მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVInsder პოდკასტი
BIG Footballყველა ვიდეოყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7275.5
0.0008
flag
AZN 1.575
-0.0011
flag
CNY 39.368
0.0001
flag
EUR 3.1146
-0.0055
flag
GBP 3.5759
-0.0079
flag
KZT 57.23
0.0015
flag
TRY 0.0587
-0.0001
flag
USD 2.6774
-0.0015
news banner

ექსკლუზიური ბრენდები, საერთაშორისო პარტნიორობები და კომპლექსური მომსახურება - რას აერთიანებს GABUILD GROUP-ის ბიზნეს მოდელი

news image

ქართულ ბაზარზე იშვიათია კომპანიები, რომლებიც დაარსებიდან მოკლე დროში არა მხოლოდ იმკვიდრებენ თავს, არამედ ინდუსტრიის მთავარ ტენდენციებსაც განსაზღვრავენ. GABUILD GROUP სწორედ ასეთი წარმატების მაგალითია. 2017 წლიდან დღემდე კომპანიამ განვითარების შთამბეჭდავი გზა განვლო - მცირე ბიზნესიდან მულტიფუნქციურ ჰოლდინგამდე, რომელიც დღეს სახლის მოწყობის პროცესს ერთიანი, სრულყოფილი კონცეფციით მართავს.

დღეს GABUILD GROUP გაცილებით მეტია, ვიდრე კარის მაღაზია. ეს არის ინტერიერის ეკოსისტემა, რომელიც მომხმარებელს საწყისი ეტაპიდან საბოლოო დეტალამდე თან ახლავს. კომპანიის მიმდინარე სიახლეებსა და სამომავლო გეგმებზე Business Insider Georgia GABUILD GROUP-ის კომერციულ დირექტორს გიორგი წიფიანს ესაუბრა.

როგორია GABUILD GROUP-ის საქმიანობის ძირითადი მიმართულებები და რა პროდუქტებსა და სერვისებს სთავაზობთ მომხმარებლებს?

GABUILD GROUP-ის ბიზნეს მოდელი სამ სტრატეგიულ მიმართულებას აერთიანებს, რაც მომხმარებლისთვის სრულ კომფორტს უზრუნველყოფს:

1. GABUILD კარის შოურუმების ქსელი

ეს არის კომპანიის ამოსავალი წერტილი და ხარისხის გარანტი. შოურუმებში წარმოდგენილია როგორც უსაფრთხო შესასვლელი რკინის კარები, ისე დახვეწილი დიზაინის შიდა კარების ფართო არჩევანი.

ექსკლუზიური იმპორტი: პირდაპირი პარტნიორობა ბელარუსის, უკრაინის, თურქეთის, იტალიისა და ჩინეთის წამყვან მწარმოებლებთან.
მრავალფეროვნება: პროდუქცია გათვლილია ნებისმიერი გემოვნებისა და ბიუჯეტის მქონე მომხმარებლისთვის.

2. PROFILDOORS პრემიუმ კლასის შოურუმი

ეს არის პრემიუმ ბრენდული სივრცე მათთვის, ვინც ინტერიერში განსაკუთრებულ ესთეტიკასა და ინოვაციურ ტექნოლოგიებს ეძებს. PROFILDOORS-ის პროდუქცია თანამედროვე დიზაინისა და გამძლეობის სიმბოლოა, რომელიც ნებისმიერ საცხოვრებელ თუ კომერციულ ფართს განსაკუთრებულ სტატუსს სძენს.

3. NORDE ავეჯის ახალი ხაზი

NORDE კომპანიის ყველაზე ამბიციური და მასშტაბური პროექტია. პრემიუმ კლასის ავეჯის ბრენდი, რომლის პირველი შოურუმი თბილისში უკვე მასპინძლობს მომხმარებელს.

მიზანი: მომხმარებელს მიეცეს საშუალება, კარებიდან დაწყებული, ავეჯით დასრულებული, სახლის სრული მოწყობა ერთი კომპანიის ფარგლებში, ხარისხის ერთიანი სტანდარტით განახორციელოს.

როგორ აღწერდით კომპანიაში წარმოდგენილ პროდუქციის ასორტიმენტს და რა კრიტერიუმებით ხდება მისი შერჩევა/გაფართოება?

კომპანიის პროდუქციის შერჩევა შემთხვევითობას არ ეფუძნება. GABUILD GROUP-ის მიდგომა ოთხ ძირითად კრიტერიუმს ეყრდნობა: უსაფრთხოება, სიმშვიდე, გამორჩეულობა და ხარისხი. ეს ოთხი სიტყვა კომპანიაში პროდუქციის შეფასების შიდა სტანდარტია.

პარტნიორობის თვალსაზრისით, GABUILD GROUP მუშაობს ისეთ ბრენდებთან როგორებიცაა Torex - ევროპის ერთ-ერთი უმსხვილესი კარის მწარმოებელი, Ministerstvo Dverei - უკრაინაში ლიდერი ბრენდი, Steel Line, Porte Vista, Dimak და Mebelier- ეკოლოგიურად სუფთა, ნატურალური ხის კარების მწარმოებელი. ყველა ამ ბრენდთან კომპანიას ექსკლუზიური სადისტრიბუციო უფლება აქვს საქართველოში, რაც ბაზარზე სრულიად განსხვავებულ პოზიციას ანიჭებს.

ასორტიმენტის გაფართოება კი ყოველთვის ბაზრის სიღრმისეული დაკვირვებით იწყება ისევე, როგორც თავად კომპანია დაიბადა: 2017 წელს ქართულ ბაზარზე პრემიუმ კლასის კარი პრაქტიკულად არ არსებობდა. ამ ვაკუუმის შევსება გახდა GABUILD-ის საფუძველი. ზუსტად იგივე ლოგიკა მუშაობს დღეს ავეჯის მიმართულებაშიც.

რა არის თქვენი მთავარი კონკურენტული უპირატესობა ბაზარზე და რით გამოირჩევა GABUILD GROUP სხვა მსგავსი კომპანიებისგან?

ქართულ ბაზარზე კარის ბევრი მაღაზიაა. GABUILD GROUP-ის განმასხვავებელი ნიშნები კი საკმაოდ მნიშვნელოვანი და ნიშურია:

ექსკლუზიურობა - კომპანია წარმოადგენს ბრენდებს, რომლებიც სხვაგან მიუწვდომელია. ამავდროულად, გარანტიას აძლევს, რომ ორიგინალ, ხარისხიან პროდუქტს ღებულობს.

მარაგი - ბაზრის უმეტეს მოთამაშეები კარს შეკვეთით ამზადებენ, ლოდინი კი კვირებს, ზოგჯერ თვეებს ითვლის. GABUILD GROUP ინახავს 10 000-მდე კარის მუდმივ მარაგს. პროდუქტი შეძენის დღეს გადის კლიენტთან. თანამედროვე სამშენებლო და სარემონტო ტემპისთვის ეს არა სიუხვე, არამედ სტრატეგიული ინსტრუმენტია.

კომპლექსური მომსახურება - კომპანია ერთდროულად ემსახურება ორ სრულიად განსხვავებულ სეგმენტს: საცალო მომხმარებელს - შოურუმებით, ონლაინ კატალოგით და კონსულტაციებით, და კორპორაციულ კლიენტს - სამშენებლო დეველოპერებს, რომლებსაც სთავაზობს კონკურენტულ ფასებს მასშტაბის ეკონომიის ხარჯზე.

ეკოლოგიური პასუხისმგებლობა - საქართველოში ეს ჯერ კიდევ კონკურენტული სიახლეა - ნატურალური ხის, ეკოლოგიურად სუფთა მასალის შეთავაზება, რომელიც გრძელვადიანად არ გამოყოფს მავნე ნივთიერებებს. ეს არა მხოლოდ ჯანმრთელობის, არამედ სახლის გრძელვადიანი ღირებულების საკითხიც არის.

რა არის კომპანიის სამომავლო განვითარების გეგმები და რომელ მიმართულებებზე აკეთებთ ძირითად აქცენტს?

კომპანიის სამომავლო ვექტორი სამი მიმართულებით ვითარდება :

ადგილობრივი წარმოება - GABUILD GROUP უახლოეს პერიოდში გეგმავს საკუთარი, თანამედროვე დანადგარებით აღჭურვილი საწარმოს გახსნას. პირველ ეტაპზე ეს ადგილობრივ მოთხოვნას დაუკავშირდება, შემდეგ კი - ექსპორტზე გადასვლის ამბიციაც აქვს. ქართული წარმოების კარი საერთაშორისო ბაზარზე - ეს არა მარტო ბიზნეს მიზანია, არამედ ინდუსტრიული განცხადება.

ინტერიერის სრული ეკოსისტემა - NORDE ავეჯის მიმართულების გამოყვანა ნათლად აჩვენებს, სად მიდის ჯგუფი - მომხმარებელს სურს, რომ ერთ სივრცეში, ერთი სანდო კომპანიის მეშვეობით, სახლის ინტერიერის სრული გადაწყვეტა ჰქონდეს ხელმისაწვდომი. კარიდან ავეჯამდე.

ციფრული არხი - gabuildgroup.ge-ს განახლებული ვერსია უკვე მომხმარებელს საშუალებას აძლევს ონლაინ დაათვალიეროს ასორტიმენტი. e-commerce ფუნქციის დამატება კი შემდეგი ლოგიკური ნაბიჯია - კარის შეძენა ისე, როგორც ნებისმიერი სხვა პროდუქტის.

news banner
ანი ლიპარტელიანი ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ბიზნესი
image დღეს პროგრესის აქსელერაცია ისეთ დონეზეა, როგორიც კაცობრიობას არასოდეს უნახავს ალექსანდრე ჯეჯელავა

19.05.2026.10:30

გარკვეული რისკები არსებობს და ადამიანი და პასუხისმგებლობა ყოველთვის მოვლენების ცენტრში უნდა დარჩეს, თუმცა, ნებისმიერ შემთხვევაში, მე მგონია, რომ დღეს პროგრესის აქსელერაცია ისეთ დონეზე ხდება, როგორიც კაცობრიობას არასოდეს უნახავს, - ამის შესახებ ტელეკომპანია „მაესტროს“ ეთერში, გადაცემა Business Insider Georgia-ში სტუმრობისას კომპანია „ფლომასტერის“ დამფუძნებელმა ალექსანდრე ჯეჯელავამ იმ კითხვის საპასუხოდ განაცხადა, რომელიც AI-ის მიერ ლიდერებისა და ზოგადად მენეჯმენტის ქცევაში გამოწვეულ ცვლილებებს შეეხებოდა. ჯეჯელავას თქმით, ტექნოლოგიური პროგრესი უპრეცედენტო ტემპით მიმდინარეობს და უახლოეს წლებში AI ბიზნესსა და სამუშაო გარემოს რადიკალურად შეცვლის. ალექსანდრე ჯეჯელავა მიიჩნევს, რომ ხელოვნური ინტელექტი ადამიანებს სრულად ვერ ჩაანაცვლებს, თუმცა კონკურენტულ უპირატესობას ის თანამშრომლები მიიღებენ, რომლებიც AI-ს საკუთარ საქმიანობაში ეფექტიანად გამოიყენებენ.

„ჩვენ ჯერ კიდევ საწყის ეტაპზე ვართ. ძალიან მიყვარს იუვალ ნოა ჰარარი - ერთ-ერთი გამორჩეული სპიკერი, რომელიც ბევრს საუბრობს ამ თემაზე. როდესაც მას ჰკითხეს, თუ რა მოლოდინები ჰქონდა ხელოვნურ ინტელექტთან დაკავშირებით და დაუზუსტეს, რომ გულისხმობდნენ ChatGPT-ს, Gemini-სა და მსგავს პლატფორმებს, მან ასეთი რამ უთხრა: გააზრებული გაქვთ, რომ ეს ყველაფერი ხელოვნური ინტელექტის სამყაროში იგივეა, რაც ამება იყო ორგანულ სამყაროშიო.

ფაქტობრივად, ჩვენ დღეს ვუყურებთ პირველ ერთუჯრედიან ორგანიზმებს ხელოვნური ინტელექტის სამყაროში. წარმოიდგინეთ, რა მოხდება მომავალში, რამდენიმე წელი გავიდა და ევოლუცია საოცარი, საოცრად სწრაფი ტემპით მიმდინარეობს.

მე ვიტყოდი, რომ ხელოვნურმა ინტელექტმა პირველ რიგში დაბნეულობა შემოიტანა. ზოგმა თქვა, რომ მორჩა, თანამშრომლები აღარ დაგვჭირდება, ზოგმაც - საერთოდ შეგვცვლიანო. სულ რაღაც ერთი კვირის წინ HR ბიზნეს სამიტი მიმდინარეობდა და იქ გამოსვლისას აღვნიშნე: „AI კი არ შეგცვლით, ძვირფასო HR-ებო, არამედ თქვენი კოლეგა შეგცვლით, რომელიც AI-ს კარგად ჩართავს თავის საქმეში“.

სწორედ ეს რეალობა შემოიტანა ამ ტექნოლოგიამ. წარმოიდგინეთ კომპანია, რომელიც დღეს სოციალური ქსელებით არ სარგებლობს. ის ხომ ძალიან ჩამორჩენილ მდგომარეობაშია? ხელოვნური ინტელექტის აუთვისებლობაც ძალიან სწრაფად გადაგვიყვანს ამ კატეგორიაში.

რა თქმა უნდა, მოსაზრებები იმაზე, რომ დავიღუპებით ან AI შემოგვეომება, ბევრჯერ გვინახავს ფანტასტიკურ ფილმებში. გარკვეული რისკები არსებობს და ადამიანი თუ პასუხისმგებლობა ყოველთვის მოვლენების ცენტრში უნდა დარჩეს, თუმცა, ნებისმიერ შემთხვევაში, მე მგონია, რომ დღეს პროგრესის აქსელერაცია ისეთ დონეზე ხდება, როგორიც კაცობრიობას არასოდეს უნახავს. მენეჯერებისთვის კი ეს სერიოზული გამოწვევაა“, - აცხადებს ჯეჯელავა.

„ფლომასტერის“ დამფუძნებელი მიიჩნევს, რომ ქართული კომპანიების ნაწილი ხელოვნური ინტელექტის მნიშვნელობას სწრაფად აცნობიერებს და ამ პროცესში წამყვან როლს თავად ბიზნესების დამფუძნებლები თამაშობენ.

„მე მინდა ვთქვა, რომ თავის დროზე ძალიან მენიშნა Google-ის დამფუძნებლების შემობრუნება. ისინი ცოტა გაწეული იყვნენ პროცესებიდან, ასაკიც მოუწიათ, თავის ცხოვრებას მიხედეს, თუმცა მოუწიათ დაბრუნება და სათავეში ჩადგომა, სწორედ ხელოვნური ინტელექტის მიმართულებით.

წარმოიდგინეთ, ქართულ კომპანიებშიც ზუსტად ასეა, დამფუძნებლები - ყველაზე მოწინავე მოაზროვნეები, ადამიანები, ვინც ეს ბიზნესები შექმნეს და ქართული ბიზნესის მღელვარე ოკეანეში გამოატარეს, დღეს ისევ სათავეში არიან. ხშირ შემთხვევაში მაკვირვებს კიდეც თუ რა სწრაფად მიხვდნენ ისინი ამ ტექნოლოგიის მნიშვნელობას.

მაგრამ პროცესი კომპანიის შიგნით ერთგვაროვანი არ არის. პირველი პირი შეიძლება დღესვე მიხვდეს ყველაფერს, თუმცა უზარმაზარი ენერგია იხარჯება იმაზე, რომ ეს ხედვა მენეჯმენტამდე, მთელ გუნდამდე მივიდეს და ორგანიზაციაში დაინერგოს.

იცით, როგორი სიტუაცია იქმნება? სულ ზემოთ მყოფი ლიდერი ხშირად ხვდება, იცის და გრძნობს ამ საჭიროებას. სულ ქვემოთ გვყავს Gen Z თანამშრომლები - გუშინ მოსული ახალგაზრდები, რომლებმაც ზუსტად იციან, რა არის ხელოვნური ინტელექტი და როგორ გამოიყენონ იგი. აი, შუაში მყოფი მენეჯმენტის შრეები კი ძალიან სერიოზულ გადამზადებასა და, პირდაპირ რომ ვთქვათ, შეჯანჯღარებას ითხოვენ.

მე შემიძლია ვთქვა, რომ კომპანიები, რომლებთანაც ჩვენ ვმუშაობთ არ ელიან მოკლე დროში დიდ ცვლილებას. მაგრამ სწორი ადამიანი - ეხლა ჩვენც ამაზე ვლაპარაკობთ, ტრენერებსაც რომ ველაპარაკებით და კონსულტანტებს, რომ დარწმუნებული იყავით, რომ ეს ხალხი ვინც ოთახში ზის, მაგარი ხალხია, იმათ შექმნეს ეს კომპანია და აქამდე მოიყვანეს და ამიტომ ცოტაც სწორად თუ გაიგეს, ისინი ამისგან შექმნიან ოქროს, ოქროდ გარდაქმნიან და ეს არის ზუსტად ჩვენი გამოცდილება, რომ კომპანიები საოცარ პროგრესებს აღწევენ ძალიან მოკლე დროში. იმ „ჯენ ზის“ რომ „ჯენ ზის“ დაარქმევენ, ხელოვნურ ინტელექტს სწორად ჩასვამენ ასე ვთქვათ ამ დიდ სურათში.“, - აცხადებს ალექსანდრე ჯეჯელავა.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა