მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7187.5
-0.0017
flag
AZN 1.5237
0.0001
flag
CNY 38.933
0.0033
flag
EUR 2.8406
-0.0038
flag
GBP 3.4016
0.0034
flag
KZT 56.47
-0.0009
flag
TRY 0.051
-0.0001
flag
USD 2.5911
-0.0006
news banner

„ენერგოეფექტურობის მინიმალური მოთხოვნების ამოქმედებისას მნიშვნელოვანია ბიზნესის ინტერესების გათვალისწინება" - საქართველოს ბიზნეს ასოციაცია

news image
mbc image

საქართველოს ბიზნეს ასოციაციის აღმასრულებელმა დირექტორმა ლევან ვეფხვაძემ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მიერ ორგანიზებულ შეხვედრაზე, რომელიც ენერგოეფექტურობის მინიმალური მოთხოვნის ვალდებულებას შეეხებოდა, ბიზნეს სექტორის ინფორმირებულობის მნიშვნელობაზე ისაუბრა.

 

ლევან ვეფხვაძის თქმით, ენერგოეფექტურობის მინიმალური მოთხოვნების ამოქმედებასაერთაშორისო ვალდებულებაა, რომელიც მნიშვნელოვანი კომპონენტია ეკოლოგიურიდა გარემოსდაცვითი თვალსაზრისით, თუმცა აუცილებელია სამშენებლო სექტორის წარმომადგენლების დროული ინფორმირება, ვინაიდან მინიმალური მოთხოვნებისა და მათი შესრულების პროცედურების სრული დაცვა სწორედ ბიზნეს ოპერატორებს ევალებათ.

 

BAG-ის აღმასრულებელმა დირექტორმა ყურადღება, ასევე, გაამახვილა მშენებლობის დამპროექტებლისთვის შემოთავაზებულ ტრენინგებსა და ონლაინ-პლატფორმაზე, რაც, მისი თქმით, ეფექტიანი მექანიზმი იქნება პროცესის გამარტივებისთვის.

 

„ხელისუფლების მხრიდან ბიზნეს სექტორთან თანამშრომლობა და სწორი კომუნიკაციის წარმოება მნიშვნელოვანია ნებისმიერი სიახლის დანერგვის დროს, მით უფრო, როდესაც საკითხი ეხება ენერგოეფექტურობას. ვიმედოვნებთ, რომ პროცესი ჰარმონიულად წარიმართება და სამშენებლო სექტორის ინტერესები, რომლებიც ჩვენი ქვეყნის ეკონომიკის მნიშვნელოვან ნაწილს წარმოადგენენ, დაცული იქნება" განაცხადა საქართველოს ბიზნეს ასოციაციის აღმასრულებელმა დირექტორმა ლევან ვეფხვაძემ.

 

შეგახსენებთ, რომ 2023 წლის 1 ივლისიდან საქართველოში შენობების, შენობების ნაწილების ან შენობების ელემენტების ენერგოეფექტურობის მინიმალური მოთხოვნები ამოქმედდება, რომელთა დამადასტურებელი დეკლარაციის წარდგენის გარეშე პროექტი სამშენებლო ნებართვას ვერ მიიღებს.

banner image news banner
ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ბიზნესი
image ჩვენთვის მნიშვნელოვანია ისეთ პროექტებში მონაწილეობა, რომლებიც ქალაქის უსაფრთხო განვითარებას უწყობს ხელს - „თეთრმა კვადრატმა“ და „ბიქეი ქონსთრაქშენმა“ სამუშაოები ხარისხიანად და დათქმულ ვადებში დაასრულეს, რათა 18 ოჯახი საკუთარ მისამართზე, უსაფრთხო და თანამედროვე გარემოში დაბრუნებულიყო | ბაკურ ბერეკაშვილი

27.11.2026.23:16

თბილისში, საბურთალოზე, გამრეკელის ქუჩის I შესახვევის N6-ში, ახალი მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობა დასრულდა. 

პროექტი BK Holding-ში შემავალი კომპანიების - „თეთრი კვადრატის“ და „ბიქეი ქონსთრაქშენის“ მონაწილეობით, თბილისის მერიის „ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამის“ ფარგლებში განხორციელდა.

ავარიული შენობის ნაცვლად, მისამართზე თანამედროვე სტანდარტების 8-სართულიანი კორპუსი აშენდა. სამუშაოები ორი წელი გაგრძელდა, პროექტის საერთო ღირებულება კი 6,700,000 ლარია.

პროგრამაში მონაწილე 18 ოჯახს ბინების გასაღები დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ და „თბილისის განვითარების ფონდის“ ხელმძღვანელმა, თამაზ ალიბეგაშვილმა გადასცეს.

„ორწლიანი მოლოდინის შემდეგ აღნიშნულ მისამართზე მცხოვრები ოჯახები უბრუნდებიან საკუთარ კერას უკვე დასრულებულ, ახალაშენებულ კორპუსში, სრულად გარემონტებულ ბინებში. ავარიული სახლის ჩანაცვლება ადამიანებს საკუთარი უბნის, საცხოვრებელი გარემოს და ცხოვრების ჩვეული რიტმის შენარჩუნების შესაძლებლობას აძლევს. მადლობა კონტრაქტორ კომპანია „ბიქეი ქონსთრაქშენს“, რომელმაც სამუშაოები კეთილსინდისიერად და დროულად შეასრულა“, — განაცხადა კახა კალაძემ.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა