მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVInsder პოდკასტი
BIG Footballყველა ვიდეოყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7195.6
0.0057
flag
AZN 1.5566
-0.0006
flag
CNY 38.915
-0.0011
flag
EUR 3.0177
0.0144
flag
GBP 3.498
0.0127
flag
KZT 54.55
-0.0001
flag
TRY 0.0568
-0.0001
flag
USD 2.6462
-0.0006
news banner

ექსპრეს ლომბარდი საკომუნიკაციო კამპანიას „ჰკითხე ექსპერტს“ აგრძელებს

news image
mbc image

ექსპრეს ლომბარდი მომხმარებლებთან აქტიური კომუნიკაციისა და მათთვის საინტერესო თემებზე კვალიფიციური ინფორმაციის უწყვეტად მიწოდების მიზნით, საკომუნიკაციო კამპანიას - „ჰკითხე ექსპერტს“ აგრძელებს. ინიციატივის ფარგლებში, კომპანიის სერტიფიცირებული ექსპერტ-შემფასებლები მომხმარებლების შეკითხვებს პასუხობენ და დეტალურ ინფორმაციას აწვდიან.

კამპანია მიზნად ისახავს, გაზარდოს ცნობადობა სალომბარდე მომსახურებასთან დაკავშირებულ საკითხებზე და მომხმარებლებს მისცეს შესაძლებლობა, მათთვის საინტერესო კითხვებზე პასუხები პირდაპირ სფეროს პროფესიონალებისგან მიიღონ. ამ მიზნით, ინფორმაცია ექსპრეს ლომბარდის ბლოგზე პერიოდულად ქვეყნდება.

პროექტის ფარგლებში პირველი ბლოგპოსტი თემას - „შენი სამკაულის ნამდვილი ღირებულება ლომბარდში“ - ეხება. მასში განხილულია, თუ რა ფაქტორები განსაზღვრავს ძვირფასი ნივთის ღირებულებას და როგორ მიმდინარეობს შეფასების პროცესი.

„როგორც ექსპერტ-შემფასებლის მთავარი ამოცანა ნივთის ღირებულების ზუსტი და სამართლიანი დადგენაა. სწორედ შეფასების პროცესის ირგვლივ არსებული კითხვების გამო შევქმენით ბლოგების სერია – „ჰკითხე ექსპერტს“. ჩვენი ერთ-ერთი უპირატესობა ისაა, რომ საქართველოს მასშტაბით ყველა ფილიალში ვაფასებთ არა მხოლოდ ყვითელ ოქროს, არამედ თეთრ ოქროს, ვერცხლს და ბრილიანტსაც. ამასთან, ვიყენებთ მხოლოდ ისეთ მეთოდებს, რომლებიც ნივთს არ აზიანებს, მისი ემოციური და მატერიალური ღირებულების სრული პატივისცემით“, - ამბობს ნინო პაპკიაური, ექსპრეს ლომბარდის ექსპერტ-შემფასებელი.

ექსპრეს ლომბარდი მოუწოდებს მომხმარებლებს, აქტიურად ჩაერთონ კამპანიაში და მათთვის საინტერესო შეკითხვები დასვან. კომპანიის ექსპერტები მზად არიან, თითოეულ კითხვას მომდევნო ბლოგებში უპასუხონ. პროექტისა და შეფასების პროცესის შესახებ დეტალური ინფორმაციის მისაღებად, ეწვიეთ ექსპრეს ლომბარდის ბლოგს. 

news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ბიზნესი
image ისწავლე აშშ-ში საქართველოს ბანკის სტიპენდიით - Fulbright-ის სასტიპენდიო პროგრამაზე მიღება მალე დასრულდება

26.06.2026.18:32

საქართველოს ბანკი, როგორც განათლების მთავარი მხარდამჭერი, ახალგაზრდებისთვის შესაძლებლობების შექმნას განაგრძობს. სწორედ ამ მიზნით, აშშ-ს წამყვან უნივერსიტეტებში სამაგისტრო პროგრამაზე სწავლის მსურველებს შესაძლებლობას აძლევს, მიიღონ საქართველოს ბანკის სტიპენდია Fulbright-ის პროგრამაში და ისწავლონ 100%-იანი დაფინანსებით.

2027-2028 წლის Fulbright-ის სამაგისტრო პროგრამაზე განაცხადების მიღება მიმდინარეობს და 1 ივლისს დასრულდება. აპლიკაციისთვის ეწვიეთ საერთაშორისო განათლების ინსტიტუტის (IIE) პორტალს.

პროგრამა რამდენიმე ეტაპიანია:

• აპლიკაციების შევსება;

• აპლიკაციის ეტაპის წარმატებით გადალახვის შემდეგ, ახალგაზრდებს უტარდებათ გასაუბრება;

• შერჩეული აპლიკანტები აბარებენ სამი ტიპის ტესტს: TOEFL, GRE, GMAT.

სასტიპენდიო პროგრამის მოთხოვნებისა და განაცხადის შევსების წესების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ბმულზე.

ინფორმაციისთვის, Fulbright-ი აშშ-ს მთავრობის მიერ დაფინანსებული გლობალური სტუდენტური პროგრამაა, რომელიც სტუდენტებს აძლევს შესაძლებლობას, აშშ-ში მათთვის სასურველ მიმართულებასა და უნივერსიტეტში სამაგისტრო საფეხურზე სრული დაფინანსებით ისწავლონ.

2014 წლიდან საქართველოს ბანკი Fulbright-ის პროგრამის მხარდამჭერია, რაც ნიშნავს იმას, რომ ფინანსური ინსტიტუტი ყოველწლიურად საკუთარ გამარჯვებულს ავლენს და მათ აშშ-ში როგორც სწავლის, ასევე ცხოვრების ხარჯებს სრულად უფინანსებს.

უკვე გამოვლინდა საქართველოს ბანკის 16 სტიპენდიატი და მათი რაოდენობა ყოველწლიურად იზრდება.

საქართველოს ბანკის მიერ განხორციელებული საგანმანათლებლო პროგრამების შესახებ დეტალური ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ ვებგვერდს: ganatleba.bog.ge

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა