მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7176.2
0.012
flag
AZN 1.532
-0.0002
flag
CNY 38.827
-0.0005
flag
EUR 2.9257
-0.015
flag
GBP 3.4392
-0.0033
flag
KZT 57.93
-0.0082
flag
TRY 0.053
-0.0001
flag
USD 2.6039
-0.0003
news banner

ექსკლუზიური კონცეფცია ქართულ ბაზარზე - როგორ აერთიანებს Kotesi თანამედროვე დიზაინსა და ფუნქციურ ინოვაციას

news image
mbc image

Kotesi ქართულ-ესპანური კოლაბორაციით შექმნილი ქალის აქსესუარების ბრენდია, რომელიც 2024 წლიდან ოპერირებს ადგილობრივ ბაზარზე. მეტი ინფორმაციისთვის, Business Insider Georgia კომპანიის მარკეტინგის ხელმძღვანელს, ნინი თანდილაშვილს ესაუბრა.

როგორია კომპანიის საქმიანობის სპეციფიკა, როდიდან ოპერირებთ ბაზარზე და რას სთავაზობთ მომხმარებლებს?

Kotesi ქართულ-ესპანური კოლაბორაციით შექმნილი ქალის აქსესუარების ბრენდია, რომელიც თანამედროვე, თავდაჯერებული და თვითგამოხატვაზე ორიენტირებული ქალბატონებისთვის უნიკალურ აქსესუარებს ქმნის. ბრენდის საქმიანობის სპეციფიკა ეფუძნება იდეას, რომ ელეგანტურობა დეტალებიდან იწყება - სწორედ იმ მცირე ელემენტებიდან, რომლებიც ქალის ხასიათს, განწყობასა და ინდივიდუალობას ასახავს.

2024 წლიდან ბრენდი აქტიურად ოპერირებს ბაზარზე და მომხმარებლებს სთავაზობს მრავალფეროვან, ინოვაციურ და პრაქტიკულ აქსესუარებს. კოლექციებში შეხვდებით ორიგინალურ სამაჯურებს ტუჩის ბალმითა და სარკით, დახვეწილ თუ მულტიფუნქციურ ქამრებს, კოსმეტიკის ჩანთებს, ფერად თასმებსა და სხვა აქსესუარებს, რომლებიც ჰარმონიულად აერთიანებენ ესთეტიკას, ფუნქციურობასა და სიმბოლურ მნიშვნელობებს.

როგორ აფასებთ მოთხოვნას ზოგადი თვალსაზრისით?

ქართულ ბაზარზე ქალის აქსესუარებზე მოთხოვნა მზარდია, განსაკუთრებით იმ პროდუქტებზე, რომლებიც მხოლოდ ვიზუალურ ფუნქციას არ ასრულებს და დამატებით პრაქტიკულ მნიშვნელობასაც ატარებს. ასეთ აქსესუარებს კი „Kotesi-ს მომხმარებლები ბრენდის მრავალფეროვან ასორტიმენტში საკუთარი გემოვნების შესაბამისად ირჩევენ.

Kotesi-ს შემთხვევაში, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ის ფაქტი, რომ ქალები არჩევანს აკეთებენ ინოვაციურ აქსესუარებზე, რომლებიც მათ პიროვნებასა და განწყობას ასახავს და ახლოსაა მათ ემოციურ მდგომარეობასთან - სწორედ ეს განსაზღვრავს მოთხოვნის დინამიკას.

რას მიიჩნევთ კომპანიის კონკურენტულ უპირატესობად?

კომპანიის მთავარი კონკურენტული უპირატესობა ბალანსის დაცვაა ესთეტიკის, პრემიუმ ხარისხისა და აქსესუარის მნიშნვნელობებს შორის. მოგეხსენებათ, ბრენდი საქართველოში წარმოდგენილია როგორც ექსკლუზიური კონცეფცია, რომელიც აერთიანებს თანამედროვე დიზაინსა და ფუნქციურ ინოვაციას. Kotesi-ს უნიკალურობა არ შემოიფარგლება მხოლოდ აქსესურების დიზაინით. საჩუქრების შეფუთვის ესთეტიკა ბრენდის პოლიტიკაში, ერთ-ერთი მთავარი კონკურენტული უპირატესობაცაა.

როგორია კომპანიის სამომავლო გეგმები?

