მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7187.5
-0.0017
flag
AZN 1.5237
0.0001
flag
CNY 38.933
0.0033
flag
EUR 2.8406
-0.0038
flag
GBP 3.4016
0.0034
flag
KZT 56.47
-0.0009
flag
TRY 0.051
-0.0001
flag
USD 2.5911
-0.0006
news banner

ენერგოეფექტურობა როგორც ბიზნესის უპირატესობა - გიორგი მერებაშვილი DMT-ის მიღწევებსა და გეგმებზე

news image
mbc image

ენერგოეფექტურობის ზრდა, ოპერაციული ხარჯების შემცირება და რეგულაციებთან ადაპტაცია - სწორედ ამ მიმართულებაში ხედავს DMT-ის განვითარებას კომპანიის დამფუძნებელი და აღმასრულებელი დირექტორი. Business Insider Georgia-სთან ინტერვიუში გიორგი მერებაშვილი 2025 წელს  DMT-ის საქმიანობისთვის მნიშვნელოვან თარიღად აფასებს, როდესაც ქართულ ბაზარზე მარტივი BMS გადაწყვეტილებები პრაქტიკულ საჭიროებად იქცა, ხოლო 2026 წლიდან ამოქმედებული ენერგოეფექტურობის კანონმდებლობა ბიზნესებისთვის ახალ სტრატეგიულ არჩევანს აჩენს.

- შეაფასეთ 2025 წელი იყო DMT-ის საქმიანობის კუთხით, რა მიღწევები ჰქონდა ამ წელს კომპანიას და რა შედეგებით ასრულებთ წელს?

- 2025 წელი DMT-ისთვის იყო მნიშვნელოვანი განვითარების და პოზიციონირების წელი ქართულ ბაზარზე. კომპანიამ წარმატებით გააფართოვა პარტნიორული ქსელი, მომსახურებას აწვდის რამდენიმე უმსხვილეს კორპორაციულ კლიენტს სხვადასხვა სექტორიდან.

წლის განმავლობაში DMT-ის plug-and-play ტიპის BMS სისტემამ დაამტკიცა საკუთარი ეფექტიანობა - მომხმარებლებმა საშუალოდ 5-20%-ით შეამცირეს ენერგომოხმარება, ხოლო შენობების მართვის პროცესები გახადეს უფრო მოქნილი და ციფრულად კონტროლირებადი.

კომპანიამ მნიშვნელოვანი ინვესტიცია ჩადო პროდუქტისა და ინტერფეისის გაუმჯობესებაში, რაც კიდევ უფრო ამარტივებს მის დანერგვას და მართვას ტექნიკური ცოდნის გარეშე. წლის ბოლოსთვის, DMT გახდა მარტივი BMS გადაწყვეტის სინონიმი ქართულ ბაზარზე.

- რომელი ტიპის ობიექტებმა გამოიჩინეს ყველაზე მაღალი ინტერესი 2025 წელს თქვენს სერვისებზე და რა იყო ამის მთავარი მიზეზი?

- 2025 წელს განსაკუთრებული ინტერესი გამოიჩინეს ქსელური კომერციული ობიექტების მფლობელმა კომპანიებმა, რომელთაც ათეულობით ფილიალი აქვთ სხვადასხვა ლოკაციაზე. მათთვის გადამწყვეტი ფაქტორი იყო სხვადასხვა შენობიდან მონაცემების ერთიან სივრცეში თავმოყრა და კონტროლი, ასევე, ენერგოეფექტურობის გაზრდა

ასევე აქტიურად დაგვემატნენ საოფისე შენობები, კლინიკები და საცურაო აუზები, რომლებიც ენერგომოხმარების შემცირებასთან ერთად მეტი კონტროლის შესაძლებლობას და მარტივ ინტერფეისს ეძებდნენ - განსაკუთრებით ისეთ გადაწყვეტილებას, რომელიც არ საჭიროებს რთულ ინფრასტრუქტურას ან სპეციალურ ტექნიკურ ცოდნას ან დამატებით ტექნიკოსთა ჯგუფს.

- ენერგოეფექტურობის მხრივ 2025 წელი როგორი აღმოჩნდა? საშუალო ენერგოდაზოგვისა და ოპერაციული ეფექტიანობის თვალსაზრისით რა შედეგები მიიღეთ?

- ენერგოდაზოგვის კუთხით ზოგიერთი ჩვენი მომხმარებლის შედეგები საკმაოდ შთამბეჭდავია და მათი ყოველთვიური ეკონომია 10.000-12.000 ლარს აღწევს, თუმცა ზოგადად ენერგოეფექტურობა სხვადასხვა დანიშნულების კომერციულ შენობაში განსხვავებულია და ბევრ ფაქტორზეა დამოკიდებული, საშუალოდ კი მერყეობს 5-20%-მდე. საბოლოო ჯამში ეს პლატფორმა არის ოპერაციების გამარტივებისა და კომფორტის გაზრდის საშუალება.  გათბობის, კონდიცირების, ვენტილაციისა და წყლის სისტემების მოვლა ბევრ სხვადასხვა ხარჯთან არის დაკავშირებული, როგორიცაა ტექნიკური პერსონალის ანაზღაურება დიაგნოსტიკის საჭიროებისას, გაზრდილი დრო ხარვეზების აღმოსაფხვრელად და დანადგარების სიცოცხლისუნარიანობის შემცირება. ამ ყველაფრის მენეჯმენტი DMT-ის დახმარებით უფრო ხარჯთეფექტური ხდება.

- რა რეგულაციების ამოქმედებას ელოდებით 2026 წელს და როგორ ემზადება ამ კუთხით DMT?

- 2025 წლის 31 დეკემბრიდან ამოქმედდება "შენობების ენერგოეფექტურობის შესახებ" კანონის ახალი რეგულაციები, რომლებიც შენობების ავტომატიზაციის და კონტროლის სისტემების (BACS) სავალდებულო დანერგვას მოითხოვს. ეს, ერთი შეხედვით გამოწვევა, კომპანიებს შეუძლიათ, შესაძლებლობად გადააქციონ DMT-ის დახმარებით, რადგან მისი დანერგვა უზრუნველყოფს ენერგიის დაზოგვას, ოპერაციული ხარჯების შემცირებას და კომფორტული გარემოს შექმნას. რაც მთავარია, ეს არ არის დიდ ხარჯებთან დაკავშირებული. პირიქით, ფინანსურად მომგებიანია. კომპანიები 6 თვეში უკვე იღებენ ამონაგებს ინვესტიციიდან და ყოველთვიურად მნიშვნელოვან დანაზოგებს აღწევენ.

- რა ნაბიჯებს გადადგამთ პლატფორმის მასშტაბირებისთვის საქართველოში - რეგიონებში, ქსელურ კომპანიებში, მსხვილ კორპორაციებში?

- ჩვენი პლატფორმით უკვე სარგებლობენ ყველაზე მსხვილი ქსელური კომპანიები, როგორიცაა სოკარი, ნიკორა, გორგია, აგროჰაბი და სხვები. შესაბამისად DMT უკვე გამოიყენება საქართველოს სხვადასხვა ქალაქში - თბილისში, ქუთაისში, ბათუმში, რუსთავში, ყვარელში. ჩვენი მიზანია უფრო მეტ კომპანიას დავეხმაროთ  ავტომატიზაციის საშუალებით პროცესების გამარტივებაში და ხელშესახები, თვალსაჩინო შედეგების მიღწევაში. რიგ შემთხვევებში კომპანიებს საშუალებას ვაძლევთ ისარგებლონ უფასო სატესტო პერიოდით, რაც ფაქტიურად რისკს ანულებს ჩვენი მომხმარებლისთვის. ისინი  პრაქტიკაში თავად ნახულობენ DMT-ის გამოყენებით მიღწეულ შედეგებს, რაც საბოლოოდ პარტნიორობით სრულდება ხოლმე, რაც ძალიან გვახარებს და მოტივაციას გვაძლევს.

- რა არის DMT-ის მთავარი სტრატეგიული პრიორიტეტი 2026 წლისთვის?

- DMT-ის მისიაა გაუმარტივოს ქართულ ბიზნესებს შენობებში HVAC სისტემების მართვა უახლესი ტექნოლოგიების გამოყენებით, რომელიც ამავდროულად არის ძალიან პრაქტიკული, მოქნილი და მცირე ზომის შენობებზე მორგებული.

ჩვენი მთავარი პრიორიტეტია, რომ რაც შეიძლება მეტ კომპანიას მივაწოდოთ მოქნილი BMS, რომელიც  რთულ სისტემებს მარტივად სამართავად გადააქცევს, ზოგავს ენერგიას და დროს და ქმნის გარემოს, სადაც ყველას უფრო კომფორტულად და პროდუქტიულად მუშაობს.

ჩვენ გვჯერა, რომ ტექნოლოგიების სწორად გამოყენება მეტ სიკეთეს მოუტანს ჩვენს მომხმარებლებს და ზოგადად ქვეყნის მასშტაბით  HVAC მართვა უფრო კომფორტული და ენერგოეფექტური გახდება.

 

banner image news banner
ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ბიზნესი
image მოემზადე თიბისის Cyber Monday-სთვის

28.11.2026.14:01

თიბისის დაუჯერებელი შავი პარასკევი დასრულდა, თუმცა ბრენდი მომხმარებლებს განსაკუთრებულ შეთავაზებებს კვლავ უმზადებს.

