მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7187.5
-0.0017
flag
AZN 1.5237
0.0001
flag
CNY 38.933
0.0033
flag
EUR 2.8406
-0.0038
flag
GBP 3.4016
0.0034
flag
KZT 56.47
-0.0009
flag
TRY 0.051
-0.0001
flag
USD 2.5911
-0.0006
news banner

„ენთები“ ანუ ახალი თაობის ბუღალტრები ახალი თაობის მეწარმეებისთვის

news image
mbc image

ბუღალტრული, საგადასახადო და სხვა ფინანსური სერვისების მომსახურების აუთსორსინგის კომპანია AccountAnts-ი ყოველთვიურად 500-ზე მეტ კლიენტს ემსახურება. რვა წლის წინ შექმნილი კომპანია საქართველოს ბაზარზე, სადაც მსგავსი ბიზნესები მრავლადაა, სწრაფად იზრდება. „ენთები“, ბევრს შრომობენ, იმისთვის, რომ მცირე თუ საშუალო ზომის კომპანიების საჭიროებებს მოერგონ და მათთვის ოპტიმალური გამოსავლები იპოვონ. ახალი თაობის ბუღალტრები, კერძოდ, AccountAnts-ის დამფუძნებლები, ნიკა წიკლაური, ნიკა მჭედლიშვილი და დიმა ბასილაშვილი Business Insider Georgia-სთან კომპანიის შედეგებსა და გეგმებზე საუბრობენ.

AccountAnts-ი 2015 წელს დააარსეთ. რამ მოგცათ ამის საფუძველი? რამდენად რთული იყო ამ მომსახურებით საკმაოდ გაჯერებულ ბაზარზე თავის დამკვიდრება?

დიმიტრი ბასილაშვილი: ჩვენ დავინახეთ, რომ საბუღალტრო მომსახურების სფეროში არსებობდა ნიში, რომლის შევსებასაც შევძლებდით. მიუხედავად იმისა, რომ ამ სეგმენტში ბევრი კონკურენტი იყო, თავიდანვე სხვებისგან განსხვავებული მიდგომით დავიწყეთ მუშაობა. „ენთები” ყოველთვის იყო თანამედროვე, ახალგაზრდა და ენერგიული ბრენდი, რომელიც არაფორმალური და პოზიტიური კომუნიკაციით შევიდა ბაზარზე. ამას დაემატა ხარისხი და პროფესიონალიზმი და შედეგად დღეს ჩვენი კლიენტების კმაყოფილების მაჩვენებელი 90%-ს აღემატება.

როგორია თქვენი შედეგები რიცხვებში?

ნიკა წიკლაური: „ენთები” ყოველთვიურად მომსახურებას 500-ზე მეტ კლიენტს უწევს. მათ შორის 150-ზე მეტი უცხოური კომპანიის წარმომადგენლობაა საქართველოში, რომელთაც უცხოელი ინვესტორები მართავენ. გარდა ამისა, მნიშვნელოვანია, რომ თვეში საშუალოდ 10-15 ახალი კლიენტი კომპანია გვემატება,

2015 წელს, როცა საქმიანობა დავიწყეთ, ვემსახურებოდით მხოლოდ შვიდ კომპანიას. სწორედ ამ კომპანიების მფლობელებისა და მენეჯმენტის კმაყოფილების შედეგი იყო ის, რომ მათ პოზიტიური რეკომენდაციები სანაცნობო წრეში გაავრცელეს, ამ ყველაფერმა კი ზრდის საშუალება მოგვცა. აქვე აღვნიშნავ, რომ, მიუხედავად სწრაფი ზრდისა, თითოეული კლიენტი ჩვენს ყურადღებასა და ზრუნვას მუდმივად გრძნობს. ჩვენთვის თითოეულ მათგანთან თანამშრომლობა ფასეულია.

ბოლო წლების განმავლობაში ბუღალტერიის აუთსორსინგი უფრო მეტად მოთხოვნადი სერვისი გახდა. როგორ ფიქრობთ, ეს რამ განაპირობა და მოსალოდნელია თუ არა ამ ტენდენციის გაგრძელება?

