მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7187.5
-0.0017
flag
AZN 1.5237
0.0001
flag
CNY 38.933
0.0033
flag
EUR 2.8406
-0.0038
flag
GBP 3.4016
0.0034
flag
KZT 56.47
-0.0009
flag
TRY 0.051
-0.0001
flag
USD 2.5911
-0.0006
news banner

ENERGO-PRO ჯგუფმა 300 000 000 ევროს ღირებულების ობლიგაციები გამოუშვა

news image
mbc image

სს "ენერგო-პრო ჯორჯია ჰოლდინგის" დედა კომპანიამ, ENERGO-PRO a.s-მა, უკვე მეოთხედ წარმატებით გამოუშვა 300 მილიონი ევროს არასუბორდინირებული და არაუზრუნველყოფილი ობლიგაციები.

„ეს ემისია პირველად არის გარანტირებული წამყვანი ამერიკული ფინანსური ინსტიტუტის, აშშ-ს საერთაშორისო განვითარების საფინანსო კორპორაცია (DFC)–ის მიერ. ასევე ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც DFC-ს გარანტირებული აქვს მსგავსი ტრანზაქცია ევროპაში“, - აცხადებენ კომპანიაში.

„ობლიგაციების ვადა 12 წელია და მისი სრულად დაფარვა მოხდება 2035 წლის 27 ივლისს. ობლიგაციის წლიური ფიქსირებული განაკვეთი შეადგენს 4.3 %-ს.

ობლიგაციის მოსალოდნელი რეიტინგია Aa1/სტაბილური Moody’s-სგან. Goldman Sachs Bank Europe SE მოქმედებდა, როგორც გარიგების ერთპიროვნული საერთაშორისო კოორდინატორი და ერთპიროვნული რეგისტრატორი.

DFC არის აშშ მთავრობის განვითარების საფინანსო ორგანიზაცია, მისი ვალდებულებები მხარდაჭერილია ამერიკის მთავრობის სრული ნდობით და საიმედოობით. აღნიშნული გარანტია მიღებულია როგორც DFC-ის საქმიანობის ნაწილი, მხარდაჭერა გაუწიოს ენერგეტიკის და ენერგეტიკასთან დაკავშირებულ ინვესტიციებს ევროპის და აზიის ქვეყნებში, ევროპული ენერგეტიკული უსაფრთხოების და დივერსიფიკაციის აქტის-ის შესაბამისად“, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

ENERGO-PRO ჯგუფის აღმასრულებელმა დირექტორმა, პეტრ მილევმა, აღნიშნულ გარიგებაზე განაცხადა, რომ “ეს არის მართლაც პრინციპულად მნიშვნელოვანი და გარდამტეხი გარიგება ENERGO-PRO-სთვის, რისი საშუალებითაც ჩვენ მოგვეცა შესაძლებლობა ცვალებადი საერთაშორისო კაპიტალური ბაზრის პირობებში მივაღწიოთ გრძელვადიან დაფინანსებას უაღრესად მიმზიდველი ფასით.

„ჩვენთვის დიდი პატივია გვქონდეს ნდობა ისეთი აღიარებული პარტნიორისგან როგორიცაა DFC, მოუთმენლად ველით მათთან მუშაობას ჩვენს აქტივებისა და ჩვენი ბიზნესის გარემოსდაცვითი და სოციალური ასპექტების გასაუმჯობესებლად“, - აღნიშნა პეტრ მილევმა.

„ENERGO-PRO ჯგუფმა დაასრულა გრძელვადიანი დაფინანსების ხელსაყრელ პირობებში მოზიდვა. კლასიკურ ობლიგაციებთან შედარებით, რომლებითაც აქამდე ფინანსდებოდა ჯგუფი, გარანტიამ ჯგუფს მისცა საშუალება მოეზიდა სახსრები ძალიან მიმზიდველ ფასად, უფრო ხანგრძლივი ვადით და ეს ყველაფერი საერთაშორისო კაპიტალის ბაზრებზე მუდმივი არასტაბილურობის დროს“, - განაცხადა "ენერგო-პრო ჯორჯია ჰოლდინგის" დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარემ, მიხეილ ბოცვაძემ.

„ჯგუფი განაგრძობს წარმატებულ განვითარებას სხვადასხვა ქვეყანაში, ხდება ახალი ბაზრების, შესაძლებლობების გაანალიზება და ჯგუფის გეოგრაფიის გაფართოება.

მიუხედავად ბევრი პრობლემისა და სამწუხარო დაბრკოლებებისა, ვამაყობთ, რომ კვლავ ვინარჩუნებთ ერთ-ერთი უმსხვილესი ინვესტორის პოზიციას საქართველოშიც. დარწმუნებული ვარ რომ გავუმკლავდებით, ყველა იმ გამოწვევას რომლებიც, „ენერგო-პრო ჯორჯიას“ მენეჯმენტის დიდი მონდომების მიუხედავად, კვლავ არსებობს. საბოლოო მიზნებად კი კვლავ რჩება ერთის მხრივ მომსახურების ხარისხის მნიშვნელოვანი გაუმჯობესება და ამისთვის საჭირო შესაბამისი პირობების მიღწევა, ხოლო მეორეს მხრივ, თბო და ჰიდროსადგურების შეუფერხებელი, უდანაკარგო ოპერირება“,- განაცხადა მიხეილ ბოცვაძემ.

banner image news banner
ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ბიზნესი
image ჩვენთვის მნიშვნელოვანია ისეთ პროექტებში მონაწილეობა, რომლებიც ქალაქის უსაფრთხო განვითარებას უწყობს ხელს - „თეთრმა კვადრატმა“ და „ბიქეი ქონსთრაქშენმა“ სამუშაოები ხარისხიანად და დათქმულ ვადებში დაასრულეს, რათა 18 ოჯახი საკუთარ მისამართზე, უსაფრთხო და თანამედროვე გარემოში დაბრუნებულიყო | ბაკურ ბერეკაშვილი

27.11.2026.23:16

თბილისში, საბურთალოზე, გამრეკელის ქუჩის I შესახვევის N6-ში, ახალი მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობა დასრულდა. 

პროექტი BK Holding-ში შემავალი კომპანიების - „თეთრი კვადრატის“ და „ბიქეი ქონსთრაქშენის“ მონაწილეობით, თბილისის მერიის „ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამის“ ფარგლებში განხორციელდა.

ავარიული შენობის ნაცვლად, მისამართზე თანამედროვე სტანდარტების 8-სართულიანი კორპუსი აშენდა. სამუშაოები ორი წელი გაგრძელდა, პროექტის საერთო ღირებულება კი 6,700,000 ლარია.

პროგრამაში მონაწილე 18 ოჯახს ბინების გასაღები დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ და „თბილისის განვითარების ფონდის“ ხელმძღვანელმა, თამაზ ალიბეგაშვილმა გადასცეს.

„ორწლიანი მოლოდინის შემდეგ აღნიშნულ მისამართზე მცხოვრები ოჯახები უბრუნდებიან საკუთარ კერას უკვე დასრულებულ, ახალაშენებულ კორპუსში, სრულად გარემონტებულ ბინებში. ავარიული სახლის ჩანაცვლება ადამიანებს საკუთარი უბნის, საცხოვრებელი გარემოს და ცხოვრების ჩვეული რიტმის შენარჩუნების შესაძლებლობას აძლევს. მადლობა კონტრაქტორ კომპანია „ბიქეი ქონსთრაქშენს“, რომელმაც სამუშაოები კეთილსინდისიერად და დროულად შეასრულა“, — განაცხადა კახა კალაძემ.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა