Entrée-მ ბაქოში მერვე ფილიალია გახსნა
Entrée • ანტრე გაფართოებას განაგრძობს. დღეს ბაქოში ანტრემ მერვე ფილიალია გახსნა. ის უკვე ფლობს ოთხ ფილიალს ლონდონში. Entrée აშშ-ს ბაზარზე შესვლასაც განიხილავს.
ანტრე თანამედროვე, ჯანსაღი ცხოვრების მოყვარულთა არჩევანია, რომელმაც რეპუტაცია უმაღლესი ხარისხის ხელნაკეთი პროდუქტების წარმოებით მოიპოვა.
შეგახსენებთ, რომ დღეისათვის Entrée სამ ქვეყანაში ოპერირებს: საქართველოში, დიდ ბრიტანეთსა და აზერბაიჯანში.
ანტრეს ფილიალის მისამართები:
თბილისი
86 დავით აღმაშენებლის გამზირი
პეტრიაშვილის ქუჩა #19
ჭავჭავაძის გამზირი #78, (ბაგები)
თაქთაქიშვილის ქუჩა #13 (ყოფილი რიგის ქუჩა)
კოტე აფხაზის ქუჩა #47 (ყოფილი ლესელიძის ქ.)
ამაღლების ქუჩა #12 (სოლოლაკი)
ატენის ქუჩა #1
გაგარინის ქუჩა #25
პეკინის ქუჩა #24ა (მიცკევიჩის კუთხე)
აბაშიძის ქუჩა #76
მცხეთის ქუჩა #7
შალვა ნუცუბიძის ქუჩა #82
მიხეილ ზანდუკელის ქუჩა #19
ალექსანდრე ყაზბეგის გამზირი #36
კრწანისის ქუჩა #22-24
ბაქო
ნიგარ რეფიბეილის ქუჩა #26
დილარა ალიევას ქუჩა #220
ბუნიათ სარდაროვის ქუჩა #10
ნახიჩევანის ქუჩა #10
ალესგერ ალეგბაროვის 130კ
სამედ ვურგუნის ქუჩა #110
ალექსანდრე პუშკინის ქუჩა #13
ნაზიმ ჰაჯიევის ქუჩა 11/14
ლონდონი
138 ნოთინგ ჰილ გეითი
35 ბრუტონ ფლეისი
28 ბაქინგემ ფელეს როუდ
10 კენსინგტონის სკვერი
სხვა სიახლეები
ჩვენთვის მნიშვნელოვანია ისეთ პროექტებში მონაწილეობა, რომლებიც ქალაქის უსაფრთხო განვითარებას უწყობს ხელს - „თეთრმა კვადრატმა“ და „ბიქეი ქონსთრაქშენმა“ სამუშაოები ხარისხიანად და დათქმულ ვადებში დაასრულეს, რათა 18 ოჯახი საკუთარ მისამართზე, უსაფრთხო და თანამედროვე გარემოში დაბრუნებულიყო | ბაკურ ბერეკაშვილი
27.11.2026.23:16
თბილისში, საბურთალოზე, გამრეკელის ქუჩის I შესახვევის N6-ში, ახალი მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობა დასრულდა.
პროექტი BK Holding-ში შემავალი კომპანიების - „თეთრი კვადრატის“ და „ბიქეი ქონსთრაქშენის“ მონაწილეობით, თბილისის მერიის „ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამის“ ფარგლებში განხორციელდა.
ავარიული შენობის ნაცვლად, მისამართზე თანამედროვე სტანდარტების 8-სართულიანი კორპუსი აშენდა. სამუშაოები ორი წელი გაგრძელდა, პროექტის საერთო ღირებულება კი 6,700,000 ლარია.
პროგრამაში მონაწილე 18 ოჯახს ბინების გასაღები დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ და „თბილისის განვითარების ფონდის“ ხელმძღვანელმა, თამაზ ალიბეგაშვილმა გადასცეს.
„ორწლიანი მოლოდინის შემდეგ აღნიშნულ მისამართზე მცხოვრები ოჯახები უბრუნდებიან საკუთარ კერას უკვე დასრულებულ, ახალაშენებულ კორპუსში, სრულად გარემონტებულ ბინებში. ავარიული სახლის ჩანაცვლება ადამიანებს საკუთარი უბნის, საცხოვრებელი გარემოს და ცხოვრების ჩვეული რიტმის შენარჩუნების შესაძლებლობას აძლევს. მადლობა კონტრაქტორ კომპანია „ბიქეი ქონსთრაქშენს“, რომელმაც სამუშაოები კეთილსინდისიერად და დროულად შეასრულა“, — განაცხადა კახა კალაძემ.