ნიკოლოზ მჭედლიშვილი: აუთსორსინგის ტრენდი ჩვენთანაც და სხვა ევროპულ ქვეყნებშიც მკვეთრად მზარდია. აუთსორსინგის იდეა ყოველთვის არსებობდა და იდეურადაც ყველაზე სწორია, რომ ორგანიზაციებმა ყველა ის სერვისი, რაც მათი ბიზნესის ძირითადი მიმართულება არ არის, აუთსორსზე გაიტანონ, განსაკუთრებით კი მცირე და საშუალო ზომის კომპანიებმა. აუთსორსის მთავარი იდეაა ის, რომ ოპტიმალურ ფასად შეძლოს კომპანიამ მაღალი ხარისხის სერვისის მიღება. სხვა შემთხვევაში, შესაბამისი დონის ექსპერტების დაქირავება, დროისა და ენერგიის დახარჯვა, ასევე პასუხისმგებლობის აღება საგადასახადო თუ სხვა საკითხებზე, კომპანიას ბევრად ძვირი უჯდება. ბუნებრივია, ეს ტენდენცია გაგრძელდება, განსაკუთრებით კი თანამედროვე ტექნოლოგიებისა და იმ ინოვაციების ფონზე, რასაც დისტანციური სერვისების განვითარების პარალელურად, ყველა მიმართულებით ვხედავთ.

ბუღალტერია თანდათან უფრო ავტომატიზებული ხდება. საინტერესოა თქვენი მოსაზრება, რამდენად მიჰყვება ეს სფერო მსოფლიო ტრენდებს საქართველოში?  

ნიკა წიკლაური: ბუღალტერია ისეთი სფეროა, რომ მისი ბევრი ასპექტი ავტომატიზაციას ექვემდებარება. სწორედ ამიტომ, დაარსების დღიდან „ენთების“ უმთავრესი ამოცანა უახლესი ტექნოლოგიების გამოყენებაა, რასაც მინიმუმამდე დაჰყავს შეცდომების რისკი. ჩვენ მუდმივ რეჟიმში ვიკვლევთ ამ სფეროში მიმდინარე პროგრესს და ვახდენთ უახლესი ტექნოლოგიების იმპორტს. „ენთების“ მიერ გამოყენებული აღრიცხვის ტექნოლოგიები და მეთოდოლოგიები ხშირ შემთხვევაში 2-3 თაობით უსწრებს საქართველოს ბაზარზე არსებულ დონეს და არ ჩამოუვარდება მსოფლიოს წამყვან ქვეყნებში არსებული ავტომატიზაციის ხარისხს.

ბაზარზე საბუღალტრო მომსახურების არაერთი კომპანია ოპერირებს. რა არის თქვენი კონკურენტული უპირატესობა?

ნიკოლოზ მჭედლიშვილი: ენთების დამფუძნებლებს დიდი გამოცდილება გვაქვს საქართველოში არსებულ უმსხვილეს კომპანიებში, სადაც თითოეულს ფინანსური დე

banner image news banner
ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ბიზნესი
image ჩვენთვის მნიშვნელოვანია ისეთ პროექტებში მონაწილეობა, რომლებიც ქალაქის უსაფრთხო განვითარებას უწყობს ხელს - „თეთრმა კვადრატმა“ და „ბიქეი ქონსთრაქშენმა“ სამუშაოები ხარისხიანად და დათქმულ ვადებში დაასრულეს, რათა 18 ოჯახი საკუთარ მისამართზე, უსაფრთხო და თანამედროვე გარემოში დაბრუნებულიყო | ბაკურ ბერეკაშვილი

27.11.2026.23:16

თბილისში, საბურთალოზე, გამრეკელის ქუჩის I შესახვევის N6-ში, ახალი მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობა დასრულდა. 

პროექტი BK Holding-ში შემავალი კომპანიების - „თეთრი კვადრატის“ და „ბიქეი ქონსთრაქშენის“ მონაწილეობით, თბილისის მერიის „ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამის“ ფარგლებში განხორციელდა.

ავარიული შენობის ნაცვლად, მისამართზე თანამედროვე სტანდარტების 8-სართულიანი კორპუსი აშენდა. სამუშაოები ორი წელი გაგრძელდა, პროექტის საერთო ღირებულება კი 6,700,000 ლარია.

პროგრამაში მონაწილე 18 ოჯახს ბინების გასაღები დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ და „თბილისის განვითარების ფონდის“ ხელმძღვანელმა, თამაზ ალიბეგაშვილმა გადასცეს.

„ორწლიანი მოლოდინის შემდეგ აღნიშნულ მისამართზე მცხოვრები ოჯახები უბრუნდებიან საკუთარ კერას უკვე დასრულებულ, ახალაშენებულ კორპუსში, სრულად გარემონტებულ ბინებში. ავარიული სახლის ჩანაცვლება ადამიანებს საკუთარი უბნის, საცხოვრებელი გარემოს და ცხოვრების ჩვეული რიტმის შენარჩუნების შესაძლებლობას აძლევს. მადლობა კონტრაქტორ კომპანია „ბიქეი ქონსთრაქშენს“, რომელმაც სამუშაოები კეთილსინდისიერად და დროულად შეასრულა“, — განაცხადა კახა კალაძემ.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა