებაში, დაჯილდოება.
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა მათ სპეციალურად მომზადებული ჯილდოები გადასცა, რაც, ერთის მხრივ, სტიმულია და, მეორეს მხრივ, დაფასება იმ საქმისა, რომელსაც ეს ადამიანები ძალიან რთულ პერიოდშიც კი აკეთებდნენ. მათ შეუძლებელი შეძლეს 90-იან წლებში და შემდგომ პერიოდში.
ეს არის, გარკვეულწილად, სტიმული იმ ადამიანებისთვისაც, რომლებიც ახლა იწყებენ მუშაობას ენერგეტიკაში და რომლებმაც უნდა განავითარონ დარგი და თავიანთი წვლილი შეიტანონ მის განვითარებაში. გარკვეული წახალისებაც იყო - ჯილდო რამდენიმე შედარებით ახალგაზრდა ენერგეტიკოსსაც გადაეცა. ეს მათთვის არის სტიმული, რომ უფრო აქტიურად და მეტი შეძლონ და მეტი იმუშაონ სექტორში“, - აღნიშნა დავით ნარმანიამ.
სხვა სიახლეები
საქართველოს ბანკი - საქართველოს ეროვნული ოლიმპიური ნაკრების მთავარი სპონსორი
04.11.2026.10:05
საქართველოს ბანკი 2019 წლიდან ქართველი ოლიმპიელების პარტნიორი და მხარდამჭერია. პარტნიორობის ფარგლებში, სპორტსმენების განვითარების და საერთაშორისო ასპარეზზე საქართველოს წარდგენის არაერთი შესაძლებლობა შეიქმნა.
ოლიმპიური თამაშები მხოლოდ სპორტული მიღწევების ისტორია არ არის. თითოეული სპორტსმენის წარმატების უკან მრავალწლიანი შრომა, მნიშვნელოვანი გამოწვევები და საკუთარი შესაძლებლობების რწმენა დგას. საქართველოს ბანკისთვის ამ გზაზე სპორტსმენების გვერდში დგომა პრიორიტეტია.
ამასთან, ოლიმპიელების მხარდაჭერა ბანკისთვის ეროვნული წარმატების თანამონაწილეობასაც ნიშნავს. როდესაც სპორტსმენი საერთაშორისო ასპარეზზე საქართველოს სახელით გამოდის, ის არა მხოლოდ საკუთარ მიზანს, არამედ ქვეყანას წარმოადგენს. სწორედ ამიტომ, საქართველოს ბანკი წლებია მხარს უჭერს ადამიანებს, რომლებიც საკუთარი მაგალითით მომავალ თაობას შთააგონებენ.
პარტნიორობის ფარგლებში, ბანკს ახალგაზრდებამდე ორი მნიშვნელოვანი გზავნილი მიაქვს: არ გაჩერდე და შესაძლებლობები უსაზღვროა. ოლიმპიელების გამოცდილება კი ამის ნათელი მაგალითია - დიდი მიზნების მიღწევა მონდომებით, შრომითა, საკუთარი თავის რწმენით და არ გაჩერებით არის შესაძლებელი.
საქართველოს ბანკისთვის სპორტსმენების მხარდაჭერა გრძელვადიანი ხედვის ნაწილია. ბანკი აქტიურად აგრძელებს იმ ადამიანების გვერდით დგომას, რომლებიც საკუთარი შესაძლებლობების რეალიზებითა და წარმატებით ქვეყნის განვითარებას უწყობენ ხელს.
საქართველოს ბანკი - საქართველოს ეროვნული ოლიმპიური ნაკრების მთავარი სპონსორი