Kotesi-ს სამომავლო გეგმები მიმართულია ბრენდის გაფართოებაზე საერთაშორისო მოდის ინდუსტრიაში, ხოლო საქართველოს ბაზარზე ექსკლუზიური პოზიციის კიდევ უფრო გამყარებაზე. ჩვენ ვგეგმავთ ახალი, განსხვავებული, ლიმიტირებული კოლექციებს შექმნას, რომლებიც კიდევ უფრო გააერთიანებს ინოვაციურ დიზაინს, მაღალი ხარისხის მასალებსა და თითოეულ აქსესუარში პერსონალურ მნიშვნელობას. ჩვენს ერთგულ მომხმარებლებს 2026 წელს კიდევ უფრო ბევრი სიურპრიზი და სიახლე ელოდებათ.

დამატებითი ინფორმაციისთვის, დაინტერესებულ პირებს შეუძლიათ ბრენდის ვებგვერდს ეწვიონ : https://kotesi.com/ge/

banner image news banner
ანი ლიპარტელიანი ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ბიზნესი
image ინფრასტრუქტურის გაფართოება და ახალი პროექტები - რა გეგმები აქვს „ედის დაჩას“

05.10.2026.12:00

წალკის მუნიციპალიტეტში, სოფელ დაშბაშში მდებარე საოჯახო სასტუმრო „ედის დაჩა“ სტუმრებს ისტორიულ სახლში დასვენებისა და თანამედროვე კომფორტის შეთავსების შესაძლებლობას სთავაზობს. ობიექტი კანიონის პირას განთავსებული ეკო-კოტეჯებით, ღია თერმული აუზითა და კლდეში გამოკვეთილი საუნებით გამოირჩევა. Business Insider Georgia-სთან სასტუმროს დამფუძნებელი ედვარდ მკრტიჩიანი ობიექტის  განვითარების მიმართულებებსა და სამომავლო გეგმებზე საუბრობს.

როგორ შეაფასებდით ზაფხულის სეზონს და როგორი იყო ობიექტის დატვირთვა?

ზაფხულის სეზონს საკმაოდ დადებითად შევაფასებდით - ობიექტის დატვირთვა მაღალი იყო. ამ წარმატებაში დიდი როლი ითამაშა ინფრასტრუქტურის გაფართოებამ: დავამატეთ სრულიად ახალი კონცეფციის ეკო-კოტეჯები კანიონის პირას, freestanding აბაზანებითა და პანორამული ხედებით, რამაც ახალი, პრემიუმ სეგმენტი მოგვიზიდა.

თუმცა, მოლოდინი კიდევ უფრო მაღალი იყო. რეგიონში შექმნილმა გეოპოლიტიკურმა ვითარებამ (ისრაელ-ირანის კონფლიქტმა) გარკვეული გავლენა იქონია და ისრაელიდან შემოსული ჯავშნების ნაწილის გაუქმება გამოიწვია.

⁠როგორი იყო ადგილობრივი და უცხოელი სტუმრების წილი და რომელი ქვეყნებიდან იყო ყველაზე მეტი ვიზიტორი?

გასულ წელს თუ სტუმრების 95%-ს უცხოელი ტურისტები შეადგენდნენ და მხოლოდ 5% იყო ადგილობრივი, წელს ეს თანაფარდობა შეიცვალა - 80% უცხოელი და 20% ადგილობრივი მომხმარებელი.

ადგილობრივი სეგმენტის ზრდა განაპირობა ჩვენმა უნიკალურმა ინფრასტრუქტურამ: 24/7-ზე მომუშავე ღია თერმულმა აუზმა (36–38°C), კლდეში გამოკვეთილმა საუნებმა და ახალმა ლუქს-კოტეჯებმა.

⁠როგორია შემოდგომის სეზონის ჯავშნები, რა ტენდენციას ხედავთ ამ სეზონზე და რა მოლოდინები გაქვთ?

მთავარი ტენდენცია: დღეს ტურიზმი დიდ ტრანსფორმაციას განიცდის. თუ ადრე მოგზაურები სტანდარტულ 5-ვარსკვლავიან სასტუმროებს ირჩევდნენ, ახლა უპირატესობას ანიჭებენ ავთენტურ, ემოციურ ტურიზმს - სურთ ადგილობრივი ისტორიის შეგრძნება, ბუნებასთან სიახლოვე და ეკოლოგიურად სუფთა პროდუქტები. ჩვენი სტუმრების 95% ქვეყნის მასშტაბით მოგზაურობს და სწორედ ასეთ შთაბეჭდილებებს ეძებს.

ჩვენი კონცეფციის სისწორეს Booking.com-ის შეფასებებიც ადასტურებს - 317 რევიუს საფუძველზე გვაქვს უმაღლესი რეიტინგი: 9.5.

⁠რა მიმართულებით ვითარდება „ედის დაჩა“ (ინფრასტრუქტურის, სერვისების ან კონცეფციის კუთხით) და რა არის სამომავლო გეგმები?

„ედის დაჩა“ ვითარდება როგორც აუტენტურობისა და თანამედროვე კომფორტის სინთეზი. ჩვენ შევინარჩუნეთ 1936 წლის ისტორიული სახლი და მასთან ერთად შევქმენით 4 განსხვავებული კატეგორიის დასასვენებელი სივრცე. ასევე, განსაკუთრებულ ყურადღებას ვუთმობთ ეკო-გასტრონომიას - გვაქვს საკუთარი სათბური, სადაც მოგვყავს ორგანული ბოსტნეული და სტუმრებს ნატურალური პროდუქტებით დამზადებულ საუზმესა და ვახშამს ვთავაზობთ.

სამომავლოდ ვგეგმავთ ინფრასტრუქტურის კიდევ უფრო გაფართოებას. უახლოეს პერიოდში აშენდება ახალი, 2-საძინებლიანი კოტეჯი, რომელიც ჰაერში, უშუალოდ კანიონის თავზე იქნება გამოშვერილი, რაც სტუმრებს კიდევ უფრო შთამბეჭდავ და ექსკლუზიურ გამოცდილებას შეუთავაზებს.

სასტუმრო „ედის დაჩა“ (წალკა, დაშბაშის კანიონი): 2026 წლის სეზონი 2025 წელთან შედარებით:

შესადარებული პერიოდი: 17 მაისი – 29 სექტემბერი (ორივე წელს, 136 დღე). მონაცემთა წყარო: Booking.com-ის დაჯავშნები.

რა შეიცვალა

ზრდა ყველა თვეში. ყველაზე მეტად გაიზარდა „მშვიდი“ თვეები: ივნისში ნომერ-ღამეები 68%-ით მოიმატა, სექტემბერში 54%-ით. ივლისში ზრდა 20%-ია, აგვისტოში 18%.

კვირის დღეები. 2025 წელს ღამეების 21% შაბათზე მოდიოდა. 2026 წელს დატვირთვა თანაბრად გადანაწილდა: შაბათის წილი 16%-მდე შემცირდა, ხოლო ორშაბათს, ხუთშაბათს, პარასკევსა და კვირას ზრდა 40–60%-ია. წალკა უკვე არა მხოლოდ შაბათ-კვირის მიმართულებაა.

სტუმრები უფრო ადრე გეგმავენ. დაჯავშნიდან ჩამოსვლამდე დრო (მედიანა) 11 დღიდან 24 დღემდე გაიზარდა. „ბოლო წუთის“ დაჯავშნები (ჩამოსვლამდე 3 დღით ადრე ან ნაკლები) 40%-დან 30%-მდე შემცირდა.

დარჩენის ხანგრძლივობა. 2 ან მეტი ღამით დარჩენილი სტუმრების წილი 14%-დან 18%-მდე გაიზარდა. თუმცა 82% ჯერ კიდევ ერთ ღამეს რჩება, ანუ წალკა ბევრისთვის ჯერ კიდევ გზად გაჩერებაა. ეს ზრდის პოტენციალია.

გეოგრაფია. სტუმრების დაახლოებით 90% უცხოელია, და ორივე წელს ისინი 30-ზე მეტი ქვეყნიდან ჩამოვიდნენ.

2026 წელს ჩამოვიდნენ სტუმრები ჩინეთიდან, ბრაზილიიდან, ავსტრალიიდან, კანადიდან, პორტუგალიიდან, არგენტინიდან, ავსტრალია ამერიკა პერუ იაპონია.

⁠ადგილობრივი ტურისტები - სტუმრების რაოდენობა საქართველოდან გაორმაგდა (31-დან 63-მდე), დაჯავშნები 14-დან 27-მდე გაიზარდა.

ოჯახები - დაჯავშნების დაახლოებით მეოთხედში ბავშვებიც არიან. ბავშვების საშუალო ასაკი 10 წელია. 6–12 წლის ბავშვები 41-დან 60-მდე გაიზარდა.

სრული პერიოდი - ბოლო 12 თვეში სასტუმრომ 932 სტუმარი მიიღო 37 ქვეყნიდან. პირველი სტუმრიდან (2025 წლის მაისი) დღემდე ეს რიცხვი 1414 სტუმარია 43 ქვეყნიდან.

⁠სიახლე - 2026 წლის მარტიდან სასტუმროში ორი ახალი კატეგორიის ნომერია: „Black“ და „White“- კოტეჯები შავი და თეთრი.

შენიშვნა: მონაცემები ეყრდნობა მხოლოდ Booking.com-ის დაჯავშნებს. პირდაპირი დაჯავშნები არ შედის, ამიტომ რეალური დატვირთვა უფრო მაღალია. ქვეყანა ნიშნავს დამჯავშნელის ქვეყანას და არა მოქალაქეობას.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა