ექსპრეს ლომბარდი სალომბარდე მომსახურების ახალ სტანდარტს ამკვიდრებს საქართველოში
„ექსპრეს ლომბარდი“ ბაზარზე მომხმარებელთან ურთიერთობის სრულიად ახალ კულტურას ნერგავს და ამსხვრევს სალომბარდე სერვისებთან დაკავშირებულ სტერეოტიპებს. კომპანია მომხმარებელს სთავაზობს უსაფრთხო მომსახურებას პრივატულ და დაცულ გარემოში, რომელიც თანამედროვე მიდგომებსა და ტექნოლოგიებს მომხმარებლის კომფორტისთვის იყენებს.
ლომბარდის არჩევა საპასუხისმგებლო პროცესია, რადგან ის ფინანსური მომსახურების სანაცვლოდ, ხშირად, მომხმარებლისთვის სენტიმენტალური ღირებულების მქონე ნივთების ნდობას გულისხმობს. ამ საჭიროების საპასუხოდ, „ექსპრეს ლომბარდმა“ შეიმუშავა ხუთი ძირითადი პრინციპი, რომელიც უზრუნველყოფს მომხმარებლის მაქსიმალურ კომფორტს, ნივთის უსაფრთხოებას და ფინანსურ სარგებელს.
1. ნივთების შეფასება დაზიანების გარეშე: „ექსპრეს ლომბარდის“ ფილიალებში ნივთების შეფასება ხორციელდება თანამედროვე ტექნოლოგიებით, სერტიფიცირებული ექსპერტ-შემფასებლების მიერ. რაც გამორიცხავს ნაკეთობის დაზიანებას, გაქლიბვას ან პირვანდელი სახის ცვლილებას. კომპანიის სერტიფიცირებული ექსპერტ-შემფასებლები გადიან სპეციალურ სწავლებას,რათა უზრუნველყონ ზუსტი შეფასება ნივთის უსაფრთხოების გარანტიით.
2. მაღალი და გამჭვირვალე შეფასება: კომპანია მომხმარებელს სთავაზობს ბაზარზე ერთ-ერთ ყველაზე მაღალ შეფასებას ოქროს, ვერცხლისა და ბრილიანტის ნაკეთობებზე. მეტი გამჭვირვალობისთვის, ნებისმიერ მსურველს შეუძლია, სახლიდან გაუსვლელად, ვებგვერდზე განთავსებული ონლაინ კალკულატორის მეშვეობით გამოთვალოს სავარაუდო თანხის მოცულობა.
3. ხელმისაწვდომობა: მოსახერხებელი ლოკაციები და 24/7 სერვისი: „ექსპრეს ლომბარდის“ ფილიალები სტრატეგიულად ხელსაყრელ ლოკაციებზეა განთავსებული მთელი ქვეყნის მასშტაბით, რაც მომხმარებლისთვის ვიზიტს კიდევ უფრო ამარტივებს. ამასთან ერთად, ფილიალების უმეტესობა 24 საათის განმავლობაში მუშაობს, რაც მომხმარებელს საშუალებას აძლევს, საჭირო მომსახურება კვირის ნებისმიერ დღეს, მისთვის სასურველ დროს მიიღოს.
იხილეთ მისამართები აქ
4. მოქნილი გადახდის სისტემა: კომპანია გამოირჩევა მოქნილი გადახდის სისტემით. მომხმარებელს შეუძლია, აირჩიოს გადახდა ყოველთვიურად ან სამ თვეში ერთხელ. ვადის გადაცილების შემთხვევაში კი, შემდეგი გადახდის თარიღი სწორედ ბოლო გადახდის დღიდან აითვლება, რაც მომხმარებელს დამატებით კომფორტს უქმნის.
5. კომფორტული და პრივატული გარემო: „ექსპრეს ლომბარდმა“ სრულად შეცვალა ლომბარდთან დაკავშირებული სტიგმა. კომპანიის ყველა ფილიალში დაგხვდებათ თანამედროვე, მშვიდი და პრივატული გარემო, რომელიც მაქსიმალურად არის მორგებული მომხმარებლის კომფორტზე.
„ჩვენ ვქმნით სივრცეს, სადაც მომხმარებელი თავს გრძნობს კომფორტულად, დაცულად და იცის, რომ მის ნივთსაც და ფინანსურ საჭიროებასაც უმაღლესი სტანდარტით და პატივისცემით ეპყრობიან.“
დამატებითი ინფორმაციისთვის:
032 2 39 39 39 | *3939
https://www.expresslombard.ge/ka
სხვა სიახლეები
ჩვენთვის მნიშვნელოვანია ისეთ პროექტებში მონაწილეობა, რომლებიც ქალაქის უსაფრთხო განვითარებას უწყობს ხელს - „თეთრმა კვადრატმა“ და „ბიქეი ქონსთრაქშენმა“ სამუშაოები ხარისხიანად და დათქმულ ვადებში დაასრულეს, რათა 18 ოჯახი საკუთარ მისამართზე, უსაფრთხო და თანამედროვე გარემოში დაბრუნებულიყო | ბაკურ ბერეკაშვილი
27.11.2026.23:16
თბილისში, საბურთალოზე, გამრეკელის ქუჩის I შესახვევის N6-ში, ახალი მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობა დასრულდა.
პროექტი BK Holding-ში შემავალი კომპანიების - „თეთრი კვადრატის“ და „ბიქეი ქონსთრაქშენის“ მონაწილეობით, თბილისის მერიის „ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამის“ ფარგლებში განხორციელდა.
ავარიული შენობის ნაცვლად, მისამართზე თანამედროვე სტანდარტების 8-სართულიანი კორპუსი აშენდა. სამუშაოები ორი წელი გაგრძელდა, პროექტის საერთო ღირებულება კი 6,700,000 ლარია.
პროგრამაში მონაწილე 18 ოჯახს ბინების გასაღები დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ და „თბილისის განვითარების ფონდის“ ხელმძღვანელმა, თამაზ ალიბეგაშვილმა გადასცეს.
„ორწლიანი მოლოდინის შემდეგ აღნიშნულ მისამართზე მცხოვრები ოჯახები უბრუნდებიან საკუთარ კერას უკვე დასრულებულ, ახალაშენებულ კორპუსში, სრულად გარემონტებულ ბინებში. ავარიული სახლის ჩანაცვლება ადამიანებს საკუთარი უბნის, საცხოვრებელი გარემოს და ცხოვრების ჩვეული რიტმის შენარჩუნების შესაძლებლობას აძლევს. მადლობა კონტრაქტორ კომპანია „ბიქეი ქონსთრაქშენს“, რომელმაც სამუშაოები კეთილსინდისიერად და დროულად შეასრულა“, — განაცხადა კახა კალაძემ.