Enlili საწარმოო პროცესების ავტომატიზაციასა და რობოტიზაციის მიმართულებას ავითარებს - რა გეგმები აქვს ქართულ ტექნოლოგიურ კომპანიას
ქართული კომპანია ENLILI, რომელიც ხილ-ბოსტნეულის გადამუშავებისა და გაშრობის დანადგარების წარმოებითა და სამრეწველო აღჭურვილობის მიწოდებით არის დაკავებული, საქმიანობას აფართოებს და საწარმოო პროცესების კომპლექსური ავტომატიზაციის მიმართულებას ავითარებს. კომპანიის საქმიანობა მოიცავს როგორც საკუთარი კონსტრუქციის დანადგარების შექმნას, ისე სხვადასხვა მწარმოებლის ტექნოლოგიური აღჭურვილობის შერჩევას, მიწოდებასა და საწარმოო პროცესებზე მორგებულ გადაწყვეტილებებს.
როგორც კომპანიის დამფუძნებელი, ბადრი ციქუბაძე Business Insider Georgia-სთან აცხადებს, ბოლო პერიოდში ENLILI-მა გააძლიერა იმპორტის, საერთაშორისო პარტნიორობისა და მსხვილ საწარმოებთან თანამშრომლობის მიმართულებები. კომპანიის სამომავლო გეგმებში განსაკუთრებული ადგილი უჭირავს ავტომატიზაციასა და რობოტიზაციას.
„ბოლო პერიოდში იმპორტის მიმართულებით უფრო გავძლიერდით. ჩინეთში ბოლო ვიზიტის ფარგლებში მნიშვნელოვანი შეხვედრები გვქონდა და ახალი პარტნიორული კავშირები დავამყარეთ. ჩვენი კომპანია აბრეშუმის გზის საპარტნიორო ფორუმის საპატიო წევრიც გახდა.

ამასთან, რამდენიმე მსხვილ ადგილობრივ მწარმოებელთან გავაფორმეთ ხელშეკრულებები. ისინი პირდაპირი მომწოდებლები არიან, ჩვენ კი მათი პროდუქციის საქართველოში რეალიზაციასა და ადგილობრივ ბაზარზე დამკვიდრებას ვუწყობთ ხელს. ამ მიმართულებით ჩვენი როლი მწარმოებლებსა და ქართულ ბაზარს შორის საიმედო პარტნიორული კავშირის ჩამოყალიბებაა“, - აცხადებს ბადრი ციქუბაძე.
მისივე თქმით, კომპანიის განვითარების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულება მსხვილ ბიზნესთან თანამშრომლობაა. თუ აქამდე ENLILI ძირითადად მცირე და საშუალო ბიზნესის საჭიროებებზე იყო ორიენტირებული, ახლა კომპანია უფრო კომპლექსურ პროექტებშიც მონაწილეობს.
„ჩვენი მიზანია, პარტნიორებს არა მხოლოდ ცალკეული დანადგარი მივაწოდოთ, არამედ დავეხმაროთ მათ საჭიროებების განსაზღვრაში, საწარმოო პროცესის დაგეგმვაში, შესაბამისი აღჭურვილობის შერჩევასა და ტექნოლოგიური ხაზის გამართვაში. პროექტის საჭიროებიდან გამომდინარე, თანამშრომლობა ასევე მოიცავს დანადგარების მიწოდებასა და ტექნიკურ მხარდაჭერას.
ასეთი მიდგომა მომხმარებელს საშუალებას აძლევს, სხვადასხვა ტექნოლოგიური კომპონენტი ერთიან საწარმოო პროცესად განიხილოს და გადაწყვეტილებები კონკრეტული ბიზნესის საჭიროებების მიხედვით მიიღოს“, - აღნიშნავს კომპანიის დამფუძნებელი.
ბადრი ციქუბაძის თქმით, ამ მიმართულებით ENLILI-ს უკვე აქვს მსხვილ კომპანიებთან გაფორმებული ხელშეკრულებები და რამდენიმე პროექტი რეალიზაციის პროცესშია. კონკრეტული პროექტების დეტალები ჯერჯერობით არ საჯაროვდება.
ENLILI-ს განვითარების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულება საწარმოო პროცესების ავტომატიზაცია და რობოტიზაციაა. კომპანია ჩინელ პარტნიორებთან თანამშრომლობით განიხილავს და ავითარებს კონკრეტული საწარმოების საჭიროებებზე მორგებული რობოტული მექანიზმების შექმნის შესაძლებლობებს.
„ჩვენთვის რობოტიზაცია მხოლოდ მზა მოწყობილობის შეძენას არ ნიშნავს. მნიშვნელოვანია, ტექნოლოგია კონკრეტულ საწარმოო ამოცანას პასუხობდეს. სხვადასხვა საწარმოს განსხვავებული საჭიროებები აქვს, ამიტომ ზოგ შემთხვევაში საჭიროა ინდივიდუალური მექანიზმის შექმნა, რომელიც არსებულ საწარმოო პროცესში ინტეგრირდება.
რობოტული სისტემების გამოყენება კომპანიებს პროცესების დაჩქარებაში, ოპერაციების სტაბილურობის გაუმჯობესებასა და ადამიანური შეცდომების რისკის შემცირებაში ეხმარება. შედეგად, შესაძლებელია პროდუქციის ხარისხის უფრო თანმიმდევრული კონტროლი და საწარმოო რესურსების ეფექტიანი გამოყენება“, - ამბობს ბადრი ციქუბაძე.
მისი შეფასებით, ავტომატიზაციისა და რობოტიზაციის განვითარება ქართულ საწარმოებს კონკურენტუნარიანობის გაუმჯობესებაში დაეხმარება. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ეს იმ კომპანიებისთვის, რომლებიც წარმოების მასშტაბის გაზრდას, ხარისხის სტაბილურობის შენარჩუნებასა და საერთაშორისო ბაზრებზე გასვლას გეგმავენ.
კომპანიამ გააფართოვა სასაწყობე მიმართულებაც. ამ ეტაპზე ENLILI-ს აქვს შესაძლებლობა, ადგილზე შეინახოს გარკვეული ტიპის ელექტროტექნიკური კომპონენტები, მათ შორის გარდამქმნელები, დამცველები და ინვერტორები.
„საწარმოო აღჭურვილობისთვის საჭირო კომპონენტების დროული მიწოდება ხშირად კრიტიკულია. როდესაც კონკრეტული ნაწილის ჩამოსვლას რამდენიმე კვირა სჭირდება, საწარმოს მუშაობა შეიძლება შეფერხდეს და კომპანიამ ფინანსური ზარალი მიიღოს.
ადგილზე მარაგის არსებობა საშუალებას გვაძლევს, მომხმარებლებს საჭირო კომპონენტები უფრო სწრაფად მივაწოდოთ, ზოგ შემთხვევაში კი იმავე დღეს. ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია იმ საწარმოებისთვის, რომელთა საქმიანობაც ტექნიკის უწყვეტ მუშაობაზეა დამოკიდებული“, - აღნიშნავს ბადრი ციქუბაძე.
მისივე თქმით, კომპანიის გრძელვადიან გეგმებში უფრო სრულფასოვანი სასაწყობე ინფრასტრუქტურის განვითარებაც შედის. ამ ეტაპზე ENLILI სასაწყობე ფართებს ქირაობს, ხოლო საკუთარი ძირითადი საწყობის მოწყობა დამატებით ფინანსურ რესურსებს მოითხოვს.
ENLILI საერთაშორისო თანამშრომლობის გაფართოებასაც გეგმავს. კომპანიისთვის მნიშვნელოვანი მიმართულებაა აზიის მწარმოებლებთან პარტნიორობა, ტექნოლოგიური შესაძლებლობების ადგილზე შეფასება და ახალი საექსპორტო ბაზრების შესწავლა.
„საერთაშორისო თანამშრომლობისას ჩვენთვის მნიშვნელოვანია არა მხოლოდ კომერციული პირობები, არამედ მწარმოებლის რეალური შესაძლებლობების შეფასებაც. გამოფენებსა და ბიზნესშეხვედრებზე მიღებული ინფორმაცია ყოველთვის საკმარისი არ არის. ხშირად საჭიროა საწარმოს მონახულება, წარმოების პროცესის გაცნობა და პროდუქციის ხარისხის შეფასება.
ასეთი მიდგომა გვეხმარება, სწორად შევარჩიოთ პარტნიორები და ჩვენს მომხმარებლებს ხარისხიანი აღჭურვილობა შევთავაზოთ. საბოლოოდ, პასუხისმგებლობა მომხმარებლის წინაშე ჩვენც გვაკისრია“, - აცხადებს კომპანიის დამფუძნებელი.
ბადრი ციქუბაძის თქმით, ENLILI-ს სხვადასხვა საერთაშორისო ბაზრიდან უკვე მიუღია მოთხოვნები ტექნიკის მიწოდებასა და შესაძლო თანამშრომლობაზე. მათ შორის არის აფრიკის ქვეყნები, აშშ და ევროპის ბაზრები. კომპანიისთვის საინტერესო პერსპექტივაა როგორც პირდაპირი მიწოდება, ისე საერთაშორისო პარტნიორებთან თანამშრომლობით ახალი ბაზრების ათვისება და რეექსპორტის შესაძლებლობების განხილვა.
„ჩვენი მიზანია, ეტაპობრივად გავაფართოოთ პარტნიორული ქსელი და გავზარდოთ კომპანიის შესაძლებლობები როგორც საქართველოში, ისე მის ფარგლებს გარეთ. ამ პროცესში გადამწყვეტი იქნება სანდო პარტნიორების შერჩევა, ტექნოლოგიური კომპეტენციის განვითარება და მომხმარებლებისთვის პრაქტიკული, მათ საჭიროებებზე მორგებული გადაწყვეტილებების შეთავაზება“, - აღნიშნავს ბადრი ციქუბაძე.
ENLILI საქართველოში 2019 წლიდან საქმიანობს. კომპანია ავითარებს საკუთარი კონსტრუქციის საწარმოო დანადგარებს, მათ შორის ხილისა და ბოსტნეულის გაშრობის ტექნოლოგიებს, და მომხმარებლებს სთავაზობს სხვადასხვა ტიპის სამრეწველო და გადამამუშავებელ აღჭურვილობას.
კომპანიის საქმიანობის შესახებ დამატებითი ინფორმაცია ხელმისაწვდომია ვებგვერდზე: https://www.enlili.ge/ka და Facebook-ზე:
სხვა სიახლეები
ალგადი იმსახურებს ჩემპიონს - საქართველოს ბანკის კამპანიას სადაზღვევო კომპანია ალდაგი შეუერთდა
23.10.2026.10:28
საქართველოს ბანკის ინიციატივას „რომელი ბრენდი იმსახურებს ჩემპიონს?“, სადაზღვევო კომპანია ალდაგი შეუერთდა. კომპანია პარტნიორობას პარალიმპიელ სპორტსმენ ანა ჯაფარიძესთან იწყებს.
კამპანიას - „რომელი ბრენდი იმსახურებს ჩემპიონს?“ პარალიმპიელი სპორტსმენებისა და მათი მიღწევების შესახებ საზოგადოებრივი ცნობადობის ამაღლებას ისახავს მიზნად. პროექტი საქართველოს ბანკისა და შემოქმედებითი სააგენტო Art & Qopy-ს ერთობლივი ინიციატივაა, რომელიც ბიზნესსექტორს მოუწოდებს, აქტიურად ჩაერთონ პარასპორტსმენების მხარდაჭერაში, რათა ჩემპიონებმა მიიღონ ის ყურადღება და აღიარება, რომელსაც ნამდვილად იმსახურებენ.
“პარალიმპიელი სპორტსმენების მხარდაჭერა, ჩვენთვის კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის ორგანული ნაწილია. გვჯერა, რომ კერძო სექტორის ჩართულობას გადამწყვეტი როლი აქვს თანაბარი შესაძლებლობების შექმნასა და პარაოლიმპიური მოძრაობის გაძლიერებაში. ასეთი მასშტაბური ინიციატივების მხარდაჭერით, გვსურს, ხელი შევუწყოთ საზოგადოებრივი ცნობიერების ამაღლებას, ინკლუზიური გარემოს განვითარებასა და ქვეყნის საერთაშორისო ასპარეზზე ღირსეულად წარმოჩენას. როგორც კომპანიას, ვცდილობთ ჩვენი წვლილი შევიტანოთ ისეთი გარემოს შექმნაში, რომელშიც მიზნისკენ მშვიდი გონებით სვლა და შეუპოვრობა სათანადოდ არის დაფასებული. გვჯერა, რომ საიმედო პარტნიორობით ნებისმიერი მასშტაბური მიზნის მიღწევა შესაძლებელია,” - ქეთევან მაღალაშვილი, ალდაგის მარკეტინგული კომუნიკაციების დირექტორი;
პარალიმპიელი ჩემპიონები მზად არიან, ახლა ბრენდების ჯერია
კამპანიის ვიზუალური კონცეფცია უჩვეულო და სიმბოლურია: პარალიმპიელების ფოტოსესია ცნობილი სარეკლამო კამპანიების ესთეტიკით არის გადაღებული, თუმცა ფოტოებზე პროდუქტებისთვის განკუთვნილი ადგილი ცარიელია. ბრენდების ნაცვლად, კადრში ჩნდება მთავარი შეკითხვა: „რომელი ბრენდი იმსახურებს ჩემპიონს?“.
ეს ინიციატივა ერთგვარი მოწვევა და გამოწვევაა ქართული ბიზნესისთვის - შეავსონ ეს ცარიელი ადგილები და დაიწყონ პარტნიორობა პარასპორტსმენებთან, რომლებიც ჩვენი ქვეყნის სახელით ასპარეზობენ და მედლებსაც მოიპოვებენ. კამპანიაში უკვე 20 მდე კომპანიაა ჩართული, თუმცა თავისუფალი სივრცეები კვლავ რჩება. ახლა მთავარი კითხვაა — კიდევ რომელი ბრენდი იმსახურებს ჩემპიონს?