30 ნოემბერს, Cyber Monday-ზე, თიბისის ერთგული Visa საკრედიტო ბარათებით საერთაშორისო პლატფორმებზე შერჩეულ კატეგორიებში შოპინგისას მომხმარებლები 30%-იანი ქეშბექით ისარგებლებენ.

30% ქეშბექი საერთაშორისო ონლაინშოპინგზე - ერთგული Visa საკრედიტო ბარათებით

30 ნოემბერს, ტანსაცმლის, ფეხსაცმლის, ტექნიკის, კოსმეტიკისა და აქსესუარების კატეგორიებში, ნებისმიერ საერთაშორისო ვებგვერდსა თუ აპლიკაციაში ერთგული Visa საკრედიტო ბარათებით ონლაინგადახდისას მომხმარებლებს გადახდილი თანხის 30%, მაქსიმუმ 100 ლარი, ერთგულის ყულაბაში დაუბრუნდებათ. შეთავაზებით სარგებლობა შესაძლებელი იქნება რამდენჯერმე, 100-ლარიანი ლიმიტის ამოწურვამდე.

შეთავაზება არ ვრცელდება Apple Pay-ითა და Google Pay-ით განხორციელებულ გადახდებზე. ქეშბექი კი ერთგულის ყულაბაში ვებგვერდის მხრიდან ტრანზაქციის დადასტურებისთანავე დაერიცხებათ.

ერთგულის ყულაბიდან თანხის გადარიცხვა ნებისმიერ ანგარიშზეა შესაძლებელი, მისი გამოყენება კი ნებისმიერი მიზნობრიობით.

ასევე შეგახსენებთ, რომ თიბისის Cyber Monday-ის ფარგლებში ადგილობრივი შეთავაზებებიც აქვს -Aversi-ში მდებარე ჩიკოს შოურუმებში, Dressup.ge-სა და PSP-ს აპლიკაციასა და ვებგვერდზე.

30% ქეშბექი Aversi-ში მდებარე ჩიკოს შოურუმებში

30 ნოემბერს, ახალი თიბისი ბარათით, ახალი თიბისი კონცეპტ ბარათებით ან/და ერთგული საკრედიტო ბარათით ჩიკოს შოურუმებში გადახდისას მომხმარებლები 30%-იან ქეშბექს, მაქსიმუმ 300 ლარს, დაიბრუნებენ.

შეთავაზებით სარგებლობისთვის საჭიროა თიბისის ტერმინალზე ან/და თიბისის გადახდის არხით გადახდა. აქცია მოქმედებს მხოლოდ ჩიკოს პროდუქციაზე და ვრცელდება შემდეგ შოურუმებში: თბილისში, სავაჭრო ცენტრებში „ქარვასლა“ და „ისთ ფოინთი“, ასევე ბათუმში, ბარათაშვილის ქ. N30-ში.

30% ქეშბექი PSP-ს აპლიკაციასა და ვებგვერდზე

30 ნოემბერს, ახალი თიბისი ბარათით ან/და ერთგული საკრედიტო ბარათით მინიმუმ 150 ლარის გადახდისას მომხმარებლები გადახდილი თანხის 30%-ს, მაქსიმუმ 30 ლარს, დაიბრუნებენ. თიბისი კონცეპტის მომხმარებლებისთვის კი, ახალი თიბისი კონცეპტ ბარათებით ან ერთგული საკრედიტო ბარათით გადახდისას, ქეშბექის მაქსიმალური ოდენობა 50 ლარია.

 

შეთავაზებით სარგებლობისთვის საჭიროა თიბისის გადახდის არხით გადახდა. აქცია მოქმედებს მხოლოდ ონლაინ მაღაზიებში და არ ვრცელდება Apple Pay-ითა და Google Pay-ით განხორციელებულ გადახდებზე.

დამატებითი 20% ფასდაკლება Dressup.ge-ზე ონლაინშოპინგისას

30 ნოემბერს, ახალი თიბისი ბარათით, ახალი თიბისი კონცეპტ ბარათებით ან/და ერთგული საკრედიტო ბარათით Dressup.ge-ზე ონლაინშოპინგისას მომხმარებლები დამატებითი 20%-იანი ფასდაკლებით ისარგებლებენ პრომოკოდის - CYBER20-ის შეყვანის შემთხვევაში.

შეთავაზებით სარგებლობისთვის საჭიროა თიბისის გადახდის არხით გადახდა. აქცია მოქმედებს მხოლოდ ონლაინ მაღაზიებში და არ ვრცელდება Dressup.ge-ზე Apple Pay-ითა და Google Pay-ით განხორციელებულ გადახდებზე.

Cyber Monday-ის საერთაშორისო და ადგილობრივი შეთავაზებების დეტალური პირობებისთვის ეწვიეთ თიბისის შეთავაზებების გვერდს.

აიღეთ თიბისი ბარათები და ისარგებლეთ მუდმივად დაუჯერებელი შეთავაზებებით.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა