მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7187.5
-0.0017
flag
AZN 1.5237
0.0001
flag
CNY 38.933
0.0033
flag
EUR 2.8406
-0.0038
flag
GBP 3.4016
0.0034
flag
KZT 56.47
-0.0009
flag
TRY 0.051
-0.0001
flag
USD 2.5911
-0.0006
news banner

ენერგეტიკული სისტემის სტაბილურობა მნიშვნელოვნად დამოკიდებულია მზისა და ქარის სადგურების სწორი ინტეგრაციაზე - ლევან ვეფხვაძე

news image
mbc image

ენერგეტიკის სფეროში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით საქართველოს ბიზნეს ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორი ლევან ვეფხვაძე აცხადებს, რომ ენერგეტიკული უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად და ინვესტორების დასაცავად, აუცილებელია ახალი გენერაციის ობიექტების, განსაკუთრებით მზისა და ქარის სადგურების, სისტემური და დივერსიფიცირებული ინტეგრაცია.

ლევან ვეფხვაძის განცხადებით, მიმდინარე პროცესები მიზნად ისახავს სისტემის სტაბილურობის შენარჩუნებას, რათა თავიდან იქნას აცილებული სადგურების იძულებითი გათიშვები და რესურსის უქმად კარგვა ჭარბი გამომუშავების პერიოდში.

ტელეკომპანია „მაესტროს“ ეთერში გადაცემა Business Insider Georgia-ში სტუმრობისას ლევან ვეფხვაძემ აღნიშნა, რომ  წინა პერიოდში გაცემული მრავალრიცხოვანი ნებართვები ხშირად ქაოსურად იყო გაცემული, რაც სისტემის სტაბილურობას აზიანებდა.

„როცა ვაფასებთ კონკრეტულ გადაწყვეტილებებს, უნდა ვხედავდეთ კარგად კონტექსტს, რა კონტექსტში, რა გარემოებაში ამ ახალ მენეჯმენტს რა სიტუაცია დახვდა. სიტუაცია მარტივი არ არის, რადგან ფაქტობრივად გაცემულია ნებართვები რამდენიმე ასეული პროექტისთვის, რაც ჯამში 16 გიგავატია, მაშინ როდესაც დღევანდელი დადგმული სიმძლავრე 4 გიგავატია, ანუ გაცემული ოთხჯერ მეტი.

ეს პროცესი მოხდა საკმაოდ სუმბურულად და ქაოსურად, წინასწარი ან დადგენილი მაჩვენებლების გარეშე. მიზეზი მარტივია - ზოგი სიმძლავრის ინტეგრირება ქსელში მარტივია, ზოგი კი რთული. შედეგად, როცა ქსელში ბევრი სადგური დგას, მომხმარებელს შეიძლება გაუჩნდეს შთაბეჭდილება, რომ ყველაფერი კარგადაა, მაგრამ რეალურად ეს შესაძლოა სისტემის პრობლემები გამოიწვიოს და მოხდეს გათიშვები, რადგან სისტემა ვერ ახერხებს სიტუაციის მართვას.

ამიტომ მნიშვნელოვანია ამ მემკვიდრეობის სწორი გააზრება და იმის დანახვა, როგორ უნდა გავაგრძელოთ საქმიანობა. ჩემი შეფასებით, მიმდინარე პროცესები ზუსტად ერგება იმ მიზანს, რაც სისტემას სჭირდება - ერთი მხრივ, უზრუნველყოს სტაბილურობა მთელი წლის განმავლობაში.

განსაკუთრებით ცვალებადი გენერაციის წყაროების ქარისა და მზის ინტეგრირების პირობებში, ენერგიის გადადინება-გადმოდინება ნორმალურ მოვლენად ითვლება.

მთავარი არის, როცა ჩემთან სიჭარბეა შენთან გადმოვიდეს, როცა შენთან სიჭარბეა და ჩემთან დეფიციტია ჩემთან გადმოვიდეს და რაღაცა გეოგრაფიული დივერსიფიკაცია ხდებოდეს სწორად. საბოლოო ჯამში ჩვენ გვჭირდება, რომ წლის განმავლობაში ვიყოთ სტაბილურები და ყველაზე მნიშვნელოვანია, რომ იმ პერიოდში როცა გვექნება მზის და ჰიდროს სიჭარბე, ეს პირველ რიგში ვგულისხმობ აპრილი, მაისი, ივნისი, ამ დროს არ მოხდეს უქმად ყოფნა ამ სადგურების,  გათიშვა და ასე შემდეგ და საბოლოო ჯამში ზიანი მიადგეს ინვესტორს.

მნიშვნელოვანია ამ მოცემულობის გააზრება. რასაც ვუყურებ ძალიან სწორედ მიდის, ყველა მხარე ძალიან აქტიურადაა ჩართული და დისკუსიები მიდის იმისათვის, რომ ერთიანი გამოსავალი ვნახოთ, იმიტომ რომ თუ ყველა აშენდება და ყველა ჩაირთვება, განსაკუთრებით მზის სადგურებზეა საუბარი, მივიღებთ სისტემის გათიშვას. იმიტომ რომ დღის განმავლობაში იქნება იმდენი ელექტროენერგია, რომ სისტემა იძულებული იქნება გამორთოს ეს სადგურები და ეს იქნება ზიანი იმ სადგურებისთვის. ამიტომ აქ არის სწორედ კარგი მოდელი დასანახი, რომ ამ სადგურების ინტეგრაციამ საბოლოო ჯამში მისცეს სიკეთე მოსახლეობას და სიკეთე ნიშნავს რას, რომ მე მქონდეს ელექტროენერგია მაშინ როცა მე ის მჭირდება. ეს არის ყველაზე მთავარი უსაფრთხოების“, - აცხადებს ლევან ვეფხვაძე.

banner image news banner
ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ბიზნესი
image ჩვენთვის მნიშვნელოვანია ისეთ პროექტებში მონაწილეობა, რომლებიც ქალაქის უსაფრთხო განვითარებას უწყობს ხელს - „თეთრმა კვადრატმა“ და „ბიქეი ქონსთრაქშენმა“ სამუშაოები ხარისხიანად და დათქმულ ვადებში დაასრულეს, რათა 18 ოჯახი საკუთარ მისამართზე, უსაფრთხო და თანამედროვე გარემოში დაბრუნებულიყო | ბაკურ ბერეკაშვილი

27.11.2026.23:16

თბილისში, საბურთალოზე, გამრეკელის ქუჩის I შესახვევის N6-ში, ახალი მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობა დასრულდა. 

პროექტი BK Holding-ში შემავალი კომპანიების - „თეთრი კვადრატის“ და „ბიქეი ქონსთრაქშენის“ მონაწილეობით, თბილისის მერიის „ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამის“ ფარგლებში განხორციელდა.

ავარიული შენობის ნაცვლად, მისამართზე თანამედროვე სტანდარტების 8-სართულიანი კორპუსი აშენდა. სამუშაოები ორი წელი გაგრძელდა, პროექტის საერთო ღირებულება კი 6,700,000 ლარია.

პროგრამაში მონაწილე 18 ოჯახს ბინების გასაღები დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ და „თბილისის განვითარების ფონდის“ ხელმძღვანელმა, თამაზ ალიბეგაშვილმა გადასცეს.

„ორწლიანი მოლოდინის შემდეგ აღნიშნულ მისამართზე მცხოვრები ოჯახები უბრუნდებიან საკუთარ კერას უკვე დასრულებულ, ახალაშენებულ კორპუსში, სრულად გარემონტებულ ბინებში. ავარიული სახლის ჩანაცვლება ადამიანებს საკუთარი უბნის, საცხოვრებელი გარემოს და ცხოვრების ჩვეული რიტმის შენარჩუნების შესაძლებლობას აძლევს. მადლობა კონტრაქტორ კომპანია „ბიქეი ქონსთრაქშენს“, რომელმაც სამუშაოები კეთილსინდისიერად და დროულად შეასრულა“, — განაცხადა კახა კალაძემ.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა